ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.04.2017
გამომცემი ორგანო აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
ნომერი №01-1
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2017
matsne.gov.ge 742 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე აკრედიტაციის სტანდარტი 84% 10.04.2020 პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 06.03.2019 „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 81% შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 81% 03.06.2022 ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 04.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის ბრძანება №01-1 2017 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე დანართი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის წესი მუხლი 1🔗.  საერთო დებულებანი რეგისტრაციისათვის 1.პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის  მე-18 პუნქტის თანახმად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრში (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი). ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება შესაბამისი წესით დადგენილი საფასურის გადახდის შემდგომ. 2. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს ამ წესით განსაზღვრულ  რეგისტრაცია ეძლევა მხოლოდ იმ სფეროში/სფეროებში, რომელ სფეროშიც/სფეროებშიც მათ აქვს მიღებული შესაბამისი აკრედიტაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოებისაგან.    3. ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს. წერილობით განაცხადთან ერთად აკრედიტაციის ცენტრს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიაწოდოს: ა) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოების მიერ მასზე გაცემული ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის დამადასტურებელ მოწმობა/სერტიფიკატი; ბ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოს მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სფერო; გ) პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს საქართველოს ტერიტორიას; დ) განაცხადი იმ სფეროების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სურს რეგისტრაციის მიღება; ე) იმ პირთა ნუსხა, ვინც ხელს მოაწერენ ინსპექტირების სერტიფიკატებს/ანგარიშებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები აკრედიტაციის ცენტრს წარედგინება ორიგინალის ფორმით, ნოტარიული წესით დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად. 5. ამ  მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი განმცხადებელთან  აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. მუხლი 2🔗. რეგისტრაცია 1. ამ წესის პირველი მუხლის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის განხილვას და დოკუმენტების ანალიზს აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს საფასურის გადახდიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, რის შემდგომაც აკრედიტაციის ცენტრი წერილობით აცნობებს განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს. 2. შეუსაბამობის შემთხვევაში განმცხადებელმა აკრედიტაციის ცენტრს განსახილველად უნდა მიაწოდოს კორექტირებული დოკუმენტები. 3.   განმცხადებლის მიერ ერთი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის  შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაეცემა ხელზე.  4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, დაინტერესებული პირი სურვილის შემთხვევაში თავიდან წარადგენს ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ განაცხადს რეგისტრაციაზე. 5. შეფასების დადებითი შედეგების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი არეგისტრირებს განმცხადებელს კონკრეტული ინსპექტირების სფეროების მითითებით. 6. აკრედიტაციის ცენტრის მიერ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს რეგისტრაცია ძალაშია ამ ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში, რომელიც მას მიანიჭა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანომ. 7.     ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული რეგისტრაცია წყდება: ა) ინსპექტირების ორგანოსათვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოების მიერ მინიჭებული აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში; ბ) ინსპექტირების ორგანოსათვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნების აკრედიტაციის შეჩერების/გაუქმების შემთხვევაში; გ)    ინსპექტირების ორგანოს წერილობითი მომართვის საფუძველზე. 8. რეგისტრირებული ინსპექტირების ორგანოს შესახებ ინფორმაციას, აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს ვებ-გვერდზე: www.gac.gov.ge, რეგისტრირებული აკრედიტაციის სფეროს მითითებით.“. მუხლი 3🔗. რეგისტრირებული პირის მონიტორინგი და ზედამხედველობა 1. რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, მოთხოვნის შემთხვევაში, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და აკრედიტაციის გამცემი ორგანოს მიერ განხორციელებული პერიოდული შეფასების შედეგები.   აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოთხოვნა იგზავნება ინსპექტირების ორგანოს მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მოთხოვნილი ინფორმაციის 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მიუწოდებლობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს შეუჩერდება რეგისტრაცია. ამ ნაწილის შესაბამისად ინსპექტირების ორგანოსათვის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა ხორციელდება ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად აღმოჩენილი დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ან სხვა პირის მომართვის/საჩივრის საფუძველზე დაფიქსირებული დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან ხორციელდება რეგისტრირებული პირის საქმიანობის ზედამხედველობა აკრედიტებული პირების ზედამხედველობის წესის ანალოგიურად. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს შესაძლოა შეუჩერდეს რეგისტრაცია 3 თვის ვადით. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეჩერების ვადაში, არ გამოსწორდა შესაბამისი დარღვევა, ინსპექტირების ორგანოს უუქმდება რეგისტრაცია.“ ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნა ინსპექტირების ორგანოს მხრიდან შესაძლებელია რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ.