აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2017
ძალაში შესვლა 10.04.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,588 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2017 მიღება
10.04.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 28.02.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 29.11.2022 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 97% 30.11.2022 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 96% 05.04.2017 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 30.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №7 2017 წლის 4 აპრილი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვე­პუნქტისა და  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის  შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს არაუმეტეს 100 (ასი) საშტატო ერთეულით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №71 (22.815), 08.05.07, გვ. 5-6). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 10 აპრილიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე                                                           დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესე­ბულება. 2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წინაშე, ას­რუ­ლებს კანონით გათვალისწინებულ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშ­ვალ­დე­ბულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. სამ-ინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესე­ბულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათ­ვალისწინებული. 7. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამი­ნისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამი­ნისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა სუბიექ­ტე­ბისათ­ვის. 8. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119. მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები სამინისტროს ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს: ა) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება; ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება; ე)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობის, მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფა; ვ) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი,  რეგიონში ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზ­მების შემუშავება და განხორციელება, რეგიონის სტრატეგიული და სივრცით-ურბა­ნული განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს გაუმ­ჯო­ბესებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ზ) ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორ­ციელება, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პრო­ცესის წარმართვა, სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა, კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასა­ლების გამოყენების ნებართვის გაცემა, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; თ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოსა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმ-დებლობის საფუძველზე შეიმუშაოს და გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები; ბ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტებზე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა დოკუმენტებზე;         გ) შეიმუშაოს და მთავრობას წარუდგინოს საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, სივრცითი მოწყობის და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა გასატარებელ  ღონისძიებათა შესახებ;                     დ) ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები; ე) კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, მოამზადოს წინადადებები მათი შექმნის, რეორ­განიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ვ) აწარმოოს მოლაპარაკებები და კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკ­რულებები საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;    ზ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; თ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; ი) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;            კ) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ლ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;                        მ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.            მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას. 2. მინისტრს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 3. მინისტრი: ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე;        ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;              გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქ­ტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქ­მიანობაზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამ-სახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირებს;      ე) ამტკიცებს სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების (არსებობის შემთხევავაში) საშტატო ნუსხას; ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებასა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების დებუ­ლებებს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;         ზ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;                       თ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ი) მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომების მუშაობაში; კ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;          ლ) კანონით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთ­ხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ნ)  ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის; ო) წარუდგენს   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   მთავრობას   სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; პ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმ­დებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული სტრუქ­ტურული ერთეულ(ებ)ის  საქმიანობას, ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითი­თებებსა და დავალებებს. 5. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 6. მინისტრის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლობისას ან მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოად-გილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მი­ნისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტროს სისტემას შეადგენს: ა) სამინისტროს  აპარატი; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესე­ბულე­ბები; გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირები და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. მუხლი 6🔗. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი; ვ) ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი; ზ) საინვესტიციო დეპარტამენტი; თ) ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტი; ი) სივრცითი მოწყობისა  და ტექნიკური  ზედამხედველობის დეპარტამენტი. 2. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია და სტრუქ­ტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7🔗. