ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.04.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საქმეთა დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2017 წლის 7 აპრილი
ქ.ზუგდიდი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №2-ის შესაბამისად. (დანართი №2 თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი თან ერთვის №3).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი (დანართი თან ერთვის №4).
მუხლი 5🔗
აღნიშნული დადგენილების ასლი გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც უზრუნველყოს სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა
დანართი №1
საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
2100 ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 ტელ.: (0415)25 00 76, 591 84 22 44
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
_____ _________________201 წ. _________________________________
ოქმის შედგენის ადგილი
1. მე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების
______________________________________________________________________________
თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
_____________________________________________________________
_____________
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე, 513–ე, 55-ე, 533–ე, 152-ე, 1522-ე, 148-ე, 1461–ე, 552–ე, 1191–ე, 150-ე, 1501–ე, 159-ე, 1591-ე, 553-ე, 1074-ე, 1271-ის მე-5 ნაწილის, 1142-ის მე-6 ნაწილის, 125-ის მე-8 ნაწილის, 135-ე, 1792-ე, 1534 _________ მუხლების შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ___________________________
__________________________________________________________________________________
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
__________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება
____________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
______________________________________________________________________________________
სამართალდარღვევის შინაარსი
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
____________________________________________________________________________________
(მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი) ____________________________________________________________________________________
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის
ახსნა-განმარტება;
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
2. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და
მოვალეობები.
მე,___________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი
გავეცანი საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ადმინისტაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
_____________________________________________________________________________________
3. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
ოქმი შეადგინა: _____________________________
ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა
ოქმს გავეცანი: _____________________________
სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა
მოწმეები: (დასწრების შემთხვევაში):
_______________________ ___________________________________ ________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის № ხელმოწერა
_________________________ ________________________________ ________________
სახელი, გვარი მისამართ, პირადობის № ხელმოწერა
________________________ _________________________________ ________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის № ხელმოწერა
დაზარალებული (არსებობის შემთხვევაში):
_________________________ ________________________________ ________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის № ხელმოწერა
____________________________ ______________________________ ________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის № ხელმოწერა
________________________ _________________________________ ________________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის № ხელმოწერა
4. ოქმის ასლი ჩავიბარე:
______________________ ______________________________ _______________
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის № ხელმოწერა
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა, ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და ოქმის შინაარსთან
დაკავშირებით შენიშვნები არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს
უფლება აქვს ჩამოაყალიბოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებში.
მუხლი 4🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულნი (მათი არსებობის შემთხვევაში).
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
მუხლი 5🔗
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის
თარიღი
ოქმის №
ოქმის გამცემი
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
დაბრუნებული(გაუქმებული
ან უვარგისი) ოქმები
შენიშვნა
თანამ-დებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
თანამ-დებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
ოქმის
№
თანამ-დებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერისო ქმის №
ოქმის №
თანამ-დებობა
სახელი
გვარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის
აქტი
აქტი №
ქ._____________ 2017 წლის „___“ „_____________“
№
საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ოქმის №
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი:
ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: