„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2017/0000000286/000“
მიღების თარიღი 02.03.2017
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
სოზარ სუბარი
სარეგისტრაციო კოდი 1093000
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2017
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | პროექტის მენეჯერი |
| 2 | პროექტის მენეჯერის ასისტენტი |
| 3 | ცხელი ხაზის ოპერატორი |
| 4 | ცხელი ხაზის ოპერატორი |
| 5 | ცხელი ხაზის ოპერატორი |
| 6 | ცხელი ხაზის ოპერატორი |
| 7 | საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორი |
| 8 | საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორი |
| პროექტის განხორციელების ეფექტური დაწყების თარიღი (არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის 1 იანვრისა) | 01/01/2017 |
| პროექტის განხორციელების დასრულების თარიღი (არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრისა) | 31/12/2017 |
| ანგარიშგების პერიოდი, რომელიც სრულდება მუხლი 4.4-ის მიხედვით გათვალისწინებული საბიუჯეტი წლით | ანგარიშგების ტიპი |
| 31 მარტი | - პროექტის შესრულების ანგარიში |
| 30 ივნისი | - პროექტის შესრულების ანგარიში - პროექტის ფინანსური ანგარიში - საქონლისა და საკუთრების ანგარიში - პროექტის თანამშრომელთა ანგარიში |
| 30 სექტემბერი | - პროექტის შესრულების ანგარიში - პროექტის ფინანსური ანგარიში |
| 30 ნოემბერი | - პროექტის ფინანსური ანგარიში |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001“ „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/000“ „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO/01/20160000000264/000“ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“
დოკუმენტის ტექსტი
„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება
(სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2017/0000000286/000“
„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2017/0000000286/000“
ხელშეკრულების სიმბოლო: GEO01/2017/0000000286/000
პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი)
პროექტი ხელშეკრულება
დადებულია
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამის ფარგლებში
შემდეგ მხარეებს შორის:
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
(შემდგომში „გლუკo“) და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
(შემდგომში „პარტნიორი“)
(ორ ივე მხარე ხელშეკრულებაში „მხარეებადაა“ მოხსენიებული)
პრეამბულა
i. იმის გათვალისწინებით, რომ გლუკი არის გაერთიანებული ერების შვილობილი ორგანიზაცია, დაარსებული 1949 წლის 3 დეკემბერს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 319 (IV) რეზოლუციით და რომლის მიზნები განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წესდებით, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 1950 წლის 14 დეკემბრის 428 (V) რეზოლუციის მიხედვით;
ii. იმის გათვალისწინებით, რომ პარტნიორი არის სამთავრობო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით და აქვს უფლებამოსილება, გააფორმოს პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (შემდგომში „წინამდებარე ხელშეკრულება“) გლუ კთან და განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
iii. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პარტნიორობისა და ძალისხმევის ჩამოყალიბებაზე ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დასაცავად და გადაწყვეტილებების მისაღებად ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა თაობაზე (შემდგომში „მ ზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა“);
iv. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ სრულყოფილ თანამშრომლობასა და კონსულტაციების გზით მოქმედებაზე, რო გორც ეს გათვალისწინებულია პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულებაში (შემდგომში „წინამდებარე ხელშეკრულება“) და ერთმანეთის საკონსულტაციო რჩევებით სარგებლობაზე წინამდებარე ხელშეკრულების ჩამოყალიბებისა და განხორციელების პერიოდში;
v. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები თავის თავზე იღებენ ხარისხიანი პარტნიორობის ერთობლივად განვითარებასა და შენარჩუნებას, რაც ეფუძნება ჰუმანიტარული ვალდებულების გაზიარებას ლტოლვილთა და გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დაცვისა და ადამიანური ღირსების და იმ პირთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, რომელთაც გაეწიათ მომსახურება;
vi. იმის გათვალისწინებით,რომ გლუკის მონაწილეობა ამ პროექტის ჩამოყალიბებასა და მასში წვლილის შეტანაზე შესაბამისობაშია გლუკის ჰუმანიტარული და არაპოლიტიკური მანდატის პრინციპებთან და გლუკის წესებთან და რეგულირებებთან;
vii. იმის გათვალისწინებით, რომ „პარტნიორი“ წარმოადგენს ერთადერთ შემსრულებელ პარტნიორს, რომელსაც გლუკი აკისრებს პროექტის განხორციელებას, სრული პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების თავის თავზე აღებით, რესურსების ეფექტური სარგებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევით;
viii. იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდა გლუკისათვის 6.5 მუხლის პირველ შენატანში მითითებული თანხის ოდენობით წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;
ix. იმის გათვალისწინებით, რომ გლუკი განახორციელებს გონივრულ მცდელობებს რესურსებისა და სახსრების მოსაძიებლად და მათი ხელმისაწვდომობისა და პროექტის ფაქტობრივი შესრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, გაზრდის თავის მონაწილეობას იმ ოდენობამდე, რაც მოცემულია რესურსების მოთხოვნებსა და ფინანსურ შეთანხმებებში (მუხლი 6🔗.3).
მხარეები თანხმდებიან:
მუხლი 1🔗 - განსაზღვრებები; ინტერპრეტაცია
1.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში მთავრული ასოებით გამოყენებულ ტერმინებს აქვთ წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტში ან დანართ 1-ში მათზე მინიჭებული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗 - თანამშრომლობის ბუნება და მასშტაბი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულება აყალიბებს პროექტს, რომელშიც გლუკს წვლილი შეაქვს რესურსების სახით, ხოლო პატრნიორი თანხმდება კონტრიბუციაზე და განახორციელებს პროექტს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ.
2.2 მხარეები აცნობიერებენ პარტნიორობის უნიკალურ ბუნებას და წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად პროექტის განხორციელების მიზნით იღებენ ვალდებულებას მისი სრულყოფილად შესრულებისა და სასურველი შედეგის მიღწევისათვის.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება აყალიბებს თანამშრომლობის საფუძველს და განსაზღვრავს მხარეთა მოსალოდნელ კონტრიბუციას, როლებს, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს პროექტის განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით.
2.4 წინამდებარე ხელშეკრულება ასახავს მხარეთა შორის წინასწარ განხილვებს, მოლაპარაკებებსა და შეთანხმებას პროექტის ერთობლივ განხორციელებაზე გლუკის გლობალური სტრატეგიული პრიორიტეტების, გლუკის სამოქმედო გეგმისა და გაზიარებული საერთო ჰუმანიტარული ვალდებულების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულება ანაცვლებს ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ ყველა ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.5 წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს პროექტის მნიშვნელოვან ელემენტებს და მხარეთა შესაბამის ვალდებულებებს, როგორიცაა მოსალოდნელი შედეგები და შესრულება, ვადები და რესურსები პროექტის სასურველი შედეგების მიღწევასთან მიმართებაში.
2.6 წინამდებარე ხელშეკრულების განსაზღვრული დებულებები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების 1-ლ ნაწილში, ხოლო ზოგადი დებულებები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 ნაწილში. დამატებები და დანართები შეადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
ნაწილი 1: პროექტის განსაკუთრებული დებულებები
მუხლი 3🔗 - წინამდებარე ხელშეკრულების ხანგრძლივობა
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა იმ თარიღით, როდესაც მხარეთაგან უკანასკნელი მოაწერს ხელს და მხარეთა ურთიერთობას წარმართავს ამ თარიღით, გარდა გამონაკლისისა, თუკი პროექტის განხორციელება დაიწყო 3.2 მუხლში მითითებულ დროზე ადრე. ამ შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთობას განსაზღვრავს ასეთი ადრეული თარიღით.
3.2 პროექტის საქმიანობა განხორციელდება პროექტის სამუშაო გეგმის/შენატანების გეგმის (დანართი „გ“) შესაბამისად და დასრულდება პროექტის განხორციელების ქვემოთ მოცემულ პერიოდში:
პროექტის განხორციელების პერიოდი
პროექტის განხორციელების ეფექტური დაწყების თარიღი (არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის 1 იანვრისა)
01/01/2017
პროექტის განხორციელების დასრულების თარიღი (არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრისა)
31/12/2017
3.3 პროექტის განხორციელების პერიოდის გაგრძელება წინამდებარე ხელშეკრულების წლის 31 დეკემბერს მიღმა დამატებითი ხარჯებით თუ მათ გარეშე, არაა ნებადართული 3.5 მუხლში მითითებული გამონაკლისი გარემოებების გარდა.
3.4 პროექტის ლიკვიდაციის პერიოდი არის ქვემოთ მოცემული და წარმოადგენს პერიოდს, რომლის განმავლობაში პროექტის განხორციელების პერიოდში ძალაში შესული ფინანსური ვალდებულებები შესაძლებელია გაგრძელდეს, რათა პარტნიორმა მოახდინოს მათი მოგვარება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. პროექტის ლიკვიდაციის პერიოდი უნდა იყოს არაუგვიანეს პროექტის განხორციელების პერიოდის შემდგომი კალენდარული წლის 31 იანვრისა. პროექტის განხორციელების პერიოდის შემდეგ ან პროექტის ლიკვიდაციის პერიოდში აქტივობების დანერგვა და ამით ახალი ხარჯების ან ფინანსური ვალდებულების წამოჭრა მიუღებელი იქნება, რადგან ეს სცილდება 11.6 მუხლში მოცემული მიზნობრივი ხარჯების სფეროს.
პროექტის ლიკვიდაციის პერიოდი (არაუგვიანეს წლის 31 იანვრისა, რომელიც მოსდევს პროექტის განხორციელებისპერიოდს)
01/01/2018 წლიდან
31/01/2018 წლამდე
3.5 გამონაკლის შემთხვევებში, პროექტის განხორციელების პერიოდის და/ან პროექტის ლიკვიდაციის პერიოდის გაგრძელება იმ თარიღს მიღმა, რაც განსაზღვრულია მუხლები
3.2 და 3.4 შესაძლოა დაუშვას გლუკის მაკონტროლებელმა ორგანომ. ასეთი გაგრძელება აისახება ცვლილებაშეტანილ ხელშეკრულებაში, რომელიც იმისათვის, რომ იყოს კანონიერი და სავალდებულო, უნდა დასრულდეს პროექტის განხორციელების პერიოდის ბოლომდე.
მუხლი 4🔗 - პროექტის იდენტიფიკაცია
4.1 პროექტის დასახელება: საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა
4.2 ხელშეკრულების სიმბოლო არის: GEO01/2017/0000000286/000
4.3 პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი კორესპონდენციის, ანგარიშებისა და ფინანსური ჩანაწერების ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია წინამდენარე ხელშეკრულებასა და მის განხორციელებასთან, უნდა ატარებდეს წინამდებარე ხელშეკრულების სიმბოლოს.
4.4 პროექტის მნიშვნელოვანი მონაცემები:
• საბიუჯეტო წელი: 2017;
• პარტნიორის კოდი: 1093000 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
• აღრიცხვის ცენტრ(ებ)ი: 21081 საქართველო, თბილისი;
• მიმართულება: მიმართულება 4 - დევნილთა პროგრამა;
• მდგომარეობა: 4900 ყოველწლიური ბიუჯეტი დამტკიცებული აღმასრულებელი კომისიის მიერ;
• მოქმედება: GEO RO ABC;
• მოსახლეობის დაგეგმარების ჯგუფ(ებ)ი: 4GEOD იძულებით გადაადგილებული პირები (იგპ) და იგპ მდგომარეობაში მყოფი პირები;
•
მიზანი (მიზნები): PF დაცვა და სხვადასხვა გადაწყვეტილებები·
მუხლი 5🔗 - პროექტის ანგარიშგება
5.1 პარტნიორმა უნდა წარადგინოს დროული, ზუსტი და სრულყოფილი პერიოდული ანგარიშები, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული, პროექტის ანგარიშის ფორმატში (დანართი „დ“) წარმოდგენილი სტანდარტული ფორმატ(ებ)ით, რათა მოხდეს შესრულების პროგრესისა და რესურსების გამოყენების დემონსტრირება.
ანგარიშგების პერიოდი,
რომელიც სრულდება
მუხლი 4🔗.4-ის მიხედვით
გათვალისწინებული
საბიუჯეტი წლით
ანგარიშგების ტიპი
ანგარიშის წარდგენის თარიღი
31 მარტი
- პროექტის შესრულების ანგარიში
საბიუჯეტო წლის 10 აპრილისთვის
- პროექტის ფინანსური ანგარიში
30 ივნისი
- პროექტის შესრულების ანგარიში
- პროექტის ფინანსური ანგარიში
- საქონლისა და საკუთრების ანგარიში
- პროექტის თანამშრომელთა ანგარიში
საბიუჯეტო წლის 15 ივლისისთვის
30 სექტემბერი
- პროექტის შესრულების ანგარიში
- პროექტის ფინანსური ანგარიში
საბიუჯეტო წლის 10 ოქტომბრისთვის
30 ნოემბერი
- პროექტის ფინანსური ანგარიში
საბიუჯეტო წლის 10 დეკემბრისთვის
31 დეკემბერი (საბოლოო)
- პროექტის შესრულების ანგარიში
- პროექტის ფინანსური ანგარიში
- საქონლისა და საკუთრების ანგარიში
- პროექტის თანამშრომელთა ანგარიში
კალენდარული წლის 15 თებერვლისთვის, რომელიც მოსდევს საბიუჯეტო წელს
5.2 პროექტის შესრულების ანგარიშმა უნდა ასახოს პერიოდი, რომლის განმავლობაშიც
მოსალოდნელი შედეგები იქნა მიღწეული.
5.3 პროექტის ფინანსური ანგარიში ასახავს უფლებამოსილი საქმიანობისათვის გლუკის ფინანსური რესურსების გამოყენებას, პროექტის ბიუჯეტთან (დანართი „ბ“), საპროცენტო შემოსავალთან, სხვადასხვა შემოსავალთან, მნიშვნელოვან დებიტორულ დავალიანებასთან და დაუხარჯავ ბალანსთან მიმართებაში მოცემული ხარჯების ჩათვლით.
5.4 საქონლისა და საკუთრების ანგარიშმა უნდა ასახოს ყველა საქონლისა და საკუთრების გამოყენება და სტატუსი იმ ფორმატით, როგორც ეს უზრუნველყოფილია დანართში „დ“
5.5 პროექტის თანამშრომელთა ანგარიშმა უნდა ასახოს პროექტის თანამშრომლები, რომლებიც დაფინანსებულნი არიან გლუკის რესურსებით პროექტის საქმიანობის განსახორციელებლად და მხარდასაჭერად იმ ფორმატით, როგორც ეს უზრუნველყოფილია დანართში „ე“
5.6 გლუკმა უნდა განახორციელოს ყველა ძალისხმევა ანგარიშგების მოთხოვნების შესამცირებლად და სტანდარტიზაციის მოსახდენად და განსაზღვროს ყველა საჭირო ანგარიში წინამდებარე ხელშეკრულებით. გლ უკი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს სხვა რეგულარული ანგარიშები, როგორიცაა ყოველთვიური ჯანმრთელობის მონაცემები და საკვების განაწილების პერიოდული ანგარიშები. გლუკმა, ასევე, შეიძლება მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული აქტივობების თაობაზე ანგარიშები. ასეთი ანგარიშების საჭიროების წარმოშობისას პარტნიორი წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული წერილობითი ფორმით და მიეცეს საკმარისი დრო ანგარიშის მომზადებისათვის.
5.7 ყველა წარდგენილი ანგარიში ექვემდებარება გლუკის მიერ ვერიფიკაციასა და დადასტურებას. გლუკმა უნდა შეატყობინოს პარტნიორს ანგარიშის მიღების შესახებ, ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. გლუკის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს ასეთი დამადასტურებელი და თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა მიწოდებული ინფორმაციის განმარტებისა და დადასტურებისათვის.
მუხლი 6🔗 - რესურსების საჭიროება და ფინანსური შეთანხმებები
6.1 მხარეები ეცდებიან, გაზარ დონ დამატებითი სახსრები და რესურსები პროექტის მხარდასაჭერად.
6.2 პარტნიორის მიერ ხელშეკრულების თანადაფინანსების შემთხვევაში, კონტრიბუცია შესაძლოა განხორციელდეს ნაღდი ფულით ან არამატერიალური სახით (სხვადასხვა მასალის, ტექნიკური ექსპერტიზის, ადამიანური რესურსებისა და სხვა შენატანის ფორმით).
6.3 მხარეთა კონტრიბუცია განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. პარტნიორის კონტრიბუციის მოვლა-პატრონობასა და მართვას უნდა ახდენდეს უშუალოდ პარტნიორი და უზრუნველყოფდეს გლუკის მიერ პროექტთან მიმართებაში გამოყოფილი რესურსების შევსებას. პარტნიორმა უნდა შეატყობინოს გლუკს სხვა, გლუკის გარეშე წყაროებიდან ნაღდი ფულით თუ არამატერიალური ფორმით მიღებულ შემავსებელ კონტრიბუციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე - პროექტის ერთობლივი დაგეგმვისა და მხარდაჭერისათვის.
