ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2017
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო სანებართვო მოწმობის №
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| სანებართვო მოწმობის № | № |
| № | დუბლიკატის გაცემის თარიღი |
| გვარი | სახელი |
| სანებართვო მოწმონის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2017 წლის 7 აპრილი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2);
გ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის უწყებრივი სანებართვო რეესტრი და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ჩამოწერის ფორმა (დანარი №4).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია
დანართი №1
საქართველო
ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტი
გარე რეკლამის სანებართვო
მოწმობა №
ნებართვის გაცემის თარიღი:-------------------------------------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
ნებართვის მფლობელი:--------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში - სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
ნებართვის მოქმედების ვადა:
----------------------------------- დან
----------------------------------- მდე
სანებართვო პირობები: -------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის გაცემის საფუძველი:--------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვის გამცემი პირი: ------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ბ.ა.––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
დამკვეთი: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
დანართი №2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია ,,რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური.
მუხლი 2🔗.
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური, უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗.
სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური (შემდეგში – სამსახური).
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული).
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 4🔗.
სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება
1. მოწმობა ივსება ლურჯი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ინახება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურში, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 5🔗.
სანებართვო მოწმობის შენახვა
1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 6🔗.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის შესახებ აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
წესში ცვლილებისა და დამატების შეტანა
ამ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
სანებართვო მოწმობის №
№
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე – ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები
№
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი აქტის ნომერი
მოწმობის ინდივიდუა- ლური ნომერი
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლებამოსილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
უფლებამოსილება
ხელმოწერა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი:
№
დუბლიკატის გაცემის თარიღი
მინიჭებული ნომერი
განცხადების რეგისტრაციის ნომერი
მოსაკრებლის გადახდის ქვითრის №
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლება-მოსილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
დანართი №4
გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ჩამოწერის
აქტი №-----
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ------ ------------- 20__ წელი
სანებართვო მოწმონის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
გარე რეკლამის განთავსების უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს.
ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: ____________________________
სამსახურის უფროსი: ______________________________