ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.107.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2017
matsne.gov.ge 540 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 დაბა ჩხოროწყუში
2 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში
3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
5 ტყის მიწები (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით)
6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.02.2015 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 15.03.2016 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.02.2017 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.12.2024 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2017 წლის 3 აპრილი დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIX  თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 მარტის №5 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დანართი  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: 1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; 2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; 3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; 4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 3​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: 1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი; 2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები, რომლებიც დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 19 2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 15 3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 67 4 საკარმიდამო 67 5 ტყის მიწები (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) 30 6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) 3 მუხლი 5🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში: № ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1 მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ​2-ზე (3 X 4) 1 დაბა ჩხოროწყუში 0,3 0,24 0,072 2 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში 0,15 0,24 0,036 მუხლი 6🔗. გადასახადისაგან განთავისუფლება ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. მუხლი 7🔗 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.