>თანადაფინანსება პარტნიორის მიერ კონტრიბუციის სახით:
ფინანსური
კონტრიბუციის
განმახორციელებელი
მხარე
მთლიანი თანხა (ნაღდი ფული)
არამატერიალური
ვალუტა
თანხა (არაუმეტეს)
(ექვივალენტი აშშ
დოლარში)
გლუკის კონტრიბუცია, გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტის მიხედვით (დანართი „ბ“)
ლარი
126,480.00
პარტნიორის კონტრიბუცია
15,341.59
სხვა მხარეთა კონტრიბუცია
გლუკის შენატანების გადარიცხვის პერიოდულობა
6.4 გლუკი თავის ფინანსურ კონტრიბუციას განახორციელებს ისე, რომ არ გადაამეტებს
პროექტის ბიუჯეტით (დანართი „ბ“) დადგენილ თანხას და ასევე, იმოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გლუკი გადარიცხავს ფულად გზავნილებს პროექტის ბიუჯეტის (დანართი ბ) ბიუჯეტირებულ ვალუტაში.
6.5 პროგნოზირების გასაუმჯობესებლად, პროექტის ნაღდი ფულის ნაკადის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და რისკების შესამცირებლად, გლუ კი, სახსრების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, განახორციელებს სახსრების პერიოდულ გადარიცხვებს პროექტის სამუშაო გეგმაში/შენატანების გეგმაში (დანართი „გ“) მოცემულ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ნაღდი ფულის შესაბამის მოთხოვნებზე დაყრდნობით. პირველი შენატანი იძლევა ნაღდი ფულის მოთხოვნის ჩადების უფლებას დამატებითი თვის დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, როგორც წინმსწრები დრო პროექტის ნაღდი ფულის ნაკადის უზრუნველსაყოფად. ინდიკატორული პერიოდული გადარიცხვები, რომელიც დადგენილია ხელმოწერის თარიღის დროს, განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ
ცხრილში:
ინდიკაციური შენატანების გრაფიკი
დაწყების პერიოდი
დასრულების პერიოდი
ბიუჯეტირებული ვალუტა
თანხა
შენატანები
01/01/2017
30/04/2017
ლარი
42,160.00
1-ლი შენატანი
01/05/2017
31/07/2017
ლარი
31,620.00
მე-2 შენატანი
01/08/2017
31/10/2017
ლარი
31,620.00
მე-3 შენატანი
01/11/2017
31/12/2017
ლარი
21,080.00
მე-4 შენატანი
6.6 გლუკმა უნდა გადარიცხოს პირველადი შენატანი საბანკო ანგარიშზე, როგორც ეს განსაზღვრულია პარტნიორის მიერ 6.9 მუხლში ათი სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც წინამდებარე ხელშეკრულება შევა ძალაში.
6.7 პარტნიორისგან სათანადოდ გამართლებული მოთხოვნის მიღებისას დამატებითი ფულადი თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელიც აკმაყოფილებს გლუკის საჭიროებას ასეთი სახსრებისადმი, გლუკი განახორციელებს შესაბამის შენატანებს იმ სახითა და ფორმით, რომელიც შესაძლებელს გახდეს პროექტის განხორციელების უწყვეტობის უზრუნველყოფას. გლუკის მიერ შესაბამისი შენატანების გადახდა ექვემდებარება გლუკის სახსრების ხელმისაწვდომობას და ასეთი შენატანების თანხის განსაზღვრა დამოკიდებულია გლუკის შეხედულებაზე, რათა წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, იყოს პროექტის ფაქტობრივი შესრულებისა და შემდგომი პერიოდის დაგეგმილი სამუშაოს პროპორციული.
6.8 გლუკი არ იღებს პასუხისმგებლობას პატნიორის მიერ წინასწარ დაფინანსებულ რაიმე ხარჯებსა ან ვალდებულებებზე, რაც განხორციელდა ფულადი გადარიცხვების ზემოთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს იყო ცალსახად ნებადართული გლუკის მიერ წერილობითი ფორმით და ჩადებული პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ).
ცალკე-სარგებლიანი საბანკო ანგარიში
6.9 გლუკმა უნდა მოახდინოს ყველა შენატანის დეპონირება საბანკო ანგარიშზე,
რომელიც ატარებს პარტნიორის ოფიციალურ სახელს. ანგარიში უნდა წარმოადგენდეს ცალკე საბანკო ანგარიშს, სასურველია, ცალკე-სარგებლიან ანგარიშს, რომელსაც მართავს პარტნიორი წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის. საერთო ანგარიშის გამოყენება მოითხოვს გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წინასწარ წერილობით დასტურს. გლუკის სახსრების გამოყენება უნდა დარჩეს უცვლელი და აუდიტირებული.
ოპერირების ქვეყანაში პარტნიორის საბანკო ანგარიში, რომელზეც გლუკი შეიტანს სახსრებს ლარში:
ა. ბანკის დასახელება, მისამართი და კლირინგის ნომერი: საქართველოს ეროვნული ბანკი
ბ. ანგარიშის მფლობელის სახელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გ. ანგარიშის დასახელება, ნომერი და მისამართი: 200122900
პარტნიორი იყენებს ხელმძღვანელობის მიერ დადგენილ საერთო ანგარიშს მთავრობის ფინანსური პოლიტიკის შესაბამისად ან გლუკის კონტროლიორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებისამებრ. პარტნიორი თანხმდება, რომ ნებისმიერი ინტერესი უნდა განაწილდეს გლუკის მიერ გამოყოფილი ფონდების ოდენობის შესაბამისად საერთო ანგარიშზე არსებულ ფონდებთან მიმართებით.
პროექტის ბიუჯეტი და საბიუჯეტო გადარიცხვების დონე
6.10 პროექტის ბიუჯეტი (დანართი ბ) ემყარება პროექტის აღწერაში (დანართი ა)
მოცემული მოსალოდნელი შედეგისა და მიწოდების ღირებულებას. მხარეები
ვალდებულნი არიან, შეამცირონ ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯები და გაზარდონ რესურსები მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მომსახურებისათვის.
6.11 იმის გათვალისწინებით, რომ შედეგების დონეზე არსებული ცვლილება არ აღემატება 20%-ს და შედეგების დონეზე მოსალოდნელი შედეგების განხორციელება რჩება იგივე, როგ ორც აქამდე იყო შეთანხმებული და არ არსებობს არანაირი ცვლილება პარტნიორის თანამშრომელთა ხარჯებსა და პროექტის მთლიან ბიუჯეტში (დანართი ბ), პარტნიორს შეუძლია დისკრეციული საბიუჯეტო მუხლის მიზნობრივი თანხმების გადარიცხვის განხორციელება შედეგების ფარგლებში მოცემული ანგარიშების დონეზე. ამ ტიპის გადარიცხვების გამართლება ჩადებული უნდა იყოს პარტნიორის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს გლუკის ვერიფიკაცისა და აუდიტისთვის. სხვა ნებისმიერი საბიუჯეტო გადარიცხვა მოითხოვს გლუკის მიერ წინასწარ წერილობით ნებართვას (ხელშეკრულების ცვლილებას).
ვალუტის გაცვლითი კურსის გამოყენება
6.12 ხარჯების კურსი უნდა იყოს იგივე, როგორც გლუკის მიერ გადარიცხული სახსრების
კურსი, რაც გათვალისწინებულია პროექტის ბიუჯეტით (დანართი ბ). ხარჯი სხვა ვალუტაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ შეზღუდული თანხით და საჭირო გარემოებების შემთხვევაში ან თუკი გამონაკლისის სახით, ნებადართული იქნება გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევებში, პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს ვალუტის ყველაზე ხელსაყრელი გაცვლითი კურსის გამოყენება ტრანზაქციის განხორციელების დროს.
მუხლი 7🔗 - შესყიდვები კომერციული მომწოდებლებისგან
7.1 საჭიროების შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია განახორციელოს შესყიდვა ამ შეთანხმების ფარგლებში გლუკის პოლიტიკის შესაბამისად "პარტნიორის მიერ განხორციელებული შესყიდვები გლუკის ფონდებით".
პარტნიორი უფლებამოსილია შეისყიდოს 100,000 აშშ დოლარამდე ღირებულების საქონელი და მომსახურება.
ამ შეთანხმების ხელმოწერით პარტნიორი იღებს ვალდებულებას, დაიცვას გლუკის პოლიტიკისა და პროცედურების "პარტნიორის მიერ განხორციელებული შესყიდვები გლუკის ფონდებით" თანახმად და ადასტურებს, რომ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ამ ღირებულების შესყიდვა.
ნაწილი 2: ზოგადი დებულებები
მუხლი 9🔗 - მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მონაწილეობა
9.1 მხარეები უნდა დაემორჩილონ გლუკის ზოგად SGBV სტრატეგიას (“ქმედება სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ” http://www.unhcr.org/4e1d5aba9.html). მხარეები ასევე უნდა ჩაერთონ და წაახალისონ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც ეხება პროექტის დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას, თავსებადს დადგენილ პრაქტიკასთან და შესაბამისობაში მყოფს გლუკის ასაკის, სქესისა და მრავალფეროვნების პოლიტიკასთან: „ხალხთან და საზოგადოებასთან თანასწორობისა და დაცვისათვის მუშაობა“ (http://www.unhcr.org/4e7757449.html). უ ნდა მოხდეს პროექტის ღონისძიებების ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი ყველა ასაკისა და წარსული გამოცდილების მქონე ქალთა, მამაკაცთა, ბიჭთა და გოგონათა მოსაზრებების, პრობლემებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და გათვალისწინება რეგულარული ჩართულობითი შეფასებებითა და მონაწილეობით. განსაზღვრული ზეგავლენა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის სპეციფიკური ქვე-ჯგუფის მონაწილეობა უნდა აისახოს პროექტის აღწერაში (დანართი ა) და დოკუმენტურად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი შესრულებლის მონიტორინგსა და ანგარიშში. ყურადღება უნდა გამახვილდეს პროექტის უნებლიე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებაზე მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და გარემოს მიმართ.
მუხლი 10🔗 - გლუკის მონაწილეობა და ვალდებულებები
10.1 პარტნიორობის კუთხით და პოლიტიკის განვითარებითა და სტრატეგიების განხორციელებით მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უკეთ მომსახურებისათვის, გლუკმა უნდა განახორციელოს გონივრული მცდელობა საჭირო ფინანსური რესურსების მოსაძიებლად (ნაწილი 1) და უნდა ითანამშრომლოს სრულყოფილად და ჩაერთოს პარტნიორთან ორმხრივ კონსულტაციებში, რათა მხარი დაუჭიროს პარტნიორს პროექტის განხორციელებაში.
10.2 გლუკი დაეხმარება პარტნიორს პროექტის განხორციელებაში მოქმედების კოორდინაციის გამარტივებით და სხვა ჰუმანიტარულ პარტნიორებთან და მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების უზრუნველყოფის სურვილით.
10.3. მასპინძელმა მთავრობამ და გლუკმა უნდა უზრუნველყონ, რომ პარტნიორსა და პარტნიორის თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ პროექტს, ეპყრობოდნენ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც ეხება გლუკისა და ქვეყანაში მის თანამშრომელთა მიმართ მოპყრობას, პრივილეგიებსა და იმუნიტეტს, შეღავათებსა და საშუალებებს, იმ შეღავათებისა და მოპყრობის ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გაერთიანებული ერების 1946 წლის 13 თებერვლის კონვენციის მე-8 ნაწილის მე-2 მუხლით.
10.4. მასპინძელმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ პარტნიორი და პარტნიორის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ პროექტს, გათავისუფლებულები იყვნენ მოქმედების ქვეყანაში მიღებული რეგულაციებისგან ან სხვა სამართლებრივი დებულებებისგან, რომელიც ხელს უშლის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე მოქმედებებს და აქვთ მინიჭებული ისეთი შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს პროექტის დაჩქარებულ და ეფექტურ განხორციელებას, კერძოდ, პარტნიორის თანამშრომელთა შეუზღუდავი დაშვება პროექტის ბენეფიციარებთან იმ დოზით, რაც საჭიროა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 11🔗 - პარტნიორის მონაწილეობა და ვალდებულებები
პროექტისგანხორციელება
11.1 პარტნიორობის კუთხით და პოლიტიკის განვითარებითა და სტრატეგიების განხორციელებით მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უკეთ მომსახურებისათვის, პარტნიორმა უნდა ითანამშრომლოს სრულყოფილად, ჩაერთოს გლუკთან კონსულტაციებში და აიღოს პროექტის განხორციელების ვალდებულება იმგვარი კომპეტენციით, რომ უზრუნველყოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის სასურველი შედეგების მიღწევა იმგვარად, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულებაში.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებისას, პარტნიორმა პატივი უნდა სცეს გლუკის მანდატს, გლუკის გლობალურ სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დაცვასთან დაკავშირებულ გლუკის შესაბამის პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებს გლუკის ასაკის, სქესისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის: „ხალხთან და საზოგადოებასთან თანასწორობისა და დაცვისათვის მუშაობის“ ჩათვლით.
11.3 პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს გონიერი სიფრთხილე, ყო ველგვარი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების მიუკერძოებელი და ობიექტური განხორციელება კომპრომიტირებულია შემდეგი მიზეზებით: ოჯახის, ემოციური (პირადი) ცხოვრების, პოლიტიკური ან ეროვნული კუთვნილების, ეკონომიკური დაინტერესების ან რაიმე სხვა გაზიარებული ინტერესის ჩათვლით სხვა რომელიმე პირის ან მხარისადმი. ინტერესთა კონფლიქტის წამოჭრის შემთხვევაში, პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს ამის შესახებ.
მონიტორინგი
11.4 პროექტის საღი მენეჯმენტის მხარდასაჭერად და ხარისხიანი ანგარიშგების უზრუნველსაყოფად, პარტნიორმა უნდა ჩამოაყალიბოს და აწარმოოს სისტემა პროექტის განხორციელების მონიტორინგის პროგრესისათვის, რაშიც გამოიყენებს წინასწარ დადგენილ ამოცანებს, შედეგებს, ინდიკატორებსა და მიზნებს, პროექტის აღწერისა (დანართი ა) და პროექტის სამუშაო გეგმის/შენატანების გეგმის (დანართი გ) შესაბამისად.
ეს გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გაზიარებას, რაც დაკავშირებულია პროექტის საქმიანობასთან, შესრულებასა და ზეგავლენასთან.
რესურსებით სარგებლობა
11.5 პარტნიორის მიერ გაწეული ყველა ხარჯი გლუკის ჰუმანიტარული და არაპოლიტიკური მანდატის პრინციპებიდან გამომდინარე, შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ სტანდარტებთან და ჯანსაღი ფინანსური და რისკების მენეჯმენტის პრინციპებთან.
11.6 პარტნიორმა უნდა გამოიყენოს გლუკის მიერ გამოყოფილი რესურსები, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების მიმართულებით. მიზნობრივი ხარჯები შეადგენს ხარჯებს განხორციელების ღონისძიებებისთვის, როგორც ეს აღწერილია პროექტის აღწერაში (დანართი ა) და პროექტის ბიუჯეტის (დანართი ბ) და 3.2 მუხლით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების პერიოდის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების საპირისპიროდ დახარჯული ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ფაქტიურ ხარჯებს წამოჭრილს უფლებამოსილი ღონისძიებებისათვის, რაც სათანადოდ დადასტურებულია დედანი დოკუმენტაციით და შესაძლოა დასაბუთდეს ვერიფიკაციისა და აუდიტის მეშვეობით.
11.7 პარტნიორმა არ უნდა დააკისროს რომელიმე ღონისძიების იგივე ხარჯი გლუკის მიერ უზრუნველყოფილ სხვა რომელიმე პროექტს/სახსრებს და/ან სხვა დონორს.
11.8 გაერთიანებული ერების საბჭოს უამრავი რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც ეხება ტერორიზმს და კერძოდ, ტერორიზმის დაფინანსებას, პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ფულადი თუ არამატერიალური რესურსების, პირდაპირი თუ ირიბი გამოყენება ტერორიზმის მხარდასაჭერად. ამ პოლიტიკის თანახმად, პარტნიორი თანხმდება, რომ გამოიყენებს ყველა გონივრულ მცდელობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი რესურსები (ა) არ არის შეგნებულად გადარიცხული პირდაპირ თუ ირიბად, ან სხვა მხრივ გამოყენებული ნებისმიერი ინდივიდუალური თუ იურიდიული პირის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რომელიც მოცემულია გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ჩამონათვალში, დაწესებული უშიშროების საბჭოს 1267 რეზოლუციისა (1999) და უშიშროების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის სხვა რეზოლუციების შესაბამისად (რეზოლუციები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე http://www.un.org/sc/committees/1267/aq_sanctions_list.shtml და ლინკები ჩამონათვალზე - http://www.un.org/sc/committees/List_compend.shtml); და (ბ) არ გამოიყენება სხვა რომელიმე ფორმით, რო მელიც აკრძალულია გაერთიანებული ერების ქარტიის მე-7 თავის შესაბამისად მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.
11.9 თუ წინამდებარე ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში პარტნიორი აღმოაჩენს კავშირს ტერორიზმთან დაკავშირებულ რომელიმე ორგანიზაციასთან ან ინდივიდუალურ პირთან, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს ამის თაობაზე.
11.10 თუ რომელიმე ეტაპზე აღმოჩნდება, რომ პირი ან იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით (ა) იმყოფება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ჩამონათვალში, ან (ბ) გაირკვევა, რომ იყენებს გლუკისგან მიღებულ დაფინანსებას ასეთ ჩამონათვალში მოცემული პირების ან იურიდიული პირების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მაშინ პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს.