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები  და ფუნქციები 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) სამინისტროს აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება; გ) სამინისტროს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა; დ) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვა; ე) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოების ინფორმირება; ზ) ოფიციალური დელეგაციების, სამუშაო შეხვედრების, ოფიციალური და სამუ­შაო ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება. მოქა­ლაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; თ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმოება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) სამინისტროს აპარატის ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავებასა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაზე კოორდინაცია; ე) სამინისტროს აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებუ­ლე­ბების კვარტალური და წლიური ნაერთი ბალანსის შედგენა; ვ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა და ძირითადი სამართლებრივი მიმართულებების განსაზღვრა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებებს მიკუთვ­ნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; გ) სამინისტროში მომზადებული (შემოსული) სამართლებრივი აქტების პროექ­ტების სამართლებრივი ექსპერტიზის (ვიზირების) უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ხელშეკ­რუ­ლებების პროექტების მომზადება ან/და ვიზირება; ე) სამინისტროს ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და სხვა შესაბამის ორგანოში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში  სამინისტროში შემოსულ განცხადებებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ზ) სახელმწიფოსა (დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასთან და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; თ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) სამინისტროს აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესე­ბულებების  საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა  და  რეგულაციებთან  შესაბამისობის  შეფასება; გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქ­ტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ვ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ზ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; თ) სამინისტროს  სისტემაში  შემავალი სტრუქტურული ერთეულებებისა და დაწესებულებების, ასევე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწი­ლეო­ბით მოქმედი საწარმოების ფუნქციონირების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა და სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ი) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვ­ლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; კ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით  გათვა­ლისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 5. საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშა­ვებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტ­ლების მიხედვით განწერის მომზადება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველ­კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება; ვ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება-დამუშავება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგი­ლობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების პროექტების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი ბიუჯეტების შესრულებისა და ანგარიშების მიღება-დამუშავება; ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით ყოველ­კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება და წარდ­გენა შესაბამის ორგანოში; კ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით  გათ­ვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 6. ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქ­ციებია: ა) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე; ბ) რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენ­ტის­/კონ­ცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; გ) ეკონომიკური კვლევების ჩატარება და შესაბამისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით  ანგარიშების მომზადება; დ) რეგიონში მოქმედი საბანკო-საფინანსო და არასაბანკო-საფინანსო ინსტი­ტუტების საქმიანობის ანალიზი და შეფასება; ე) რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის (კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების) შედეგების აღრიცხვა და შეფასება; ვ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საგრანტო და სასესხო პროექტების შემუშავების მიზნით და აღნიშნული სტრუქტურების მიერ განხორციელებული რეგიონული ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მონი­ტორინგი;   ზ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია ეკონომიკური გან­ვითარების საკითხებთან დაკავშირებით; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუ­შავებაში მონაწილეობის მიღება; ი) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით  გათ­ვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 7. საინვესტიციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ღონისძიებების გამოყენებით; ბ) არსებული და პოტენციური ინვესტორების  ინფორმაციული უზრუნველყოფა; გ) საინვესტიციო  წინადადებების შემუშავება  და პოტენციური ინვესტო­რები­სათვის შეთავაზება; დ) პირობებიანი ან უპირობო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით შემოსული საინვესტიციო ან/და საპრივატიზებო წინადადებების განხილვა და შესა­ბამისი პირობების მომზადება ან/და ქონების პირობების გარეშე პრივატიზების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ საინვესტიციო ან/და საპრივატიზებო (პირობებით) პაკეტების მომზადებაში მონაწი­ლეობის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირები­სათ­ვის; ვ) დაინტერესებულ პირთათვის საპრივატიზებო ობიექტების დათვალიერების ორგანიზება; ზ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 8. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფოს (დელეგირების შემთხ­ვევაში) საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით  განკარგვის, სარ­გებ­ლობის/მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით  შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტის პროექტის მომზადება; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პირ­დაპირი მიყიდვა/გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  საკუთრებაში არსებული ქონების უსას­ყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების გან­ხილვა და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; დ) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღ­ვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემისა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გატარება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების, ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უმკვიდრო/მიტოვებული ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;  ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით  კომპეტენციის ფარგლებში აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სა­სარ­გებლო წიაღისეულის მოპოვებისა და სასარგებლო წია­ღისე­ულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემის პროცესის ორგანიზება  და შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება და საწარ­მოების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების თაობაზე წინა­და­დებების მომზადება/განხილვა; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილების (აქციების) მართვის კოორდინაცია და სრულყოფა; ლ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 9. სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ სფეროში წინადადებების მომზადება; გ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; დ) უფლებამოსილი ორგანოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ე) კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის შეთანხმების  და მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების ორგანიზება  და  სამინისტროს მიერ ნებართვაგაცემული ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; ვ) სამშენებლო სამართალდამრღვევთა მიმართ კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებული სანქციების გატარება; ზ) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება, დამრღვევისადმი ადმინისტრა­ციული პასუხისმგებლობის დაკისრება; ი) ობიექტების რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრის წარმოება;   კ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დოკუმენტური კონტროლის, ინსპექტირების, აგრეთვე ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზე­დამხედ­ველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლე­ბამოსილებების განხორციელება; ლ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები 1. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს. 2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ექვემდებარებიან მი­ნისტრს. 3. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტ­რის უფლებამოსილების ვადით. მუხლი 9🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები. 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს. 5. პირი, რომელიც არ არის სახელმწიფო მოხელე, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. მუხლი 10🔗. სამინისტროს ქონება სამინისტროს ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება. მუხლი 11🔗. სამინისტროს რეორგანიზაციისა  და ლიკვიდაციის წესი სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.