,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2017 წლის 7 აპრილი ქ. ზუგდიდი |
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,2017 წლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/01/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.105.016294).“.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით შეუძლია ისარგებლოს ბენეფიციარმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სამედიცინო მომსახურებით წელიწადში ერთხელ გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული „ზ“ პუნქტისა:“.
3. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„გ) მედიკამენტების დაფინანსება (ქალები 60 წ., მამკაცები 65 წ.) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65000-მდე) პენსიონერებისთვის – მაქსიმალური ლიმიტი 200.00 ლარი;“.
4. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 5
ამ დადგენილების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე იხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.“.
|