მუხლი 12🔗- მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
კონსულტაცია და კომუნიკაცია
12.1 მხარეებმა უნდა გამართონ რეგულარული საკონსულტაციო და საკოორდინაციო
შეხვედრები. გლუკმა უნდა მოახდინოს ოფიციალური ერთობლივი მონიტორინგის და მიმოხილვითი შეხვედრების ინიცირება, რაც უნდა განხორციელდეს სულ მცირე შუა წელიწადში და პროექტის დასრულებისას, რათა მოხდეს კვლევის შედეგებზე დაყრდნობითა და გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღება მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით. ეს ერთობლივი მიმოხილვები უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და უნდა ითვალისწინებდეს: (ა) პროექტის პროგრესს; (ბ) მხარეთა სამუშაო ურთიერთობას; (გ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან მხარეთა შესაბამისობას; და (დ) პარტნიორის წარმატებასა და გამოწვევებს შეთანხმებული მიზნებისა და სასურველი შედეგების მისაღწევად, როგორც ეს ასახულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.
12.2. მხარეებმა ყველა მათ კომუნიკაციაში საჯარო, სამთავრობო თუ სხვა სახის იურიდიულ პირებთან ნათლად უნდა აჩვენონ, რომ პარტნიორი არის გაერთიანებული ერებისაგან, გლუკისაგან და გაეროს ნებისმიერი სხვა შვილობილი ორგანიზაციისაგან განსხვავებული სამართლებრივი იურიდიული პირი. კერძოდ, თუკი პარტნიორი ხელშეკრულებას დადებს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მესამე მხარესთან, ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ (i) პარტნიორი არის გლუკისგან განსხვავებული სამართლებრივი იურიდიული პირი; (ii) პარტნიორი არის სამთავრობო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მთავრობის სახელით და მისი უფლებამოსილების ქვეშ და (iii) ხელშეკრულების დადებისას პარტნიორი არ წარმოადგენს გლუკს.
გლუკისათვის კუთვნილი თანხის გადარიცხვა პარტნიორისგან
12.3 პარტნიორმა უნდა დაუბრუნოს გლუკს გლუკის პროექტის სახსრებზე (6.9 მუხლი) და ნებისმიერ სხვადასხვა შემოსავალზე გამომუშავებული თუ დარიცხული საპროცენტო შემოსავალი. პარტნიორმა უნდა გადარიცხოს საპროცენტო შემოსავალი და სხვადასხვა
შემოსავალი იმავე ვალუტით, რომელშიც ის გამომუშავებული იქნა, თუკი არ იქნა ეს გლუკისგან სხვაგვარად წერილობით ნებადართული.
12.4 სხვადასხვა შემოსავალი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უცხოური ვალუტის გაცვლის სარგებელს, შემოსავალს ან დებიტორულ დავალიანებას, მიღებულს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფილი ნებისმიერი ნივთის გაყიდვიდან ან სადაზღვევო პრეტენზიებიდან იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის შესყიდვა და/ან ნივთის დაზღვევა განხორციელებულ იქნა გლუკის მიერ მოწოდებული სახსრებით.
12.5 პროექტის განხორციელების პერიოდში საპროცენტო შემოსავლითა და სხვადასხვა შემოსავლით სარგებლობა, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩათვლით, საჭიროებს გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წერილობით ნებართვას და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას.
12.6 პარტნიორმა უნდა გადაურიცხოს გლუკს ყველა გაუხარჯავი ნაშთი და შემოსავალი პროექტის საბოლოო ფინანსური ანგარიშის წარდგენასთან ერთდროულად, ან ნებისმიერ შემთხვევაში, გლუკის მიერ პროექტის საბოლოო ფინანსური ანგარიშის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
12.7 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე ვინმეს მიერ პარტნიორისადმი გაცემული ნებისმიერი განკარგულება, უნდა ჩაითვალოს არაუფლებამოსილად, თუკი ხარჯი არაა სანქცირებული პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ) და ასეთი ხარჯი მთლიანად უნდა დაიფაროს პარტნიორის მიერ.
12.8 პარტნიორმა უნდა დაუბრუნოს თანხა გლუკს ასეთი მოთხოვნის შეტყობინების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, ნებისმიერი ზედმეტად გადახდილი, არასწორად გამოყენებული, აუდიტის მიერ იდენტიფიციებული, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა ან პარტნიორმა განახორციელა გლუკის სახსრების არასწორი, თაღლითური ან უკანონო მითვისება, ან/და მარტოოდენ გლუკის აზრით, პარტნიორის ანგარიშები ვერ ადასტურებს, რომ პარტნიორის მიერ გაწეული ხარჯი არ წარმოადგენს მიზნობრივ ხარჯს, გამოყენებულს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, გახარჯული პროექტის ბიუჯეტიდან (დანართი „ბ“). გლუკმა შესაძლოა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რასაც მიიჩნევს საჭიროდ, არამიზნობრივად გახარჯული თანხის დასაბრუნებლად.
12.9 იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორი ვერ ახორციელებს ასეთ ანაზღაურებას, გლუკი იტოვებს უფლებას, გამოქვითოს ასეთი თანხა პარტნიორისადმი გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხიდან.
წინამდებარე ხელშეკრულების ანგარიშების შენახვა
12.10 პარტნიორმა განცალკევებულად უნდა შეინახოს ხელშეკრულების ფაილი, რომელიც შეიცავს წინამდებარე ხელშეკრულებას (მის დანართებთან და დამატებებთან ერთად) და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი ანგარიში და დოკუმენტაცია ხელშეკრულების დასრულებიდან სულ მცირე ექვსი წლის განმავლობაში. მათ შორის:
ა) ფინანსური ანგარიშები და საბანკო განაცხადები;
ბ) გადასახდებისა და გადარიცხვების განაცხადები და საგადახდო მოთხოვნები; გ. ბიუჯეტის მენეჯმენტი;
დ) კონტრაქტით გათვალისწინებული შეთანხმებები;
ე) შესყიდვები;
ვ) პარტნიორის თანამშრომელთა სია, სადაც მითითებული იქნება მათი სახელები და ფუნქციები;
ზ) საქონელი და საკუთრება; თ. აუდიტის ანგარიშები;
ი) შესრულებისა და მონიტორინგის ანგარიშები;
კ) საზედამხედველო და ადმინისტრაციული მენეჯმენტი;
ლ) შესაბამისი კორესპონდენცია გლუკთან და;
მ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი
დოკუმენტაცია (მის დანართებთან და დამატებებთან ერთად).
საქონელი დასაკუთრება
12.11 საქონლისა და საკუთრების ანგარიში უნდა განახლდეს, როდესაც საქონლისა და
საკუთრების შეძენა ხდება დაფინანსებით, ან გლუკიდან მატერიალური ფორმით პარტნიორის მიერ მიღების აქტებით. საქონლისა და საკუთრების დამატებითი შეთანხმებების საჭიროების შემთხვევაში, გლუკმა და პარტნიორმა ხელი უნდა მოაწერენ განცალკევებულ ხელშეკრულებას სახელწოდებით „ხელშეკრულება საქონლისა და საკუთრების მიღებისა და სარგებლობის უფლებისათვის“.
12.12 პარტნიორი პასუხისმგებელი უნდა იყოს საქონლისა და საკუთრების სათანადო დაცვაზე, მოვლა-პატრონობასა და ნებისმიერი სახის ზიანზე, დანაკარგზე, ქურდობასა თუ საქონელსა და საკუთრებასთან მიმართებაში მესამე მხარის ვალდებულებებაზე. პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს საქონელსა და საკუთრებაზე მიყენებული დანაკარგისა თუ ზარალის თაობაზე. პარტნიორი შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს გლუკისადმი კომპენსაციაზე. ნივთის შეკეთების ან გამოცვლის ნებისმიერი ხარჯი გლუკის სახსრებიდან, გარდა იმისა, რაც აღწერილია პროექტის ბიუჯეტში (დანართი „ბ“), მოითხოვს გლუკისგან წერილობით ნებართვას ხარჯების გაწევამდე.
12.13 თუ ინდივიდუალური საქმეების საფუძველზე არ არის სხვაგვარად წერილობით შეთანხმებული, პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაზღვევა საქონლისა და საკუთრებისათვის ზიანის, დანაკარგის, ქურდობისა თუ მესამე მხარის ვალდებულებებისაგან დაცვის მიზნით. გლუკს უნდა შეატყობინონ მის მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიღებული ნებისმიერი საჩივრით მიღებული კომპენსაციის თაობაზე და დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი სადაზღვევო პრეტენზიისა და მოგვარების დოკუმენტაციის ასლებით, ასეთი სახსრების მიღებისთანავე. ფულადი თანხით მიღებული კომპენსაცია გადაერიცხება გლუკს, როგორც „სხვადასხვა შემოსავალი“ და მატერიალური ფორმით კომპენსაცია იქნება
„საქონელი და საკუთრება“.
12.14 გლუკის პროცედურების შესაბამისად, პარტნიორმა უნდა დააწესოს და აწარმოოს ანგარიშები, რომლებიც იძლევა საქონლისა და საკუთრების აღწერის საშუალებას. პარტნიორმა არ უნდა განკარგოს საქონელი და საკუთრება, გლუკის მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე.
12.15 პარტნიორმა უნდა წარმოადგინოს საქონლისა და საკუთრების პერიოდული ანგარიში, როგორც ეს განსაზღვრულია 5.1 მუხლით, ჩაატაროს საკუთრებისა და ობიექტების რეგულარული ფიზიკური ვერიფიკაცია და ხელი შეუწყოს გლუკის თანამშრომელთა ან იმავე მიზნებისათვის სათანადოდ უფლებამოსილ პირთა პერიოდულ ვიზიტებს.
12.16 საქონელი და საკუთრება უნდა გადაეცეს გლუკს პარტნიორის მიერ: ა. პროექტის დასრულებისას; ან
ბ. გლუკის მოთხოვნის საფუძველზე; ან
გ. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ არ იქნა სხვაგვარად წერილობით შეთანხმებული მხარეებს შორის.
12.17 თუკი გლუკი საქონლისა და საკუთრების მფლობელობას გადასცემს პარტნიორს ან მესამე მხარეს, გადაცემა განხორციელდება ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე:
„ხელშეკრულება საქონელსა და საკუთრებაზე მფლობელობის გადაცემის თაობაზე“.
ინსპექტირება,მონიტორინგი,აუდიტი
12.18 გლუკის მიერ შესაბამისი კოორდინაციით, პარტნიორმა ხელი უნდა შეუწყოს
პროექტთან და დაკავშირებულ თემებთან გლუკის თანამშრომელთა, შიდა ზედამხედველობის სამსახურების გაეროს ოფისის გლუკის შიდა აუდიტის სამმართველოს, გლუკის გენერალური ინსპექციის ოფისის, გაეროს აუდიტორთა საბჭოს ან გლუკის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის შეუფერხებელ დაშვებასა და სრულყოფილ და დროულ თანამშრომლობას ვიზიტების, ინსპექციის, მონიტორინგის, ვერიფიკაციის, აუდიტისა და პროექტის შეფასებისათვის. ასეთი ღონისძიებები შესაძლოა განხორციელდეს პროექტის მსვლელობის პერიოდში ან პროექტის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში.
12.19 გლუკის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი ექვემდებარება აუდიტს და გლუკი იტოვებს წინამდებარე ხელშეკრულების აუდიტის განხორციელებისა და შესაბამისი ხარჯების აღების უფლებას. ეროვნული აუდიტის ოფისის მიერ აუდიტის განხორციელების შემთხვევაში, მხარეები წინასწარ წერილობითი ფორმით თანხმდებიან ამის თაობაზე.
12.20 აუდიტი მოიცავს სახსრების გამოყენებას და მენეჯმენტთან, საბუღალტრო და შიდა კონტროლის სისტემებთან, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგების მიღწევასთან, პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ანგარიშებსა და სხვა საკითხებს, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულებისადმი პარტნიორის დამოკიდებულებას.
12.21 პარტნიორისათვის აუდიტის შედეგი გაზიარებული უნდა იქნეს გლუკისადმი აუდიტის ანგარიშის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. პარტნიორს უნდა მიეცეს შედეგების თაობაზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. მხარეები უნდა დაეთანხმონ და დასახონ შესაბამისი სამოქმედო კურსი აუდიტის შენიშვნების გამოსასწორებლად.
ეთიკური განხილვები და პროფესიული ქცევა
12.22 მხარეები ვალდებულნი არიან, განახორციელონ ყველა მათი აქტივობა უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით, როგორც მათი შესაბამისი ორგანიზაციების შიგნით, ასევე გარეთ, მათი ჰუმანიტარული ბუნების შესაბამისად. ეს მოიცავს ეფექტიან და რენტაბელურ მენეჯმენტსა და გამჭვირვალე ანგარიშგებასა და კომუნიკაციებს სანდოობის, რეპუტაციისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისათვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
12.23 მხარეები ვალდებულნი არიან, განახორციელონ პოლიტიკა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი თანამშრომლები არ იღებენ პირად სარგებელს პარტნიორისა და/ან გლუკის ღონისძიებებსა და საქმიანობაში მათი ჩართულობის შედეგად.
12.24 მხარეებმა უნდა განახორციელონ მათი თანამშრომლების ინფორმირება იმის თაობაზე, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი საქციელისგან, რაც პოტენციურად შესაძლებელია აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტის ელემენტის შემცველი, ან რაც უარყოფითად აისახება გლუკსა და/ან გაეროზე და ასევე, ნებისმიერი ქმედებისგან, რაც არ მოდის შესაბამისობაში გაეროს მიზნებთან და ამოცანებთან ან გლუკის მანდატთან.
12.25 მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან აიცილონ მათი თანამშრომლების მხრიდან ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა ექსპლუატაცია და ძალადობა და არ მიიღონ მონაწილეობა ქმედების ისეთ ფორმაში, რომელიც შესაძლოა, მივიდეს ცუდ მოპყრობამდე. პარტნიორის მხრიდან ეფექტური ზომების გაუტარებლობა ასეთი ძალადობის ან სხვა სახის არასათანადო ქცევის თავიდან ასაცილებლად, ან პარტნიორის მხრიდან ბრალდებების გამოუძიებლობა, ან გლუკის საგამოძიებო მხარდაჭერის მოუთხოვნელობა და დისციპლინური და გამოსასწორებელი ქმედებების განუხორციელებლობა აღმოჩენილი არასათანადო ქცევის შემთხვევაში, შექმნის წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
12.26 ასეთი ძალადობისა და შესაძლო არასათანადო ქცევის ბრალდებებთან მიმართებაში პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს გლუკთან მჭიდრო კოორდინაცია ნებისმიერი საგამოძიებო და ადმინისტრაციული ქმედების დაგეგმვასა და განხორციელებაში და გაუზიაროს გლუკს სრულყოფილი საგამოძიებო ანგარიში ან მისი რედაქტირებული შინაარსი კონფიდენციალობის დაცვით, თუ ეს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი სამთავრობო ან მესამე მხარის (არა გაერო ან რომელიმე მისი დაქვემდებარებული ან შესაბამისი უწყება ან სააგენტო) მიერ საგამოძიებო ან ადმინისტრაციული ღონისძიების გატარების კონტექსტში.
12.27 თუ ორივე მხარის მიერ ჩაითვლება საჭირო და ხელსაყრელი, გლუ კს შეუძლია ჩაატაროს გამოძიება პარტნიორთან კოორდინაციაში და გაუზიაროს შედეგები პარტნიორს. ალტერნატიულად, პარტნიორს შეუძლია მოითხოვოს გლუკის მხარდაჭერა გამოძიების ჩასატარებლად.
12.28 წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 დანართში მოცემულია ის მინიმალური სტანდარტები და პროცედურები არასათანადო ქცევაზე რეაგირებასთან მიმართებაში, რომლებიც უნდა გააჩნდეს პარტნიორს.
პარტნიორის თანამშრომლები
12.29 პარტნიორმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საჭირო და კვალიფიციური ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. ადამიანური რესურსების ქვეშ წარმოდგენილი არიან პირები, რომლებიც დაქირავებულნი და/ან აყვანილნი არიან პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების შესასრულებლად, მათ შორის: მუდმივი მოსამსახურეები; განსაზღვრული ვადით აყვანილი მოსამსახურეები; კონსულტანტები; მრჩევლები; დროებით დანიშნული პირები; ხელფასიანი მუშახელი; დროებითი პერსონალი; მოხალისეები; სტაჟიორები; ანაზღაურებაზე მომუშავე ლტოლვილები და მზრუნველობის ქვეშ მყოფი სხვა პირები და სხვა მსგავსი პირები (შემდგომში: „პარტნიორის თანამშრომლები“).
12.30 წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული ან მასთან დაკავშირებული რაიმე არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც პარტნიორის თანამშრომლებსა და გლუკს შორის საკონტრაქტო კავშირის ან ურთიერთობის ჩამოყალიბება ან შექმნა და პარტნიორის თანამშრომლები არც ერთი კუთხით არ უნდა განიხილებოდნენ გლუკის თანამშრომლებად.
