⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.04.2021)

ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.05.2017
ძალის დაკარგვა 12.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №868
სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.029.016402
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 737 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2017 მიღება
12.04.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №868 2017 წლის 2 მაისი ქ. თბილისი ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 7.1 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის № 34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ფულადი დახმარებისა გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი ფულადი დახმარებისა გაცემის წესი მუხლი 1🔗.  მიზანი ამ წესის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ფულადი დახმარების გაცემის წესის განსაზღვრა. მუხლი 2🔗. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა 1. ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე განცხადებების დამუშავებას და ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 2. დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს № 320 ბრძანების „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილ დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას (შემდგომში – კომისია). 3. კომისია განიხილავს ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. 4. კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება, დეპარტამენტის მიერ წარედგინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. 5. ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი არის შესაბამისი თანხის გადარიცხვის საფუძველი. 6. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებას წერილობითი ფორმით. მუხლი 3🔗. ფულადი დახმარებით მოსარგებლეები და კრიტერიუმები 1. ფულადი დახმარებით მოსარგებლე შეიძლება იყოს დევნილი/დევნილი ოჯახი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს. 2. ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმებია: ა) ოჯახის წევრის გარდაცვალება – თუ გარდაცვლილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30 001-ზე ნაკლებს; გ) ონკოლოგიური დაავადება; დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი; ე) მრავალშვილიანობა – თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი; ვ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროება – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს; ზ) ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსი – თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის/მარჩენალდაკარგულის სტატუსი; თ) მარტოხელა მშობელის/ქვრივის სტატუსი. მუხლი 4🔗. ფულადი დახმარების გაცემის პირობები 1. ფულადი დახმარება ამ წესის შესაბამისად შესაძლოა გაიცეს 6 თვეში ერთხელ. 2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას დევნილი განცხადებით მომართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას, გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა (პირადობის მოწმობის/პასპორტისა და დევნილის მოწმობის ასლები), თან უნდა ერთვოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა.ა) გარდაცვალების მოწმობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში; ა.ბ) შესაბამისი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადების დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები; ვ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ვ.ა) შესაბამისი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ვ.ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა № IV- 100ა, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და სხვა) და სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (თანხის გადარიცხვის ქვითარი/საგარანტიო წერილი) ან თანხის ანაზღაურების თაობაზე წერილობითი უარი; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა; თ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში) ან/და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გაცემული უნდა იყოს არაუმეტეს 3 თვით ადრე, ხოლო „ა.ბ“, „ბ“ და „ვ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან არაუმეტეს 15 დღით ადრე, ამ წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე.