„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№618-IIს
სარეგისტრაციო კოდი
120260040.05.001.018376
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2017

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის 21−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების დღეები განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში − არანაკლებ სამი შაბათ-კვირა, ქვედანაყოფში განსაზღვრული შესაბამისი განრიგის თანახმად;

ბ) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებიდან სავალდებულო  სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე − ყოველკვირეულად ორი დღე − შაბათი და კვირა.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების განსაზღვრული ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში ეძლევა შვებულება არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღის ოდენობით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 აპრილი 2017 წ.

N618-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2017.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №618-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120260040.05.001.018376.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №618-IIს, 06.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 120260040.05.001.018376 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3636604/