12.31 პარტნიორმა წერილობითი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს პარტნიორის თანამშრომლებთან მოქმედი რეგულაციებისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. პროექტთან დაკავშირებული დასაქმების პირობები უნდა იყოს ნათლად განსაზღვრული, მათ შორის, პოზიციის სახელწოდების, მოვალეობათა აღწერის, დასახელების, ანაზღაურებისა და სხვა უფლებამოსილებების, დასაქმების/დაქირავების ხანგრძლივობის, მოსალოდნელი ქცევისა და არასათანადო ქცევის საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტის პირობების, არაკომპეტენტურობის ან კონფიდენციალობის დარღვევის ჩათვლით.
12.32 პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს პარტნიორის თანამშრომელთა დაქირავების ყველა ხარჯი, მათ შორის ხელფასების, წახალისების ან სხვა გასამრჯელოსა და შეღავათების ჩათვლით (როგორიცაა სოციალური დაცვა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, გადასახადები, შემწეობები, სამივლინებო ხარჯების, დღიური საარსებო ხარჯების ანაზღაურება, სამუშაოდან დათხოვნის ანაზღაურება, შემცირების ანაზღაურება, ა.შ.) დაწესებული შკალის თანაზომიერ დონეზე და სათანადო რეგულაციებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. გლუკის კონტრიბუცია პარტნიორის თანამშრომელთა ხარჯების მიმართულებით გათვალისწინებული იქნება პროექტის ბიუჯეტში (დანართი „ბ“).
12.33 მხარეებმა უნდა დაუჭირონ მხარი ყველა სქესისათვის თანაბარ შესაძლებლობას და არ დაეთანხმონ ბავშვთა დასაქმებასა და მუშახელის ექსპლუატაციას.
12.34 პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს, რომ პარტნიორის თანამშრომლები სრულად იყვნენ დაზღვეულები უბედური შემთხვევებისგან, სულ მცირე იმავე მოცულობით, რაც აქვთ მინიჭებული ოპერირების ქვეყნის მოქალაქეებს.
12.35 პარტნიორი პასუხისმგებელია პარტნიორის თანამშრომლების მიერ შესრულებულ ყველა მომსახურებაზე და უზრუნველყოფს, რომ პარტნიორის პერსონალის თითოეული წევრი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას.
12.36 პარტნიორის პერსონალმა პატივი უნდა სცეს ამ პროექტთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის კონფიდენციალობას, მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯგუფისა თუ რომელიმე ინდივიდუალური პირის ინფორმაციის ჩათვლით, როგორც ეს განსაზღვრულია 13.11 მუხლიდან 13.25 მუხლის ჩათვლით.
12.37 პარტნიორის პერსონალი არ უნდა ეძებდეს ან იღებდეს მითითებებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან მიმართებაში რაიმე გარე ხელისუფლებისგან, გარდა კანონის მოთხოვნისა, რა შემთხვევაშიც პარტნიორმა უნდა აცნობოს გლუკს.
12.38 გლუკი არაა პასუხისმგებელი ანაზღაურების, წახალისების, დასაქმების/ დაქირავების შეწყვეტის ანაზღაურებაზე და ნებისმიერი სხვა სახის სარგებელსა თუ კომპენსაციაზე ან პარტნიორის თანამშრომელთა მიერ წლების განმავლობაში აუნაზღაურებელ ან დარიცხულ სარგებელზე. საჭიროების შემთხვევაში, გლუკი დაეხმარება პარტნიორს კონტრიბუციით ამ ხარჯებისათვის და ეს კონტრიბუცია გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. პროექტის ბიუჯეტი (დანართი „ბ“) გა ნსაზღვრავს გლუკის კონტრიბუციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თითოეულ პოზიციაზე პერიოდული, ფიქსირებული ტარიფის სახით პარტნიორის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან მიმართებაში პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრულია 3.2 მუხლით.
12.39 პარტნიორი პასუხისმგებელია პარტნიორის თანამშრომელთა აყვანაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც გლუკი საჭიროებს წინასწარ კონსულტაციას სპეციფიკურ პოზიციებზე აყვანის თაობაზე, ეს პოზიციები ერთობლივად უნდა იქნეს დადგენილი და განსაზღვრული პროექტის აღწერაში (დანართი „ა“).
12.40 პარტნიორმა ზუსტად და გამჭვირვალედ უნდა აღრიცხოს გლუკისა და სხვა დონორთა კონტრიბუცია პარტნიორის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან მიმართებაში მათი გადახედვისა და აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე. პარტნიორმა უნდა წარადგინოს პროექტის თანამშრომელთა ანგარიში, როგორც ეს მოცემულია დანართში ე, რომელიც განსაზღვრავს სახელების, ფუნქციების, გლუკის კონტრიბუციის დონის, საქმიანობის ხანგრძლივობის, ა.შ. ჩამონათვალს, პროექტის პერიოდულ ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, 5.1 მუხლის შესაბამისად.
მესამე მხარისადმი გადაცემა- არაკომერციული იურიდიული პირები
12.41 პარტნიორს არ შეუძლია ნაწილობრივ თუ სრულად გადასცეს წინამდებარე
ხელშეკრულების განხორციელების რომელიმე ასპექტი მესამე მხარეს, რომელიც არაა ხელმომწერი წინამდებარე ხელშეკრულებაზე, თუ ეს ორივე მხარის მიერ წინასწარ არაა წერილობით შეთანხმებული. პარტნიორმა უნდა დაასაბუთოს, რომ მესამე მხარისადმი უფლების გადაცემა ღირებულებას შეჰმატებს პროექტს. შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა აისახოს პროექტის აღწერაში (დანართი ა). ასეთი გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს პარტნიორს გლუკის წინაშე აღებული ვალდებულებებისგან წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებისას.
12.42 მესამე მხარისადმი გადაცემის ან დელეგირების პირობები უნდა ექვემდებარებოდეს და შედგენილი უნდა იყოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობაში. პარტნიორმა მასში, ისევე როგორც ამ ხელშეკრულების ფარგლებში დასადებ ყველა ქვე- კონტრაქტსა და ქვე-ხელშეკრულებაში, უნდა ჩადოს 12.23, 12.24, 12.25, 12.30 და 13.3 მუხლების ანალოგიური მოთხოვნები.
მუხლი 13🔗 - სხვა დებულებები
არცერთმა მხარემ არ მიიღოს სარგებელი
13.1 წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები მიიღებენ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარტნიორის პერსონალის ან პარტნიორის მთავრობის წევრის ან დეპარტამენტის/ქვე-უწყების, გლუკის თუ გაერთიანებული ერების არცერთი წევრისათვის არ შეუთავაზებიათ ან შესთავაზებენ, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს ან ჯილდოს.
ანტიკორუფციული და გაყალბების საწინააღმდეგო პრაქტიკა
13.2 პარტნიორი აღიარებს და თანხმდება, რომ გაყალბებისა და კორუფციის
პრევენციისათვის გლუკის სტრატეგიული ჩარჩოს (IOM-FOM 044/2013) შესაბამისად, მხარეებს ექნებათ ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციული და გაყალბების პრაქტიკისადმი ან არასათანადო ქცევის ნებისმიერი სხვა ფორმისადმი ინტერესთა კონფლიქტის ჩათვლით.
13.3 პროექტის რესურსების გამოყენებისას, ერთიანობისა და ანგარიშვალდებულების ჩათვლით, მათი ჰუმანიტარული ბუნებიდან გამომდინარე, მხარეებმა უნდა დაიცვან მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, როგორც შესაბამისი ორგანიზაციების შიგნით, ისევე მათ გარეთ.
კანონმდებლობასთან შესაბამისობა
13.4 პარტნიორი, საკუთარი პასუხისმგებლობით, უნდა მოქმედებდეს დაფუძნების და/ან
ოპერირების ქვეყნის ყველა მოქმედ კანონთან და რეგულაციასთან შესაბამისობაში და აიღოს ნებისმიერი კანონითა თუ რეგულაციით დაწესებული სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან მიმართებაში.
გადასახადები და საბაჟო მოსაკრებლები
13.5 პარტნიორმა უნდა გაზარდოს საგადასახადო შეღავათების გამოყენების
შესაძლებლობა ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, ხელშეკრულებებისა და ინსტრუმენტების შესაბამისად. იმ შემთხვევებში, თუ პარტნიორის მიერ შეძენილი საქონელი და მომსახურება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელის გადახდევინებას ან დაბეგვრას, პარტნიორმა გლუკთან წინასწარ უნდა განიხილოს აღნიშნული გადასახდელის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად. პარტნიორმა უნდა მიუთითოს კომპეტენტურ ხელისუფლებას, რომ პროექტისათვის მისაწოდებელი მარაგები შეძენილია გლუკის სახსრებით.
საავტოროუფლებები, პატენტები და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები
13.6 გლუკს ენიჭება უფლებამოსილება ყველა ინტელექტუალურ საკუთრებასა და
საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებზე, თუკი სხვაგვარად არაა შეთანხმებული ინდივიდუალურ საფუძველზე, სადაც პარტნიორი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას პროექტისადმი. ეს მოიცავს, თუმცა, არ შემოიფარგლება მხოლოდ პატენტებით, საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნებითა და მონაცემთა ბაზებით, ყველა იმ საქონელთან ან დოკუმენტთან და სხვა მასალასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, ან წარმოებული, დამზადებული, ან შეგროვებული წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების შედეგად, ან განხორციელების პროცესში.
13.7 იმ ზღვრამდე, როდესაც ასეთი ინტელექტუალური საკუთრება ან საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები მოიცავს პარტნიორის ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებას ან საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს, რომლებიც წინ უსწრებდა პარტნიორის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, ან თუკი პარტნიორს შეუძლია შეიმუშაოს ან შეიძინოს, ან შეეძლო, შეემუშავებია ან შეეძინა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისაგან დამოუკიდებლად, გლუკმა მისგან არ უნდა მოითხოვოს რაიმე საკუთრების წილი.
13.8 გლუკის თხოვნისამებრ, პარტნიორმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, გააფორმოს ყველა შესაბამისი დოკუმენტი და ზოგადად, ხელი შეუწყოს ასეთი საკუთრების უფლებების დაცვას და მათი გლუკისთვის გადაცემას, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
13.9 ზემოხსენებული 13.6-დან 13.8 მუხლების ჩათვლით მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა მონაცემი - რუკის, ნახაზის, გეგმების, ანგარიშების, გაანგარიშებების, რეკომენდაციებისა და სხვა დოკუმენტაციის ჩათვლით, რო მელიც შესრულებული ან მიღებულია პარტნიორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს გლუკის საკუთრება და უნდა გახდეს ხელმისაწვდომი გლუკისათვის გამოყენების ან შემოწმების მიზნით გონივრულ ვადებში და გონივრულ ადგილას, განხილული უნდა იქნეს როგორც კონფიდენციალური და უნდა გადაეცეს მხოლოდ გლუკის უფლებამოსილ ოფიციალურ პირებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისას.
13.10 პარტნიორის თხოვნის საფუძველზე, გლუკმა შესაძლოა გასცეს ლიცენზია განსაზღვრული მიზნებით საქონლით სარგებლობისათვის, რო მელიც წარმოებულია, დამზადებული ან შეგროვებულია წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების შედეგად ან განხორციელების პროცესში.
კონფიდენციალობა
13.11 მხარეებმა პატივი უნდა სცენ პროექტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის კონფიდენციალობას.
13.12 თუკი პარტნიორს სურს წინამდებარე ხელშეკრულების მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისადმი, მან ამისათვის წინასწარ უნდა მოიპოვოს გლუკის თანხმობა.
13.13 ინფორმაცია, რომელიც იყო რომელიმე მხარის საკუთრებაში წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებამდე, ან რომელიც აღმოჩნდა რომელიმე მხარის საკუთრებაში წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისაგან დამოუკიდებლად და რომელიც მიწოდებული ან გამჟღავნებულია ერთი მხარის („ი ნფორმაციის მიმწოდებელი“) მიერ მეორე მხარისადმი („მიმღები“) წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების პერიოდში, მიმღების მიერ იქნება დაცული კონფიდენციალურად და გამჟღავნდება მხოლოდ მეორე მხარის მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. გარდა ამისა, მიმღებმა ასევე უნდა იმოქმედოს ისეთივე სიფრთხილითა და კეთილგონიერებით ინფორმაციის მიმწოდებლის გამჟღავნების, გასაჯაროების ან გაზიარების თავიდან ასაცილებლად, რადგან იგი საკუთარი სურვილით იყენებს იმავე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება, გასაჯაროება ან გაზიარება არ სურს მას და სარგებლობს მიმწოდებლის ინფორმაციით მხოლოდ იმ მიზნისათვის, რისთვისაც მოხდა მისი გამჟღავნება.
13.14 პარტნიორი აცნობიერებს, რომ გლუკის ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით, ექვემდებარება გლუკის მიერ აღიარებულ პრივილეგიებსა და შეუვალობას და ამის შედეგად, ნებისმიერი ასეთი სახის ინფორმაცია არის ურღვევი და არ შეიძლება მისი გამჟღავნება, წარმოდგენა ან სხვა მხრივ მისი ხელმისაწვდომობა ან მოძიება, ჩამორთმევა ან სხვა მხრივ ჩარევა რომელიმე პირის მიერ, თუკი ასეთი შეუვალობა არ იქნება ცალსახად წერილობით უარყოფილი გლუკის მიერ. გლუკის პრივილეგიებთან და შეუვალობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, პარტნიორმა უნდა მოახდინოს გლუკის მიერ უზრუნველყოფილი ან პარტნიორის მიერ გენერირებული ინფორმაციის სეგრეგაცია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლო სრულ ზღვრამდე.
13.15 გლუკს შეუძლია ინფორმაციის გამჟღავნება იმ ზღვრამდე, როგორც ეს მოთხოვნილია გაერთიანებული ერების ქარტიის ან გენერალური ასამბლეის, ან მისი დადგენილი წესებიდან გამომდინარე რეზოლუციების ან რეგულაციების შესაბამისად.
13.16 მიმღებს არ ეკრძალება ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც (i) მოპოვებულია მიმღების მიერ მესამე მხარისაგან შეზღუდვის გარეშე, რომელიც არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას, რაც ეხება ასეთი ინფორმაციის მესაკუთრის ან სხვა რომელიმე პირის კონფიდენციალობას, ან (ii) გამჟღავნებულია ინფორმაციის მიმწოდებლის მიერ მესამე მხარისადმი კონფიდენციალობის რაიმე ვალდებულების გარეშე, ან (iii) წინასწარაა ცნობილი მიმღების მიერ, ან (iv) ნებისმიერ დროს შემუშავებულია მიმღების მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებისგან სრულიად დამოუკიდებლად, ან (v) თუკი პარტნიორს მოეთხოვება ინფორმაციის გამჟღავნება კანონით, კანონით დადგენილი საზღვრის ფარგლებში და ამის გათვალისწინებით, გლუკის პრივილეგიებსა და შეუვალობაზე უარის თქმის გარეშე, პარტნიორმა წინასწარ უნდა შეატყობინოს გლუკს ამ ინფორმაციის გაზიარების მოთხოვნის თაობაზე, რათა გლუკს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა დამცავი ზომების მისაღებად ან ისეთი ტიპის ღონისძიებების გასატარებლად, რაც იქნება შესაბამისი ამ სახის ინფორმაციის გამჟღავნებამდე.
პირადი მონაცემების დაცვა
13.17 ვინაიდან პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება წარმოადგენს
წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორის ვალდებულებების ნაწილს, პარტნიორი გარანტიას იძლევა და იღებს ვალდებულებას, რომ ის დაემორჩილება და განახორციელებს გლუკის შესაბამის პოლიტიკას მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ემყარება და თანხვედრაშია მონაცემთა დაცვის საერთაშორისო წესებთან და პრინციპებთან და მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ ყველა მოქმედი კანონის მოთხოვნებთან პარტნიორის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესში.
13.18 გრძელვადიან საფუძველზე, პარტნიორი გარანტიას იძლევა და იღებს ვალდებულებას, რომ პირადი მონაცემების შეგროვებისას იგი შეატყობინებს განსაზღვრული პრინციპის მქონე ინდივიდუალურ პირებს მონაცემთა დამუშავების შესახებ და იმ ფაქტს, რომ პარტნიორი მოქმედებს გლუკთან პარტნიორობისა და გლუკის სახელით და რომ გლუკს ექნება ხელმისაწვდომობა ასეთი პირად მონაცემებზე ან ასეთი მონაცემები გადაეცემა გლუკს.
13.19 პარტნიორის მიერ გლუკთან შეთანხმების საფუძველზე პირად მონაცემებზე დაშვება შეზღუდული უნდა იყოს პარტნიორის ავტორიზებული თანამშრომლებისათვის და ვრცელდება მხოლოდ იმ ზღვრამდე, რომელიც პარტნიორის ასეთ თანამშრომელს სჭირდება, რომ იცოდეს ან მოითხოვოს დაშვება პროექტთან მიმართებაში თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. პარტნიორის ყველა თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პირად მონაცემთან დაშვებაზე, ინფორმირებული უნდა იყოს პირად მონაცემებთან მიმართებაში პარტნიორის ვალდებულებების თაობაზე.
13.20 პარტნიორი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მონაცემთა დამუშავებას ახდენს მხოლოდ პროექტის განსახორციელებლად.
13.21 პარტნიორი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ ის დააწესებს და გამოიყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პირადი მონაცემების შემთხვევითი, ან უკანონო განადგურების, ან შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის, არაუფლებამოსილი ინფორმაციის გახსნის, ან მასზე ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ, საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისად.
