„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ" დებულების თაობაზე
მიღების თარიღი 08.05.2002
ძალის დაკარგვა 24.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 050.040.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 10/05/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საქართველოს საპატენტო კანონი 05.02.1999
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს საპატენტო კანონი საქართველოს კანონი „საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულება „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“"
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ" დებულების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 55.35pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №223
2002 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების თაობაზე
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 66-ე მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სამრეწველო საკუთრების დაცვის სისტემის შემდგომი სრულყოფის მიზნით:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს 1992 წლის 21 ივლისის №
25 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
2. დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
მუხლი 1🔗
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიქმნება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
პატენტრწმუნებული, როგორც ფიზიკური პირი, ეწევა არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას, რეგისტრირდება საგადასახადო ინსპექციაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უფლება აქვს გახსნას ანგარიში ბანკში და მოქმედებს ამ დებულების შესაბამისად მხოლოდ „საქპატენტში“ რეგისტრაციის საფუძველზე, თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1. პატენტრწმუნებული შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, აქვს უმაღლესი ტექნიკური, საბუნებისმეტყველო ან იურიდიული განათლება, ხუთწლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სამრეწველო საკუთრების ობიექტების განაცხადების გაფორმების, ექსპერტიზის და განსაკუთრებული უფლებების სამართლებრივი დაცვის საქმეში და წარმატებით გაივლის ატესტაციას „საქპატენტის“ მიერ განსაზღვრული პროგრამით.
2. პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებად სამრეწველო საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის სფეროში ითვლება პროფესიული საქმიანობა „საქპატენტში“, პატენტრწმუნებულთა გაერთიანებებში ან უშუალოდ პატენტრწმუნებულთან, აგრეთვე საქმიანობა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საპატენტო ქვედანაყოფებსა ან საკონსულტაციო ბიუროებში.
მუხლი 4🔗
პატენტრწმუნებულად მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, ვინც საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული.
მუხლი 5🔗
1. პატენტრწმუნებულს უფლება აქვს:
ა) წარმოადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირები „საქპატენტში“, „საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში, სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებში, აგრეთვე მესამე პირთა მიმართ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში;
ბ) გაუწიოს მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის დოკუმენტების მიღების, გამოყენებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
2. პატენტრწმუნებულები მომსახურებას უწევენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები და სხვ.) განაცხადების შედგენის, დამცავი დოკუმენტების მიღების, მათი ძალაში შენარჩუნებისა და მოქმედების შეწყვეტის, უფლებათა დათმობისა და სალიცენზიო ხელშეკრულებების რეგისტრაციის სფეროში, აგრეთვე სხვა მომსახურებას საპატენტო უწყების, „საქპატენტის“ სააპელაციო პალატისა და უცხო ქვეყნების პატენტრწმუნებულების წინაშე წარმომადგენლობასთან დაკავშირებით და სხვ.
3. პატენტრწმუნებულს უფლება აქვს შემოფარგლოს თავისი საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტებით ან საქმიანობის ცალკეული სახეებით.
მუხლი 6🔗
პატენტრწმუნებულის რეგისტრაციას წინ უძღვის ატესტაცია, რომლის დროსაც მოწმდება ატესტაციაზე დაშვებული პირის შესაბამისობა ამ დებულების მოთხოვნებთან და მისი კვალიფიკაციის დონე.
მუხლი 7🔗
1. ატესტაციას წარმართავს „საქპატენტის“ მიერ შექმნილი საატესტაციო კომისია.
2. ატესტაცია ხორციელდება „საქპატენტის“ მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.
3. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი.
4. საატესტაციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗
საატესტაციო კომისიას გამონაკლისის სახით უფლება აქვს ატესტაციის გარეშე პატენტრწმუნებულად დაარეგისტრიროს „საქპატენტის“ ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს „საქპატენტში“ მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი და აკმაყოფილებს ამ დებულების მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 9🔗
1. პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას, რეგისტრირდებიან „საქპატენტის“ საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში. მათ მიეცემათ საქმიანობაზე დაშვების ნებართვა და პატენტრწმუნებულის მოწმობა.
2. ინფორმაცია პატენტრწმუნებულის რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.
მუხლი 10🔗
1. პატენტრწმუნებული თავის წარმომადგენლობას „საქპატენტის“, „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის, ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე ახორციელებს მინდობილობის საფუძველზე, რომელიც შედგენილია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც გაცემულია მინდობილობა.
2. მინდობილობა, ამასთან გადანდობის უფლებით გაცემულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით.
მუხლი 11🔗
1. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებელს, მისი მოთხოვნით, მიაწოდოს ყოველგვარი ცნობა დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
2. პატენტრწმუნებული ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დავალების შესრულებასთან დაკავშირებით.
მუხლი 12🔗
1. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება წყდება:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ბ) სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლისას;
გ) პატენტრწმუნებულის გარდაცვალებისას.
2. პატენტრწმუნებულის უფლებების დროებითი შეწყვეტა შესაძლებელია მისი პირადი განცხადების საფუძველზე. პატენტრწმუნებულის უფლებების შეწყვეტა ან შეზღუდვა შეიძლება მოითხოვოს „საქპატენტმა“, რომელიმე სახელმწიფო ორგანომ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა პატენტრწმუნებულის მიერ კანონმდებლობის მრავალგზის ან უხეში დარღვევის, აგრეთვე პროფესიული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში.
3. პატენტრწმუნებულის უფლებების შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ საატესტაციო კომისიამ ან სასამართლომ.
4. პატენტრწმუნებულის უფლებების შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება პატენტრწმუნებულთა რეესტრში და ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. პატენტრწმუნებული ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს თავის მარწმუნებლებს.
მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებები
პატენტრწმუნებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ პატენტრწმუნებულთა სახელმწიფო რეესტრში „საქართველოს რესპუბლიკის პატენტრწმუნებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს 1992 წლის 21 ივლისის №
25 დადგენილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე, უთანაბრდებიან ამ დებულების მიხედვით რეგისტრირებულ პატენტრწმუნებულებს.