შპს ,,ბლექ სი სატი”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/36717-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი
მოვალე – შპს ,,ბლექ სი სატი”
წარმომადგენელი (დირექტორი) – მამუკა ცქიტიშვილი
კრედიტორები: 1. შპს ,,ღვინის ქარხანა”
2. შპს ,,ბლექ სი გრუპი”
წარმომადგენელი – ნინო ელოშვილი
3. შპს ,,მობიტელი”
წარმომადგენელი – ირმა აფრიდონიძე
4. შპს ,,მირა”
წარმომადგენელი – თინათინ ჭუმბაძე
5.შპს ,,სუდია მაესტრო"
6. შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
დღის წესრიგი: 1.კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა. 2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 1 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს „კომპანის ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა №1”-ის დირექტორმა არჩილ ივარდავამ და განმარტეს, რომ მოვალე შპს „ბლექ სი სატის” წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 7 მარტიდან. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა. მოვალეს არ გააჩნია უნარი გადაიხადოს განმცხადებელი კრედიტორების დავალიანება, რომელიც ჯამში შეადგენს 6 843 724.6 ლარს. მოვალე უუნაროა, ასევე, გადაიხადოს სხვა კრედიტორთა ვადამოსული დავალიანებები, რომელთა ოდენობა, დაუზუსტებელი მონაცემებით 150 000 (ას ორმოცდაათ ათას) ლარს აღემატება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადებამიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულებისეროვნულიბიურო.
2017 წლის 31 მარტს გამართულ კრედიტორთაკრებაზე განხილული იქნა განმცხადებლების კრედიტორებად აღიარების საკითხი, თუმცა ამავე კრებაზე ვერ მოხდა მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა, ვინადან მხარეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი კანდიდატები, შესაბამისად, მოვალესთან და კრედიტორებთან შეთანხმებით,დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 2 მაისს, 14:00 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19.
2. გ ანჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www. Tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლეთამარ ბურჯანაძე