13.22 პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს პირადი მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, ან შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის, არაუფლებამოსილი ინფორმაციის ან შემთხვევითი გახსნის, ან მასზე ხელმისაწვდომობის ნებისმიერი ფაქტობრივი ან საეჭვო, მუქარის შემცველი ინციდენტისა, ან 13.17 მუხლიდან 13.21 მუხლის ჩათვლით დარღვევების თაობაზე. მხარეებმა უნდა განიხილონ მოსაზრებები მიმართვის, მასზე რეაგირებისა და გადაჭრის თაობაზე.
13.23 პარტნიორმა ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა აცნობოს გლუკს ინდივიდუალური პირის მიერ მის პირად მონაცემებთან დაკავშირებით წამოჭრილი რაიმე საჩივრის თაობაზე. ზომების მიღებამდე მხარეებმა უნდა განიხილონ ასეთი საჩივრის შედეგი ან მასზე რეაგირება.
13.24 13.11 მუხლიდან 13.25 მუხლის ჩათვლით მოცემული ვალდებულებები და შეზღუდვები ძალაშია წინამდებარე ხელშეკრულების ვადის პერიოდში, ნებისმიერი მისი შემდგომი გაგრძელების ჩათვლით და ასევე, ძალაში დარჩება წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი შეწყვეტის შემდგომ პერიოდშიც, თუკი არ იქნება სხვაგვარი წერილობითი შეთანხმება მხარეებს შორის.
13.25 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, პარტნიორმა უნდა დაუბრუნოს გლუკს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისთვის შეგროვებული ყველა პირადი მონაცემი, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი პარტნიორს აქვს ცალსახა თანხმობა მზრუნველობის ქვეშ მყოფი ინდივიდუალური პირისაგან და სპეციფიკური და ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, აგრძელებს მოქმედებას, რომლის გამო მოხდა პირადი მონაცემების თავდაპირველი შეგროვება.
საჯაროობა
13.26 უსაფრთხოების დაშვებულ ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ
უზრუნველყოფენ სრულ საჯაროობას და პროექტის მიმართებაში განხორციელებული დაფინანსებისა და კონტრიბუციის სრულ იდენტიფიცირებასა და აღიარებას თითოეული მხარის მიერ ანგარიშებში, განცხადებებში, რეკლამებსა და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მასალაში.
13.27 არცერთი მხარე არაა პასუხისმგებელი მეორე მხარის მიერ მომზადებული საკომუნიკაციო მასალის შინაარსზე. გარდა ამისა, პარტნიორმა თავის პუბლიკაციებში უნდა ჩართოს ამ პროექტთან მიმართებაში შემდეგი დათქმა:
„ეს პუბლიკაცია გამოცემულ იქნა გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის (გლუკი) დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გა ნსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პასუხისმგებლობას და არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც გლუკის მოსაზრებები“.
13.28 პარტნიორს უფლება აქვს ისარგებლოს გლუკის სახელწოდებით, აკრონიმით და ლოგოთი მხოლოდ 13.26 მუხლით განსაზღვრული მიზნისათვის. გლუკის ლოგო მიწოდებული იქნება პარტნიორისათვის მოთხოვნის საფუძველზე. გლუკის ლოგო გამოყენებულ უნდა იქნეს მთლიანად და არ შეიძლება მისი შეცვლა. გლუკის ლოგო ნაჩვენები უნდა იყოს პანტონის კატალოგის ლურჯ (300) ფერში, ან შავ/თეთრად და
ნეგატივში და უნდა ჩანდეს გამოკვეთილად და წარმოდგენილი იყოს პარტნიორის ლოგოსაგან განცალკევებით.
13.29 გლუკს უფლება აქვს, ისარგებლოს პარტნიორის სახელწოდებით, აკრონიმით და ლოგოთი, მხოლოდ 13.26 მუხლით განსაზღვრული მიზნისათვის. გლუკი ვალდებულია, გამოიყენოს ლოგო მხოლოდ იმ მოცულობით, რის ნებართვასაც აძლევს პარტნიორი გლუკს და ასევე, მკაფიო, გონიერი და პრაქტიკული ინსტრუქციები უნდა მიეცეს პარტნიორის მიერ 13.28 მუხლში მოცემულის მსგავსად.
13.30 გლუკის მოთხოვნის საფუძველზე, პარტნიორი უზრუნველყოფს გლუკის მიერ დადგენილ საჯაროობას გლუკის დონორებისადმი, რომლებსაც წვლილი შეაქვთ პროექტის დაფინანსებაში.
პრეტენზიებზე პასუხისმგებლობა
13.31 გლუკი არ იქნება პასუხისმგებელი პრეტენზიებზე, რომლებიც მომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ისევე, როგორც ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც დაკავშირებულია გარდაცვალებასთან, სხეულის დაზიანებასთან, შესაძლებლობების შეზღუდვასთან, ქონების დაზიანებასთან, ან სხვა საფრთხეებთან, რომლებიც შეიძლება პარტნიორის თანამშრომლებს მიადგეთ მარტოოდენ პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების შედეგად. პარტნიორი უნდა იყოს პასუხისმგებელი თანამშრომლების მიერ მის წინააღმდეგ წამოყენებული ყველა პრეტენზიის ადმინისტრირებაზე. ამას გარდა, პარტნიორი პასუხისმგებელია, უზრუნველყოს თავისი თანამშრომლები სათანადო სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევით, აგრეთვე საწარმოო ტრავმების, შესაძლებლობის შეზღუდვის ან სიკვდილის შემთხვევების დაზღვევით.
13.32 გლუკი არ იქნება ვალდებული, აანაზღაუროს მესამე მხარის ნებისმიერი პრეტენზია, ვალი, ზიანი ან მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს მარტოოდენ პარტნიორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებიდან, საქონლისა და საკუთრების სარგებლობიდან და რომელიც შესაძლოა, წაეყენოს მოცემული ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს. გლუკთან კონსულტაციისა და შეთანხმების შემდეგ, პარტნიორი გაუმკლავდება ყველა პრეტენზიას, რომელიც წაყენებულია გლუკისა და მისი თანამშრომლების მიმართ და ასეთი პრეტენზიების ან პასუხისმგებლობების შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების პერიოდში, დატოვებს მათ ხელშეუხებლებს. ზემოაღნიშნული დებულება არ იქნება გამოყენებული, თუკი გლუკი და პარტნიორი შეთანხმდებიან, რომ ასეთი პრეტენზია ან პასუხისმგებლობა გამოწვეულია გლუკის თანამშრომელთა მხრიდან უხეში დაუდევრობით ან განზრახ არასათანადო ქცევით.
პრივილეგიები და იმუნიტეტი
13.33 წინამდებარე ხელშეკრულების, მისი დამატებებისა და დანართების არც ერთი პუნქტი (ინფორმაციის გასაჯაროების ჩათვლით), გამოხატული ან ნაგულისხმები, არ უნდა ჩაითვალოს გლუკის მიერ უარის თქმად თავის რაიმე პრივილეგიასა თუ იმუნიტეტზე.
ფორსმაჟორი და სხვა ცვლილებები პირობებში
13.34 თუ ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პარტნიორს შეექმნება დაბრკოლება მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გლუკს, რის შემდეგაც მხარეები გადაწყვეტენ, თუ რა ზომები უნდა გატარდეს, თუ ეს საჭიროდ ჩაითვალა, მოცემული ხელშეკრულების შემდგომი განხორციელებისათვის, შესაკვეცად ან შესაწყვეტად.
13.35 იმ შემთხვევაში, თუ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა დახმარება პროექტით იყო გათვალისწინებული, მნიშვნელოვნად შეიცვალა თავდაპირველად ნავარაუდევ რაოდენობასთან შედარებით, ან რაიმე მიზეზით, შეცვლილი გარემოებების გამო, თავდაპირველად გათვალისწინებულთან შედარებით, მცირდება ან იზრდება საჭირო დახმარების მოცულობა, ამის შესახებ გლუკს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, რათა ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, გლუკმა შეძლოს თავისი მონაწილეობის ადაპტირება პროექტში ახალ სიტუაციაზე რეაგირებით ან შეწყვიტოს მონაწილეობა, თუ ამას გარემოებები მოითხოვს.
13.36 ფორსმაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, პარტნიორმა წერილობით უნდა შეატყობინოს გლუკს აღნიშნული მოვლენის შესახებ, თუ პარტნიორი ვეღარ ახერხებს, სრულად ან ნაწილობრივ, ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა გამართონ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, მოიცავდეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას, რის შესახებაც ერთ-ერთმა მხარემ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება სულ მცირე შვიდი დღით ადრე.
13.37 წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ფორსმაჟორი გულისხმობს გაუთვალისწინებელ და გადაულახავ ბუნების აქტს, ომის ნებისმიერ აქტს (გამოცხადებულს ან არგამოცხადებულს), შეჭრას, რევოლუციას, აჯანყებას, ტერორიზმს ან მსგავსი ხასიათის სხვა რომელიმე აქტს ან ძალას, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი აქტები განპირობებულია პარტნიორის კონტროლს დაუქვემდებარებელი მიზეზების, რაიმე ბრალეულობის ან დაუდევრობის გამო და რომ ასეთი აქტები ან არეულობა არ არსებობდა იმ დროს, როდესაც დაიწყო პროექტი, ან არ იყო გონივრულად განჭვრეტილი იმ დროს, როდესაც პროექტი განისაზღვრა. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ მკაცრი პირობების არსებობა იმ ტერიტორიაზე, სადაც გაერო არ ახორციელებს თავის ჰუმანიტარულ ოპერაციებს, ან რომელიც ექვემდებარება სამოქალაქო არეულობას, თავისთავად არ არის ფორსმაჟორი.
მშვიდობიანი შეთანხმება და არბიტრაჟი
13.38 მხარეებმა მაქსიმალური ზომები უნდა მიიღონ იმისათვის, რომ მშვიდობიანად გადაჭრან წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი დარღვევის, შეკვეცის ან შეწყვეტის ნიადაგზე აღმოცენებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან პრეტენზია. თუ მხარეებს მშვიდობიანი შეთანხმება სურთ მორიგების გზით, აღნიშნული მორიგება უნდა განხორცილდეს გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის კომისიის (UNCITRAL) იმ დროისათვის მოქმედი მორიგების წესების შესაბამისად, ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა მსგავსი პროცედურების თანახმად.
13.39 თუ ამ ხელშეკრულების დარღვევიდან, შეკვეციდან ან შეწყვეტიდან გამომდინარე, მხარეთა შორის აღმოცენებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან პრეტენზია მშვიდობიანად არ მოგვარდა ზემოხსენებული 13.38 მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისადმი მშვიდობიანი მორიგების მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, საქმე ერთ-ერთი მხარის მიერ უნდა გადაეცეს არბიტრაჟს UNCITRAL – ის იმ დროისათვის მოქმედი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო კომერციული კანონის ზოგად პრინციპებს. საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია სადამსჯელო ზომების დანიშვნის უფლებამოსილება. მხარეები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, როგორც ასეთი არბიტრაჟის შედეგად ნებისმიერი მსგავსი უთანხმოების, პრეტენზიისა თუ დავის საბოლოო გადაწყვეტას. არბიტრაჟის ჩატარების ადგილია ქ. ჟენევა. საქმის განხილვა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
13.40. საარბიტრაჟო ტრიბუნალს აქვს უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური სახის საკუთრების, ან ამ ხელშეკრულების ფარგლებში არსებული რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის დაბრუნება, ან განადგურება, ამ ხელშეკრულების შეწყვეტა, ან სხვა დამცავი ღონისძიებების მიღება. გარდა ამისა, თუ ხელშეკრულებაში არ არის სხვა რაიმე გათვალისწინებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, დააწესოს პროცენტი ლონდონის ინტერბანკის (“LIBOR”) მიერ არსებულ შეთავაზებულ კურსზე მეტი კურსით და რომ ასეთი პროცენტი უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ პროცენტს.
13.41 გარდა ამ ხელშეკრულებაში აღნიშნული ფაქტისა, ნებისმიერი საარბიტრაჟო საქმეები, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან 13.38 მუხლის შესაბამისად, უნდა დაიწყოს წამოჭრილი ქმედების მიზეზის შემდეგ სამი წლის განმავლობაში.
ხელშეკრულების შეწყვეტა
13.42 ხელშეკრულების შეწყვეტა არის წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა პროექტის
განხორციელების პერიოდის დასრულებამდე. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ნებისმიერ დროს მეორე მხარისადმი 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე მიცემული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
13.43 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ორივე მხარე ეცდება იმის უზრუნველყოფას, რომ მზრუნველობის ქვეშ მყოფ მოსახლეობაზე ამ ფაქტმა არ იქონიოს არასასურველი გავლენა. მხარეებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა წინამდებარე ხელშეკრულების სათანადო ლიკვიდაციისათვის.
13.44 გლუკს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს გარკვეული მიზეზით, პარტნიორისადმი დაუყოვნებლივი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამის მიზეზად ჩაითვლება შემდეგი:
ა. თუ პარტნიორი ან მისი თანამშრომელი აღმოჩნდება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის მიერ წარმოებულ ჩამონათვალში, რომელიც ეხება ტერორიზმს, ან თუკი პარტნიორი არღვევს 11.8 მუხლიდან - 11.10 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ბ. კანონების დარღვევა, ბავშვის შრომის გამოყენება, კორუფცია და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოება.
გ. პარტნიორის მიერ შესაბამისი ზომების განუხორციელებლობა ძალადობის, მისი თანამშრომლების არასათანადო ქცევის პრევენციის გამო, ან იმავე სახის ბრალდებების გამოუძიებლობა და დისციპლინარული და გამოსასწორებელი ღონისძიებების გაუტარებლობა არასათანადო ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში.
დ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის ან მისი ცალკეული ნაწილის შეუსრულებლობა ან მასზე უარის თქმა, ან ამ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, იმ დარღვევის ჩათვლით, რაც აზიანებს გლუკის სანდოობას ან რეპუტაციას.
ე. გლუკის მანდატის, სახსრების ან საქმიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც ამ პარტნიორობის გაგრძელებას ხდის შეუძლებელს.
13.45 გლუკს შეუძლია ნებისმიერ სხვა უფლებასა თუ საშუალებაზე, რომელიც მას აქვს ამ პირობების ფარგლებში, ზიანის მიყენების გარეშე შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება პარტნიორისადმი დაუყოვნებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, თუკი პარტნიორი შეწყვეტს მოქმედებას ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის შედეგად, ან თუ პარტნიორი განახორციელებს ქონების გადაცემას კრედიტორების სასარგებლოდ, ან თუკი მიმღები დაინიშნება პარტნიორის გაკოტრების გამო. პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს ზემოხსენებული მოვლენების არსებობის თაობაზე.
13.46 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინების საფუძველზე 13.35, 13.36, 13.42 – 13.45 ჩათვლით მუხლების შესაბამისად, პარტნიორმა, გარდა გლუკის მიერ სხვაგვარად გაცემული დირექტივისა, უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები საქმიანობის აკურატულად დაბოლოებისათვის, იმავდროულად ხარჯების მინიმუმამდე შემცირებით, თავი შეიკავოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი ან დამატებითი ვალდებულებების აღებისაგან, გაიწვიოს პარტნიორის პერსონალი, გადასცეს გლუკს შესრულებული თუ ნაწილობრივ შესრულებული ყველა სამუშაო, მოაგვაროს ან შეწყვიტოს კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მოაგვაროს ყველა ფინანსური ვალდებულება და წარუდგინოს საბოლოო ფინანსური და თხრობითი ანგარიში გლუკს, გლუკის მიერ დადგენილი ვადების ფარგლებში.
13.47 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, არავითარი გადახდა არ განხორციელდება გლუკის მხრიდან პარტნიორისადმი, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე დამაკმაყოფილებლად შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების ღირებულებისა, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღამდე. გლუკი არ იქნება პასუხისმგებელი გაწეულ ხარჯებზე ან აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც წინასწარ ან ფაქტობრივად განხორციელებულია გადარიცხული თანხის ზღვარს მიღმა, თუ არ იქნა ნათლად ნებადართული გლუკის მიერ. გლუკის მიერ უფლებამოსილი გადახდის მოგვარების შემთხვევაში, გლუკი გათავისუფლდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემდგომი ვალდებულების ან კომპენსაციის პასუხისმგებლობისაგან.
13.48 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში 13.35, 13.36, 13.42 – 13.45-ის ჩათვლით მუხლების შესაბამისად, პარტნიორმა უნდა წარუდგინოს გლუკს ანგარიშები, რომლებიც აკმაყოფილებს საბოლოო ანგარიშის მოთხოვნებს, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ამ ხელშეკრულების ვადის ნორმალური ამოწურვის დროს და უნდა გადასცეს გლუკს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გაუხარჯავი სახსრები, შემოსავალი და სხვა სახის აქტივები და გლუკისთვის მისაღები ნებისმიერი სხვა თანხა ამავე პირობების შესაბამისად.
13.49 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მუხლების 13.44 და 13.45-ის შესაბამისად, პარტნიორი ვალდებულია აუნაზღაუროს გლუკს ნებისმიერი სამართლებრივი ან არასამართლებრივი საქმის წარმოებისას გლუკის მიერ გაწეული ყველა ზარალი და ხარჯი, მათ შორის გლუკის მიერ გაწეული ყველა ხარჯი იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტნიორი გამოცხადდა გაკოტრებულად, მინიჭებული აქვს მორატორიუმი, ან გამოცხადებულია ბანკროტად.
მუხლი 14🔗. ცვლილებების შეტანა ხელშეკრულებაში
14.1. წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართები შეიძლება იქნეს მოდიფიცირებული მხოლოდ მხარეთა ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებისათვის დადგენილი ფორმით და მხარეთა მიერ ხელმოწერით.
მუხლი 15🔗 - საკონტაქტო მონაცემები
15.1 პარტნიორი
პარტნიორის სრული სახელი და მისამართი:
ტელეფონი და ფაქსის ნომერი:
პარტნიორის მიერ დანიშნული წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერი უფლებამოსილი პირის სრული სახელი, თანამდებობა და მისამართი
ელ.ფოსტა
ტელეფონი და ფაქსის ნომერი:
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
სოზარ სუბარი
პარტნიორის მიერ საველე დონეზე (თუკი
განსხვავებულია ზემოაღნიშნულთან) წინამდებარე ხელშეკრულების მენეჯმენტისათვის დანიშნული ხელმომწერი უფლებამოსილი პირის სრული სახელი, თ ანამდებობა და მისამართი ელ.ფოსტა
ტელეფონი და ფაქსის ნომერი:
ეკა ჯაფარიძე- პროექტის მენეჯერი e.japharidze@mra.gov.ge
15.2. გ ლუკი
გლუკის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების
მენეჯმენტისათვის დანიშნული ხელმომწერი უფლებამოსილი პირის სრული სახელი, თანამდებობა და მისამართი
ელ.ფოსტა
ტელეფონი და ფაქსის ნომერი:
ეკა ვალიშვილი- თანაშემწე
პროგრამულ საკითხებში
valishvi@unhcr.org
მუხლი 16🔗 დამატებები და დანართები
16.1 მხარეების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წარმოადგენს ოფიციალურ დადასტურებას ქვემოთ მითითებულ დანართებსა და დამატებებზე, რომელთა შესაბამის თავფურცლებზე მხარეთა ინიციალებია დასმული:
დამატება 1 - განმარტებები
დამატება 2 - არასათანადო ქცევის მართვის სტანდარტები
დანართი ა - პროექტის აღწერა
დანართი ბ - პროექტის ბიუჯეტი
დანართი გ - პროექტის სამუშაო გეგმა/შენატანების გეგმა
დანართი დ - პროექტის ანგარიშგების ფორმატები
დანართი ე - პარტნიორის თანამშრომელთა ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში)
გადაუდებელ შემთხვევებში, პროექტის ბიუჯეტი (დანართი „ბ“) და შედეგების მატრიცა (პროექტის აღწერის ნაწილი 6.0) პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერისას წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილებს. სხვა დანართები, პროექტის აღწერის (დანართი „ა“) და დანართების გ, დ, ე ჩათვლით უნდა დასრულდეს პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის განმავლობაში.
მუხლი 17🔗. ენა
17.1. წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილია ინგლისურ ენაზე.
ხელმოწერილია ორი დედანი სათანადო უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ შემდეგი მხარეების სახელით:
ხელმოწერა:
გლუკი
პარტნიორი
სახელი:
თანამდებობა:
სიმონე უოლკენი
რეგიონალური
წარმომადგენლი
სოზარ სუბარი
მინისტრი
თარიღი:
ადგილი:
საქართველო, თბილისი
საქართველო, თბილისი
დამატება 1: განმარტებები
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, ანბანური რიგით მოცემული დეფინიციები გულისხმობს:
ხელშეკრულება გულისხმობს პარტნიორების მიერ ერთობლივად შეთანხმებული პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულებას თავის დანართებთან და დამატებებთან ერთად.
ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ ნაწილში დოკუმენტირებულ ცვლილებას ან გადახედვას, დანართების ჩათვლით, რომელიც ერთობლივად იქნა შეთანხმებული ორივე მხარის მიერ, რაც დადასტურებულოია მათი ხელმოწერებით.
ხელშეკრულების საქმე (საქაღალდე) გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების (დანართებთან და დამატებებთან ერთად) და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი ანგარიშისა და დოკუმენტაციის შენახვას, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი ფორმით, სულ მცირე ექვსი წლის განმავლობაში პროექტის დასრულების შემდეგ.
ხელშეკრულების სიმბოლო გულისხმობს გლუკის მიერ 4.2 მუხლში განსაზღვრულ პროექტის უნიკალურ იდენტიფიკატორს.
მოცულობითი შესყიდვები გულისხმობს კომერციული იურიდიული პირებისგან შესყიდულ (საერთაშორისო და/ან ადგილობრივ) საქონელსა და მომსახურებებს (მაგ.: საკვები, არასაკვები ნივთები, თავშესაფრის მასალები, მედიკამენტები და შენობების მშენებლობა), როდესაც შესყიდვების ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს პროექტის ბიუჯეტის თითოეული საბიუჯეტო მუხლისათვის (დანართი ბ). აქ აღნიშნული მუხლი გულისხმობს ბიუჯეტის თითოეული ანგარიშის დონეს.
მიზნობრივი ხარჯები გულისხმობს ხარჯებს ღონისძიებების განხორციელებისათვის, როგორც ეს მოცემულია პროექტის აღწერაში (დანართი ა), პროექტის ბიუჯეტის (დანართი ბ) შესაბამისად და პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. მიზნობრივი ხარჯები უნდა იყოს ფაქტობრივი ხარჯები, გაწეული ავტორიზებული საქმიანობისათვის, რაც არის შესაბამისად გამყარებული დოკუმენტაციის დედნებით და დასტურდება ვერიფიკაციისა და აუდიტის გზით.
პირველადი შენატანი გულისხმობს 6.5. მუხლში გათვალისწინებულ თანხას, რაც ემყარება ფულად მოთხოვნას პირველი პერიოდის დაგეგმილ საქმიანობასთან ერთად დამატებითი თვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩათვლით, როგორც წინმსწრები დრო პროექტის ფულადი სახსრების უზრუნველსაყოფად.
საქონელი და საკუთრება გულისხმობს პარტნიორის განკარგულებაში მყოფ მატერიალურ და არამატერიალურ ნივთს პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მოიცავს:
1) გლუკის საქონელი და საკუთრება გულისხმობს გლუკის მიერ პარტნიორისადმი არამატერიალურად უზრუნველყოფილ ნივთებს; და
2) პროექტის საქონელი და საკუთრება გულისხმობს გლუკის სახსრებით პარტნიორის მიერ შეძენილ ნივთებს, რაც უზრუნველყოფილია ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
ასეთი ნივთები შეიძლება მოიცავდეს რომელიმე ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტს:
ა. არაფინანსური აქტივები („საკუთრება, ქარხანა და აღჭურვილობა“), რომელიც განისაზღვრება, როგორც მატერიალური ნივთები საწყისი შესყიდვის ღირებულებით - 10,000 აშშ დოლარი (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ან თითოეულ ერთეულზე მეტი ფასით სულ მცირე ერთი წლის ვადის გარანტიით;
ბ. „ს ერიულად აღრიცხული ნივთები“, რომელიც განისაზღვრება, როგორც მატერიალური ნივთები 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები შეძენის ღირებულებით (ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში), რომელიც გამოიყენება ყოველდღიურ ოფიციალურ ბიზნესში და რომელიც არ ჯდება არაფინანსური აქტივებისა („საკუთრება, ქარხანა და აღჭურვილობა“) თუ „ინვენტარის“ დეფინიციის ფარგლებში;
გ. „ინვენტარი“, რომელიც განისაზღვრება, როგორც ყველა ნივთი, რომელიც უნდა დაურიგდეს მზრუნველობის ქვეშ მყოფ მოსახლეობას, მათი ღირებულების მიუხედავად;
დ. „არამატერიალური აქტივი“, რომელიც განისაზღვრება, როგორც დადგენილი არაფულადი აქტივი ფიზიკური სუბსტანციის გარეშე.
ინფორმაცია გულისხმობს ნებისმიერი და ყველა სახის ინფორმაციას, ზეპირი თუ წერითი (ელექტრონულის ჩათვლით) ფორმით, რომელიც შექმნილია ან რაიმე ფორმით მოწოდებულია გლუკის მიერ, და ყველა ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებების შესრულების შედეგს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
შენატანები გულისხმობს პროექტის ფულად მოთხოვნას, რომლის გადაცემა მოხდა პარტნიორისადმი პროექტის ბიუჯეტის (დანართი ბ), პროექტის სამუშაო გეგმა/შენატანების გეგმის (დანართი გ) და წინამდებარე ხელშეკრულების ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
საპროცენტო შემოსავალი გულისხმობს საბანკო ანგარიშზე, რომელზეც პროექტის ფინანსები არის დეპონირებული, ფინანსური დაწესებულების მიერ სადეპოზო ანგარიშისთვის გადახდილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამის დანარიცხს.
სხვადასხვა შემოსავალი გულისხმობს ნებისმიერი სახის შემოსავალს (გარდა საპროცენტო შემოსავალისა), რაც გენერირებულია პროექტის ფინანსების ან საქონელისა და საკუთრების მეშვეობით და მოიცავს, მაგრამ არაა შეზღუდული მხოლოდ უცხოური სავალუტო მოგებით ან დებიტორული დავალიანებით, ან მასთან დაკავშირებული სადაზღვევო პრეტენზიებით ან პროექტის მიერ უზრუნველყოფილი ნებისმიერი ნივთით, სადაც ნივთის შესყიდვა და/ან ნივთის დაზღვევა განხორციელდა გლუკის მიერ.
პროექტის სალიკვიდაციო პერიოდი გულისხმობს პროექტის განხორცილების პერიოდის გაგრძელებას მთლიან პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ) ც ვლილების შეტანის გარეშე.
მხარეები გულისხმობს პარტნიორსა და გლუკს, რომელთა უფლებამოსილმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულებას.
პარტნიორი გულისხმობს მთავრობას ან სამთავრობო იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და წინამდებარე პროექტის ხელშეკრულებას ახორციელებს გლუკთან თანამშრომლობის გზით.
პარტნიორის თანამშრომლები გულისხმობს პარტნიორის მიერ აყვანილ და/ან დაქირავებულ ადამიანურ რესურსებს პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის შესასრულებლად: მუდმივი მოსამსახურეები; განსაზღვრული დროით აყვანილები; კონსულტანტები; მრჩევლები; დროებით დანიშნული თანამშრომლები; ფიქსირებულ ანაზღაურებაზე მომუშავე მუშახელი; მოხალისეები; სტაჟიორები და მსგავსი პირები.
პირადი მონაცემები გულისხმობს ნებისმიერ პირად ინფორმაციას ვინაობის დადგენის ინფორმაციის ჩათვლით, როგ ორიცაა სახელი, იდენტიფიკაციის ან პასპორტის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ნებისმიერი სახის, ფორმატის ან საშუალების ნაღდი ფულის გადარიცხვის დეტალები წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების პერიოდში.
პირები, რომლებიც ასრულებენ საქმიანობას გლუკის სახელით ნიშნავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ თანამშრომლებს, რომლებიც დაქირავებულები არიან გლუკის მიერ პროგრამების განსახორციელებლად ან მათში დასახმარებლად. ის მოიცავს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ფირმებს, რომელთაც გლუკი ქირაობს, შემსრულებელი პარტნიორის ან სხვა რაიმე ფორმით, რათა განახორციელოს გლუკის პროექტისა და მათი თანამშრომლების დახმარების უზრუნველყოფა.
მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა გულისხმობს პროექტის აღწერაში (დანართი ა) მითითებული ლტოლვილებისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების მოსახლეობას ან ქვე-მოსახლეობას (მოსახლეობის ქვე-ჯგუფს), რომელთა საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიისწრაფვის პროექტი.
პროექტი გულისხმობს მცდელობას, რომელიც შექმნილია მომსახურების უზრუნველსაყოფად ან მოსალოდნელი შედეგის (შედეგების) მისაღწევად დადგენილი ჩარჩოს ფარგლებში და გამოყოფილ რესურსებს უნიკალური მიზნებისა და ამოცანების დასაკმაყოფილებლად წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.
პროექტის განხორციელების პერიოდი გულისხმობს 3.2 მუხლით განსაზღვრულ პერიოდს, რომლის განმავლობაში პროექტის საქმიანობა, ხარჯები და ფინანსური პასუხისმგებლობა შესაძლოა, განხორციელდეს პროექტის მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად, ა და ბ დანართების შესაბამისად, ანუ პერიოდს პროექტის ძალაში შესვლიდან პროექტის დასრულების თარიღამდე.
პროექტის ლიკვიდაციის პერიოდი გულისხმობს იმ პერიოდს, რომლის განმავლობაში პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში შესული ფინანსური ვალდებულებები შესაძლოა მოგვარდეს პარტნიორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. ამ პერიოდის განმავლობაში არ ხდება არავითარი ახალი ხარჯის, ფინანსური ვალდებულების თუ ღონისძიებების განხორციელება.
გლუკის გლობალური სტრატეგიული პრიორიტეტები გულისხმობს გლუკისადმი კრიტიკულ პრობლემატურ ადგილებს მთლიანი მცდელობების ფარგლებში ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთათვის დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად და გადაწყვეტილებების მისაღებად.
გლუკის სამოქმედო გეგმა გულისხმობს გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს გლუკის მოქმედების მთლიან მიმოხილვას, მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების შინაარსისა და მდგომარეობის დეტალურ აღწერას და სრულყოფილი საჭიროებების განსაზღვრას და იმ სტრატეგიას, რომლის განხორციელებას გეგმავს ოფისი, ხარვეზების შესამცირებელი ნაბიჯებისა და სასურველი შედეგის მიღწევის ჩათვლით. გლუკის სამოქმედო გეგმა ასევე აერთიანებს საჭიროებების პრიორიტეტების დადგენას, შედეგებზე დაფუძნებულ მენეჯმენტთან ერთად მიმართულების მიხედვით გამოყოფილი ხელმისაწვდომი რესურსების შესაბამისად.
გლუკის თანამშრომლები გულისხმობს გლუკის ოფიციალურ პირებს, მისიის ექსპერტებსა და პირებს, რომლებიც ასრულებენ საქმიანობას გლუკის სახელით.
დამატება 2: არასათანადო ქცევის მართვის სტანდარტები
წინამდებარე დანართი აყალიბებს პარტნიორის ვალდებულებებს არასათანადო ქცევის მართვის იმ არსებულ მინიმალურ სტანდარტებთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მუხლებით 12.22.-დან 12.28-ის ჩათვლით. იგი მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
- არასათანადო ქცევის ჩამონათვალი;
- გამოძიებისთვის რეკომენდებული მინიმალური სტანდარტების ჩამონათვალი;
- სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციისგან დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტები და
- პროცედურები არასათანადო ქცევის ანგარიშგებისათვის.
პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი საგამოძიებო პოლიტიკა, პროცედურები და სტანდარტები, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული, ან სულ მცირე, პარტნიორებს უნდა გააჩნდეთ მოქმედი გეგმა და ჩარჩო ამ საკითხის თანდათან განხორციელებასთან დაკავშირებით.
1. არასათანადო ქცევის ჩამონათვალი:
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნისათვის არასათანადო ქცევა განიმარტება, როგორც „ამ დოკუმენტის შესაბამისად, პარტნიორის მიერ დადგენილი ქცევის წესების ან სტანდარტების დაუცველობა“. ეს განმარტება მოიცავს, მაგრამ არაა შემოსაზღვრული მხოლოდ ამ ჩამონათვალით:
- სექსუალური ზეწოლა;
- სექსუალური ზეწოლა სამუშაო ადგილზე და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
- ქურდობა;
- თავდასხმა ან მუქარის განხორციელება;
- საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ადგილობრივი კანონების უგულებელყოფა;
- კონფიდენციალობის დარღვევა;
- სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა;
- თაღლითობა (თაღლითობის უფლების ჩათვლით);
- კორუფცია;
- დაუდევრობა;
- დისკრიმინაცია;
- ინტერესთა კონფლიქტი;
- ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის წარდგენა საჩივრებსა და სარგებლის მოთხოვნაზე;
- აქტივების ბოროტად გამოყენება (საოფისე მოწყობილობის, ფაილებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით);
- თანამშრომელთა ან სხვა პირთა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება;
- წინამდებარე ხელშეკრულების პრინციპების და პირობების უხეში დარღვევა;
- დარღვევები შესყიდვების წესების განხორციელებისას;
- ქმედება, რომელიც შედეგად მოიტანს გაეროს დისკრედიტაციას ან მნიშვნელოვნად დააზარალებს გლუკის რეპუტაციას.
2. მოქმედი მინიმალური სტანდარტების არსებობა გამოძიებასთან დაკავშირებით:
პარტნიორმა უნდა გამოიძიოს მისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი
ძალადობის, კორუფციის, თაღლითობისა და სხვა შესაძლო არასათანადო ქცევის შემთხვევები. ამისათვის, პარტნიორი უნდა ფლობდეს გამოძიების და პროცედურების მინიმალურ მოქმედ სტანდარტებს, ან გეგმას მათ შესამუშავებლად და/ან გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველყოს ეფექტური პრევენციული და საგამოძიებო ქმედებების განხორციელება. მინიმალური სტანდარტები უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- ქცევის ნორმების პოლიტიკა;
- გასაჩივრების მექანიზმი;
- გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპები;
- რამდენიმე უწყების ჩართულობის შემთხვევაში, ერთობლივი გამოძიების ჩატარების პროცედურები, როდესაც ეს მიზანშეწონილია;
- ადამიანური რესურსების პოლიტიკა კონფიდენციალობის, თანამშრომლების წახალისებისა და თანამშრომლების განვითარების შესახებ;
- პოლიტიკა მონაცემთა კონფიდენციალობასა და ინფორმაციის გასაჯაროებაზე;
- პოლიტიკა ბავშვის დაცვის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ, „მ ხილება“/დაცვა შურისძიების, თაღლითობის და გამოძიებისათვის სხვა რელევანტური ასპექტების წინააღმდეგ;
- დისციპლინარული სისტემა, დისციპლინარული პროცესებისა და გამოყენებადი დისციპლინარული და ადმინისტრაციული ზომების ჩათვლით, როგ ორიცაა აქტივების აღდგენა;
- საგამოძიებო შესაძლებლობა, კვალიფიციური გამომძიებლების ჩათვლით (ან ალტერნატიულად, თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ან გლუკთან).
3. სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან დაცვის უზრუნველყოფა:
სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა არასათანადო ქცევის ერთ-ერთი სერიოზული მაგალითია. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებით, სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა ხასიათდება და განისაზღვრება, როგორც:
სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმებით. სექსუალური ექსპლუატაცია განიმარტება როგორც უმწეო მდგომარეობის, დიფერენციალური ძალაუფლების ან ნდობის ბოროტად გამოყენება სექსუალური მიზნით; ეს მოიცავს სექსუალური ან სხვა სახის ექსპლუატაციის შედეგად ფულადი, სოციალური თუ პოლიტიკური სარგებლის მიღებას. სექსუალური ძალადობა არის სექსუალური ხასიათის ფაქტობრივი ან მუქარის შემცველი ფიზიკური ქმედება, მათ შორის, იძულებითი შეხება ან რაიმე ქმედება არათანაბარ და იძულების პირობებში.
•
პარტნიორის თანამშრომლების მიერ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის განხორციელება სერიოზულ არასათანადო ქცევას წარმოადგენს და ქმნის საფუძველს დისციპლინარული ზომებისთვის, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით.
•
სექსუალური ქმედება ბავშვებთან (18 წლამდე ასაკის) აკრძალულია მოწიფულობის ასაკის ან ადგილობრივად მიღებული თანხმობის ასაკის (1) მიუხედავად. ბავშვის ასაკის შესახებ არასწორი შეხედულება გასამართლებელ მიზეზად არ მიიჩნევა.
•
აკრძალულია ფულის, დასაქმების, საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ სექსის შეთავაზება, სექსუალური სარგებლის ან სხვადასხვა ფორმის დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან ექსპლუატატორული ქცევის ჩათვლით. ზემოაღნიშნულში მოიაზრება დახმარების ნებისმიერი გაცვლა, რომელიც განკუთვნილია ლტოლვილთათვის და გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთათვის.
•
სექსუალური ურთიერთობა პარტნიორის თანამშრომელთა და ლტოლვილთა ან გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთა შორის უარყოფითად აისახება გაერთიანებული ერების, კერძოდ, გლუკის მუშაობის სანდოობასა და რეპუტაციაზე, და ყოველმხრივ დაუშვებელია, რადგან ეფუძნება უთანასწორო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დინამიკას.
•
თუ პარტნიორის თანამშრომელს გაუჩნდება ეჭვი სხვა თანამშრომლის მხრიდან სექსუალურ ძალადობასა ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან არის დაქირავებული ეს თანამშრომელი, ასეთი პრობლემების შემთხვევაში, მან უნდა შეატყობინოს გლუკსა და პარტნიორს ქვემოთ მოცემული მე-4 ანგარიშგების ნაწილის შესაბამისად.
•
პარტნიორებმა და გლუკმა უნდა შექმნან და შეინარჩუნონ ისეთი გარემო, სადაც ხდება სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენცია და ქცევის კოდექსის განხორციელების წახალისება. ყველა რგოლის ხელმძღვანელს აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ სისტემების მხარდაჭერად და გასავითარებლად, რაც ქმნის ამ გარემოს.
წარმოდგენილი ექვსი სტანდარტი არ არის ამომწურავი. სექსუალური ექსპლუატაციის ან ძალადობის ქმედებების სხვა შემთხვევები შეიძლება ქმნიდეს დისციპლინარული ზომების, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
4. არასათანადო ქცევის ანგარიში
გლუკის გენერალური ინსპექცია (IGO) პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფაზე, რომ შესაძლო არასათანადო ქცევის შემთხვევაში ნებისმიერი იურიდიული პირის ან პირის მიერ, რომელსაც აქვს კონტრაქტით გათვალისწინებული უშუალო კავშირი გლუკთან, იქნება სათანადოდ გამოძიებული. პარტნიორის ან გლუკის რომელიმე თანამშრომელი, რომელიც გაიგებს შესაძლო არასათანადო ქცევის თობაზე, წინამდებარე ხელშეკრულების ქმედებებთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდეს პარტნიორს ან შესაბამისად, გლუკის გენერალურ ინსპექციას (IGO).
გლუკის გენერალურ ინსპექციასთან (IGO) დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: inspector@unhcr.org ან გლუკის ვებგვერდის მეშვეობით: www.unhcr.org/php/complaints.php.
განცალკევებული სახელმძღვანელო პრინციპების ბარათი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორებისათვის (მოსალოდნელი) უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებზე, სადაც გაზიარებული იქნება საქმის მასალების ინფორმაცია, კონფიდენციალობა, საქმის მასალებისა და სამხილების მართვა.
******
შენიშვნები:
*პარტნიორის აღმასრულებელ უფროსს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლება ამ სტანდარტის გამოყენებისას, როდესაც მოსამსახურე არის კანონიერ ქორწინებაში 18 წლამდე ასაკის მქონე პირთან, მაგრამ რაც წარმოადგენს მოწიფულობის ასაკს ან მათი მოქალაქეობის ქვეყანაში დაშვებულ ასაკს.
პარტნიორი უწყების ლოგო და ბეჭედი
ხელშეკრულების სიმბოლო:
GEO01/2017 /0000000286/000
პროექტის აღწერა: დანართი „ა“
პროექტის აღწერა
პროექტის სახელწოდება:
საქართელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა
საბიუჯეტო წელი:
2017
სიტუაცია(ები):
4900
მოქმედებები:
GEO ABC - Georgia
პროექტით
4GEOD - იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები
გათვალისწინებული
პოპულაცია:
მიზანი(ები):
დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები
ღირებულების ცენტრ(ებ)ი:
21081
პარტნიორის კოდი:
1093000 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
პროექტის
01/01/2017 –31/12/2017
განხორციელების
პერიოდი:
1.0 პროექტის მიმოხილვა
1.1 განაცხადი
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის სტრატეგიის - იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერას - იგპ-სთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევითა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებით სამინისტროში არსებული სერვისებისა და მათი უფლებების შესახებ, ასევე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით.
1.2 ოპერაციული კონტექსტი
2016 წლის დეკემბრის მონაცემებით საქართველოში 273,765 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდანაა. მათი იძულებით გადაადგილება მოხდა ორ ტალღად - ერთხელ 1990 წელს
პარტნიორი უწყების ლოგო და ბეჭედი
ხელშეკრულების სიმბოლო:
GEO01/2017 /0000000286/000
პროექტის აღწერა: დანართი „ა“
და 2008 წლის კონფლიქტის დროს. იძულებით გადაადგილებული პირებიდან 50,000
დაბრუნდა გალში, აფხაზეთში, 1994 წლის კონფლიქტის შემდეგ და 20,000 ახალგორში, სამხრეთ ოსეთში.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტის შესახებ სტრატეგიის განხორციელებას, რაც ეხება დევნილთა გრძელვადიან განსახლებას. საქართველოს მასშტაბით დევნილთა შეფასების შედეგად UNHCR-მა დაადგინა შემდეგი საჭიროებები: (i) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მოწყვლად დევნილთა საჭიროებებზე დაყრდნობით მთავრობის მხრიდან განსახლების უზრუნველყოფა; (ii) გადამზადებისა და სამუშაო ადგილების შეთავაზების საფუძველზე დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; (iv) დევნილთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და თემების მართვის სტრუქტურის გაძლიერება; (v) ქვეყნის მაშტაბით დაცვის მონიტორინგის განხორცილელება სირთულეების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით; (vi) გენდერული ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მოხდენა; (vii) უფლებებსა და სერვისებთან დაკავშირებით დევნილთათვის, განსაკუთრებით შშმ დევნილებისათვის, ინფორმაციის მიწოდების გაძლიერება.
1.3 პრობლემები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები
სამინისტროსთან კონსულტაციებისა და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების განხილვის შემდეგ, აღნიშნული პროექტის მიზანია სამინისტოს ძალისხმევის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში. პროექტი ხორციელდება სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამუშაოების პარალელურად, რო მლებიც სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან.
მიზანი არის სამინისტროს დახმარება სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების, მათთან კომუნიკაციისა და ზოგადად კოორდინაციის გაუმჯობესების კუთხით. ეს შეესაბამება UNHCR-ის შემდეგ მიზნებს:
1) საქართველოს მთავრობის მიერ სირთულეების გადაჭრის სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობა
სამინისტრო აგრძელებს იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მათ წინაშე არსებული სირთულეების გრძელვადიან გადაწყვეტას. მაშინ, როცა სამინსიტროს რესურსები ბიუჯეტის ხარჯზე გაიზარდა, კვლავ არსებობს პრობლემები კვალიფიციური კადრების არარსებობის კუთხით, რომლებიც მოახდენდნენ სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას, ერთის მხრივ, სხვა უწყებებთან და მეორეს მხრივ, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საშუალებით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის მიზნით
მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული კომპონენტის იმპლემენტაცია შემდეგნაირად მოახდინონ:
• თუ არსებობს დევნილთა მიმართ პოლიტიკის, სტრატეგიის ან კანონმდებლობის შეცვლის/გაუმჯობესების საჭიროება, სამინისტრომ კონსულტაცია უნდა გაიაროს საექსპერტო ორგანიზაციებთან კონკრეტულ საკითხზე, რათა მიიღოს რჩევა არსებული საუკეთესო გზების შესახებ, მათ შორის UNHCR-ისგან შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
• ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სამინისტრო დაასრულებს მის წინადადებას ცვლილებების ან ახალი ინიციატივების შესახებ.
• სამინისტრო აწყობს დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრებს ექსპერტების,
სამოქალაქო საზოგადოებისა და დევნილების ჩართულობით წარმოშობისა და ამჟამინდელი ბინადრობის ყველა რეგიონიდან, რათა განხილული იქნეს შეთავაზებული ცვლილებები.
• სამინისტრო ასრულებს ცვლილებებზე მუშაობას.
• სამინისტრო წარუდგენს ცვლილებებს/ახალ ინიციტივებს სამეთვალყურეო საბჭოს, და უზრუნველყოფს ძლიერ უწყებათაშორის წარმომადგენლობას.
• იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ მოხდება ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გავლა, სამეთვალყურეო საბჭო იქნება მაღალი დონის წარმომადგენლობის ფორუმი.
2) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამინისტროს ცხელი ხაზი ეფექტურად მუშაობს, რაც სამინისტროსა და ბენეფიციარებს შორის ინფორმაციის გაცვლას აადვილებს.
2016 წელს, სამინისტროში დაახლოებით 53,274 ზარი დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა ეხებოდა რეგისტრაციასთან, დოკუმენტაციასთან, უფლებებთან და დახმარებებთან დაკავშირებულ საკითხებს (დახმარება, პენსია, დაზღვევა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა).
ამას გარდა, შედარებით ახლად დაარსებულმა საჩივრების ცხელმა ხაზმა აჩვენა მისი, როგორც დაკმაყოფილების მექანიზმის ეფექტურობა, რომელიც გახდება საინფორმაციო ცხელი ხაზის შემადგენელი ნაწილი. იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ ისეთ პრობლემატურ საკითხებზე საჩივრების დარეგისტრირებისა და დროული უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა, როგორებიცაა - სტატუსის შეწყვეტა, შეცდომის დაშვება ქულების დათვლის დროს, განსახლების დროს დაშვებული სხვა დარღვევები, სამინისტროს მიერ ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მშენებლობების დროს დაშვებული ხარვეზები.
საჩივრების ცხელი ხაზის განყოფილებამ 2016 წელს 492 საჩივარი დაარეგისტრირა და დევნილებს მიეწოდათ შესაბამსი უკუკავშირი.
აღიშნული პროექტი უზრუნველყოფს არამხოლოდ უკვე მოქმედი ცხელი ხაზის
ფუნქციონირებას, არამედ ცხელი ხაზის სერვისების გაფართოვებას, კომპენსაციის მექანიზმების შექმნით, რაც საბოლოო ჯამში ბენეფიციარების სამართლებრივი დაცვისა და ინფორმირების ხარისხს გაზრდის.
2.0 პროექტის მიზნობრივი მოსახლეობა/სხვა პირები, რომელთა დახმარებასაც უზრუნველყოფს პროექტი
2.1 პროექტის სამიზნე მოსახლეობა
სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 273,765 იძულებით გადაადგილებული პირია.
აღნიშნული ცხრილი სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობას ასახავს:
Region
IDPs
აჭარა
6,845
გურია
523
თბილისი
10,6093
იმერეთი
26,236
კახეთი
1,532
მცხეთა-მთიანეთი
11,207
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
781
სამეგრელო-ზემო სვანეთი
87,312
სამცხე-ჯავახეთი
2,422
ქვემო ქართლი
13,276
შიდა ქართლი
17,538
ჯამი
273,765
იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა თბილისსა და სამეგრელოში
ცხოვრობს, მათ შორის კოლექტიური ჩასახლების პუნქტებში (რეაბილიტირებულ- არარეაბილიტირებულ), ავარიულ ჩასახლებებში, კოტეჯებში, ნათესავებთან ერთად კერძო სახლებში ან ნაქირავებ ბინებში. სამინისტროს მონაცემებით, 1,453 კოლექტიურ ჩასახლების ცენტრში 129,751 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათ შორის 303 რეაბილიტირდა და მათში 58,677 დევნილი განსახლდა.
სამინისტროს მიერ გაკეთებული უახლესი შეფასებით 52 კოლექტიური ჩასახლების ცენტრი არის ნგრევადი. შესაბამისად, არის დევნილთათვის ზიანის მიყენების რისკი, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ადასტურებს.
2.2 დემოგრაფიული მონაცემები
ქვემოთ მოყვანილი მონაცემები რეგისტრაციის დროს შეგროვდა. პროცესი 2015 წლის ოქტომბერში დასრულდა.
ასაკი
კაცი
პროცენტულობა
ქალი
პროცენტულობა
სულ
პროცენტულობა
0-5
11982
9%
11478
8%
23460
9%
5-17
27850
22%
25525
17%
53375
19%
18-59
67031
53%
76460
52%
143491
52%
60 >
20808
16%
32631
22%
53439
20%
Total
127671
100%
146094
273765
100%
2.3 სხვა მსგავსი ჯგუფები
3.0 განხორციელების პირობები
3.1 განხორციელება
პროექტის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული დევნილთა დაცვის სრული და ხანგრძლივი პოლიტიკის განვრცობა.
საბოლოო ჯამში, სამინისტროს პოლიტიკა გაერთიანდება სახელმწიფო სტრატეგიაში, დევნილთა სამოქმედო გეგმასა და სსიპ-ის სამოქმედო გეგმაში, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის მიღწევას.
სამინისტროს ცხელი ხაზის მუშაობისა და საჩივრის დაკმაყოფილების მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
UNHCR-ი განაგრძობს სამინისტროსათვის დახმარების აღმოჩენას, ოთხი (4) ცხელი ხაზის ოპერატორის ფინანსური მხარდაჭერით, რომელთა ფუნქციაა დევნილებისათვის არსებულ სერვისებზე, უფ ლებებზე ინფორმაციის მიწოდება და ასევე, მათთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა - ცხელმა ხაზმა დადებითი შეფაება დაიმსახურა დევნილებისგან და ის გაგრძელდება.
როგორც წინა წლებში, UNHCR-ი გააგრძელებს ამ კარგად მოქმედი სერვისის დაფინანსებას.
• დევნილებს შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვა და კითხვების დასმა, მათ უფლებებზე, იმ ინფორმაციის გამოთხოვაზე, რაც ეხება დოკუმენტებს, საარსებო წყაროებსა და განსახლებას.
• დევნილთა გადამისამართება მოხდება შესაბამის პირებთან შემდგომი დახმარების
მიღების მიზნით;
• ცხელი ხაზის საშუალებით მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ტენდენციებისა და დევნილთა საჭიროებების გაანალიზების პროცესში.
ამას გარდა, UNHCR-ი დამატებით დააფინანსებს ორ (2) ცხელი ხაზის ოპერატორს, რომლებსაც ძირითადად საქმე ექნებათ საჩივრებთან. ასევე დაფინანსებულ იქნება პროექტის მენეჯერის ასისტენტის ერთი პოზიცია, რომელის პასუხისმგებლობაშიც შევა მიღებული საჩივრების შესაბამის დეპარტამენტებში გადაგზავნა, ტენდენციებისა და ტიპოლოგიების გაანალიზება. დამატებითი საქმიანობა მოიცავს:
• საჩივრებზე იმ სახით განხილვა/პასუხი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს კომპენსაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას;
• დევნილებთან დაკავშირებული საკითხების სისტემური ანალიზი და სირთულეების გამოვლენა საჩივრების ცხელი ხაზის საშუალებით.
სამინისტროს მიერ შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია გამოყენებული იქნება, როგორც დევნილებს შორის ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ნებისმიერი ეტაპის შესახებ. დევნილებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას სამინისტრო გამოიყენებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურიდიული კლინიკისა და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს რეფერალურ მექანიზმს.
სამეთვალყურეო საბჭოსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფების ტექნიკური მხარდაჭერა
აღნიშნული ნაწილი, როგორც ეს წინა წლებში იყო, ემსახურება სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვადასხვა დროებითი საექსპერტო ჯგუფების გამართული საქმიანობის ხელშეწყობას.
პროექტის მენეჯერი ორგანიზებას გაუკეთებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს, მოამზადებს თითოეული შეხვედრის ოქმს. იგი უზრუნველყოფს ყველა მხარის ინფორმირებას სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მენეჯერი ასევე უზრუნველყოფს დროებითი საექპერტო ჯგუფების გამართულ საქმიანობას (როგორიცაა დაცვის, პრივატიზაცია, საარსებო, რეფორმის გადასვლას სტატუსის საჭიროებების დაფუძნებული მიდგომა და ა.შ.) იგი კოორდინირებას გაუკეთებს სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას, პროცედურების, კანონმდებლობისა და დასახმარებელი პროგრამების განვითარების კუთხით.
პროექტის მენეჯერის ასისტენტი ხელს ეუწყობს პროექტის მენეჯერს პროექტის გამართულად განხორციელებაში.
ყველა თანამშრომელის ხელფასი, რომელიც ჩართულია პროექტის განხორციელების პროცესში სრულად ანაზღაურდება UNHCR-ის მიერ. თითოეული თანამშრომელი დაქირავებული იქნება მათი უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით (მათი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი უნდა დაერთოს აღნიშნულ საპროექტო განაცხადს).
3.2 რისკების მართვა
ზემოთ განხილული აქტივობების პოზიტიური გავლენა დიდწილად დამოკიდებულია სამინიტროს მხრიდან საკუთარი საქმიანობის ყველა ჩართულ მონაწილესთან წარმატებულ კოორდინაციაზე. ამას გარდა, იმის გამო, რომ სამინისტროს წინაშე მდგარი სირთულეების გრძელვადიანი გადაჭრისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირებულია, არის იმის რისკი, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ვერ განხორციელდება სრულად და დროულად.
3.3 კოორდინირება
UNHCR-ი და სამინისტრო კოორდინირებას გაუწევენ პროექტის ყველა ასპექტს გაეროს სხვა სააგენტოებთან, სამინისტროებთან, დონორებთან და შესაბამის პირებთან. ამ პროექტის დიდი ნაწილი ემსახურება კორდინაციის გაძლიერებას სამინისტროსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს შორის.
3.4 განხილვა და ანგარიშგება
სამინისტრო უზრუნველყოფს ანგარიშების დროულად მიწოდებას. სამინისტრო UNHCR-ს მიაწვდის კვარტალურ ნარატიულ ანგარიშს, ასევე ფინანსურ ანგარიშებს, რომლებიც შემოწმდება და დაზუსტდება რეგულარულად ორგანიზებული შეხვედრების, ოფისში განხორციელებული ვიზიტების და ასევე UNHCR-ის ვორკშოფებში, ბრიფინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობით. ცალ კეული მონიტორინგის გეგმა დააზუსტებს სხვა სახის შეთანხმებებს.
პროექტის სხვადასხვა კომპონენტები შემოწმდება ერთობლივად UNHCR-ის და საველე თანამშრომლების მიერ, ვინც მიღებულ მონაცემებს გაუზიარებს სამინისტროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკუკავშირის მიღება აღმოჩენილ პრობლემებსა და სხვადასხვა სირთულეებზე.
UNHCR-ი დაცვისა და პროგრესის მონიტორინგის საშუალებით შეაგროვებს დევნილებისგან მიღებულ უკუკავშირს იმ აქტივობებზე, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ ხელშეკრულებაში. მიღებული მონაცემების გაზიარება მოხდება სამინისტროსთან.
3.5 ხილვადობა
ყურადსაღებია UNHCR-ის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ანგარიშგებას, ოპერაციულ/უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხილვადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია ხელშეკრულების 11.26 და 11.30 მუხლებში. შესაბამისი ხილვადობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა გამოცემაში, ასევე დაცული უნდა იყოს ღონისძიებების ორგანიზების დროს.
3.6 სხვა
არ არის ხელმისაწვდომი
4.0 დაკავშირებული შედეგები და პროექტები
4.1 პარტნიორი
2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტრომ მოითხოვა 84,790,000 ლარი (32 მლ აშშ დოლარი) და აღნიშნული ფარავს დევნილებთან ერთად, ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ეკო-მიგრანტების საჭიროებებს.
4.2 სხვა მხარეები
სამინისტრომ ასევე მიიღო ფულადი დახმარება ევროკავშირისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან (თანხა არ არის დაზუსტებული). მჭიდრო კოორდინაცია ყველა დონორს უზრუნველყოფს იმას, რომ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის დუბლირებას.
5.0 ხელშეკრულების ცვლილების ისტორია
6.0 მოსალოდნელი შედეგები
შედეგობრივი ჯაჭვი
პროექტის სამიზნე ჯგუფი:
4GEOD - იგპ და იგპ-ის მდგომარეობაში მყოფი პირები
მიზანი:
PF – დაცვის შერეული საშუალებები
უფლებრივი ჯგუფი:
გადაჭრის გრძელვადიანი გზები
პრობლემის ანალიზი - ამოცანა
პრობლემის დასახელება:
ამომწურავი გადაჭრის სტრატეგიის არარსებობა
პრობლემის აღწერა:
ამოცანის დასახელება:
ამომწურავი გადაჭრის სტრატეგია შედგენილია, დახვეწილი და განახლებულია
მოსალოდნელი შედეგი/გავლენა:
პროექტის ფარგლებში სამინისტროს დახმარება იგპ დაცვისათვის საჭირო გრძელვადიანი და სრულყოფილი პოლიტიკის შემუშავების კუთხით. სამინისტოს პოლიტიკის ინტეგრირება სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან, რაც თავის მხრივ თანხმობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან.
ცხელი ხაზის გაუმჯობესების შედეგად იგპ-ები ინფორმირებული და დაკმაყოფილებულები არიან - ყველა იგპ-ი იღებს სამართლებრივ და საინფორმაციო დახმარებას სამინისტროში მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით.
შედეგების/გავლენის ინდიკატორები
გავლენის ინდიკატორის
გავლენის ინდიკატორის აღწერა
ადგილმდებარეობა
საბაზისო გავლენის
გავლენის სამიზნე ინდიკატორი
დასახელება
ინდიკატორი
გადაჭრის სრულყოფილი სტრატეგია იდენტიფიცირებული და შეჯერებულია
ქვეყნის მასშტაბით
100%
100%
პარტნიორის ლოგო ან ბეჭედი
შეჯერებული შედეგები
შედეგის დასახელება
შედეგის მოკლე აღწერა
ადგილმდებარეობა
შესრულების
ინდიკატორები
შესრულების სამიზნე
საბიუჯეტო სამიზნე
სტრატეგია შემუშავებული და დანერგილია
• სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრები ორგანიზებულია დროებითი საექსპერტო ჯგუფებისათვის რელევანტური დოკუმენტების შემუშავების, დელეგირებისა და მიღების მიზნით.
• ყველა ჩართულ მხარეს წვდომა აქვს იმ ცვლილებებზე, რაც პოლიტიკასა და სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.
• დევნილთათვის ცხელი ხაზის საშუალებით სერვისის მიწოდება, რაც სამინისტროში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00სთ-დან
18:00 სთ-მდე. მუშაობს.
• ცხელი ხაზის ყოველთვიური ანგარიშები ცვლილებების ასახვის გათვალისწინებით მომზადებუბლია.
• სამართლიანობის აღდგენის მექანიზმები, როგორც იგპ დაცვის საზომი გარანტირებულია 2 საჩივრის ცხელი ხაზის თანამშრომლის ჩართულობით.
ქვეყნის მასშტაბით
სტრატეგია შემუშავებული და შეთანხმებულია ყველა ჩართულ მხარესთან
სამინისტროს ინდიკატორები:
დევნილთა რაოდენობა, რომელთაც საინფორმაციო ცხელმა ხაზმა დახმარება აღმოუჩინა
დევნილთა რაოდენობა, რომელთაც საჩივრების ცხელმა ხაზმა დახმარება აღმოუჩინა
100%
(პროექტის ფარგლებში სამინისტროს დახმარება იგპ დაცვისათვის საჭირო გრძელვადიანი და სრულყოფილი პოლიტიკის შემუშავების კუთხით)
25000
126,480 ლარი
საბიუჯეტო ანგარიში - დეტალური
გვერდების ოდენობა: 2
შექმნის თარიღი:26/12/2016
ანგარიშის საიდენტიფიკაციო კოდი: HEPMN03 შექმნის დრო:07:25:41
მოქმედებები: GEO RO ABC მოდელი: დეტალი 2017
(მთავარი ვერსია) საბიუჯეტო წელი: 2017 სვეტი: 4 განმახორციელებელი: 1093000 ღირებულების ცენტრი: 21081
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამოცანა/შედეგი
განმახორციელებელი: 1093000 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
სიტუაცია: 4900 - წლიური საბიუჯეტო აღმასრულებელი კომიტეტი
პროექტით გათვალისწინებული პოპულაციის ჯგუფი: 4GEOD - იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები მიზანი: დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები
610 - გადაჭრის სტრატეგია
610AD - სტრატეგია შექმნილი და დანერგილია
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
614020 IP ადგილობრივი თანამშრომლების სახელფასო ხარჯები 12.00 თვეზე ლარში 6000.00; 6 ცხელი ხაზის ოპერატორის ხელფასი ლარში 72,000.00
12.00 თვე ლარი 2700.00; პროექტის მენეჯერის ხელფასი ლარში 32,400.00
12.00 თვე ლარი 1800.00;პროექტის მენეჯერის ასისტენტი ხელფასი ლარში 21,600.00
სრული თანხა: 622300 ლარი 126,000.00
634100 საკომუნიკაციო ხარჯები (TELEX, T 12.00 თვეზე ლარში 40.00; საკომუნიკაციო ხარჯები ლარში 480.00
-----------------------------------------------------------------
შედეგისთვის საჭირო სრული თანხა: 610AD ლარი 126,480.00
-----------------------------------------------------------------
ამოცანისთვის საჭირო სრული თანხა: 610 ლარი 126,480.00
-----------------------------------------------------------------
მიზნისთვის საჭირო სრული თანხა: PF ლარი 126,480.00
-----------------------------------------------------------------
პარტნიორისთვის საჭირო სრული თანხა: 4GEOD ლარი 126,480.00
----------------------------------------------------------------- სიტუაციისთვის საჭირო სრული თანხა: 4900 ლარი 126,480.00 განმახორციელებელისთვის საჭირო სრული თანხა: 1093000 ლარი 126,480.00
საბიუჯეტო ცენტრისთვის საჭირო მთლიანი თანხის ოდენობა: 21081 ლარი 126,480.00
ხელშეკრულების სიმბოლო: GEO01/2017/0000000286/000
პროექტის აღწერა: დანართი „გ“
პროექტის სამუშაო გეგმა
პროექტის სახელწოდება:
საქართელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა
საბიუჯეტო წელი:
2017
სიტუაცია(ები):
4900
მოქმედებები:
GEO RO ABC
პროექტით გათვალისწინებული პოპულაცია:
იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები
მიზანი(ები):
დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები
ღირებულების ცენტრ(ებ)ი:
21081
პარტნიორის კოდი:
1093000
პროექტის განხორციელების პერიოდი:
01/01/2017 –31/12/2017
შედეგობრივი ჯაჭვი:
სამიზნე ჯგუფი:
იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები
მიზანი:
დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები
უფლებრივი ჯგუფი:
გრძელვადიანი გადაჭრის გზები
ამოცანა: ამომწურავი/სრულყოფილი გადაჭრის სტრატეგია განვითარებული, გამართული და განახლებულია
შედეგი: სტრატეგია განვითარებული და დანერგილია
აქტივობის დაწყებისა და დასრულების დრო/პერიოდი
კვარტალი 1
კვარტალი 2
კვარტალი 3
კვარტალი 4
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
აქტივობა
ადგილმდებარეობა
პარტნიორის მიერ დაქირავებული თანამშრომლების მხარდაჭერა
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
პარტნიორის ლოგო
და ბეჭედი
ხელშეკრულების სიმბოლო: GEO01/2017/0000000286/000
პროექტის აღწერა: დანართი „გ“
სამინისტროს ცხელი ხაზისა და დაკმაყოფილების მექანიზმის მხარდაჭერა
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
სამინისტროს საჩივრების ცხელი ხაზის მექანიზმის მხარდაჭერა
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
X
სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების ორგანიზება
X
X
X
X
დანართი გ -2: სავარაუდო ჩარიცხვის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
საქართელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა
საბიუჯეტო წელი:
2017
სიტუაციები:
4900
მოქმედებები:
GEO RO ABC
პროექტის სამიზნე ჯგუფი:
იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი
პირები
მიზნები:
დაცვა და გადაჭრის
შერეული საშუალებები
ღირებულების ცენტრი:
21081
პარტნიორის კოდი:
1093000
დაგეგმილი საანგარიშო პერიოდი:
ვერსია №1: სავარაუდო
აღწერა
ანგარიში
სრული ბიუჯეტი
პირველი
ტრანში
მეორე
ტრანში
მესამე
ტრანში
მეოთხე ტრანში
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ამოცანა: გადაწყვეტის სტრატეგია
შედეგი: სტრატეგია შემუშავებული და დანერგილია
პარტნიორის ადგილობრივი თანამშრომლების ხელფასები
622300
126,000
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
10,500
საკომუნიკაციო ხარჯები
634100
480
40
40
40
40
40
40
40
40
40
40
40
40
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ჯამი:
სრული თანხა
126,480
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
10,540
მოამზადა: ეკა ჯაფარიძემ თარიღი: 12/26/2016
ხელშეკრულების სიმბოლო: GEO01/2017/0000000286/000
პარტნიორის პერსონალური ანგარიში: დანართი „ე“
პროექტის სახელწოდება:
საქართელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა
საბიუჯეტო წელი:
2017
სიტუაცი(ები)ა:
4900
მოქმედებები:
GEO RO ABC
პროექტით გათვალისწინებული პოპულაცია:
იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები
მიზანი(ები):
დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები
ღირებულების ცენტრ(ებ)ი:
21081
პარტნიორის კოდი:
1093000
პროექტის განხორციელების პერიოდი:
01/01/2017-31/12/2017
სექცია 1 – დაგეგმილი (პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს, როგორც დანართი „ე“)
№
პოზიციის დასახელება
დასაქმებული პირის სახ/გვარი
პროექტში სრული/ნაწილობრი ვი ჩართულობა (%)
დასაქმების/ჩართულობის ხანგრძლივობა: [თარიღი]…. [თარიღი]
ყოველთვიური ღირებულება (საბიუჯეტო ვალუტაში))
UNHCR-ის კონტრიბუცია
(ოდენობა და
%)
პარტნიორის კონტრიბუცია (ოდენობა და
%)
1
პროექტის მენეჯერი
ეკატერინე ჯაფარიძე
100 %
01/01/2017-31/12/2017
2,700 ლარი
2,700 ლარი
100%
0
2
პროექტის მენეჯერის ასისტენტი
მარეხ ჯაფარიძე
100%
01/01/2017-31/12/2017
1,800 ლარი
1,800 ლარი
100%
0
3
ცხელი ხაზის ოპერატორი
გიორგი აბაიშვილი
100%
01/01/2017-31/12/2017
1,000 ლარი
1,000 ლარი
100%
0
4
ცხელი ხაზის ოპერატორი
თამარ გელაშვილი
100%
01/01/2017-31/12/2017
1,000 ლარი
1,000 ლარი
100%
0
5
ცხელი ხაზის ოპერატორი
თეკლა პაპაშვილი
100%
01/01/2017-31/12/2017
1,000 ლარი
1,000 ლარი
100%
0
6
ცხელი ხაზის ოპერატორი
მარიანა სამჭკუაშვილი
100%
01/01/2017-31/12/2017
1,000 ლარი
1,000 ლარი
100%
0
7
საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორი
შორენა შარიქაძე
100%
01/01/2017-31/12/2017
1,000 ლარი
1,000 ლარი
100%
0
8
საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორი
შორენა ბედენაშვილი
100%
01/01/2017-31/12/2017
1,000 ლარი
1,000 ლარი
100%
0