ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.04.2017
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.164.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის
უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის
საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის
დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის
ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2017 წლის 10 აპრილი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ და „ე.გ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი თანდართული დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
გამოცხადდეს ძალადაკარგულად „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13.02.2015 040110030.35.164.016156).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
დანართი №1
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს.
2. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669-ე დადგენილების შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების უპირობოდ ან პირობებით საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ყვარლის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში ,,გამყიდველი’’), მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ გამოცხადებულია პირობებით აუქციონი - მუნიციპალიტეტის შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული საჯარო აუქციონის პირობების შესრულება.
3. საჯარო აუქციონის ფორმით ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი.
4. ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო ფასი გამყიდველის მიერ განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669-ე დადგენილების მე-6 თავის შესაბამისად.
5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას კანონით განსაზღვრული პირი.“
6. საჯარო აუქციონის ფორმით ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ.
7. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
8. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ.
მუხლი 2🔗1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები:
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობის საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური;
ბ) საჯარო აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრული წარმომადგენელის (რწმუნებული) ავანსის ან/და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოშვებაში და www.eauction.ge.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას. ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
5. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან წილების საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში;
ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
6. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი, სააუქციონო კომისიის სხვა წევრები და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან არანაკლებ 30-ე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო სამუშაო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:
ა) განაცხადს - აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა რითაც ადასტურებს რომ, გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) ინფორმაცია აუქციონში მონაწილის შესახებ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს ყვარლის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით.
მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი.
4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლებამოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 7🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/ და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის სხვაობას.
3. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
4. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელი ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.
„მუხლი 7🔗1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის ფორმები და პირობები
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის) თანხმობის გარეშე.
3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები.“.
მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო საჯარო აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადაში არ გადაიხდის მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსახორციელებელი ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 9🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 10🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 11🔗. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 12🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დანართი №2
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
ო ქ მ ი №_______
ქ. ყვარელი „____“ „____________“ „20___ წ “
წინამდებარე ოქმი შედგა მასზედ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №___ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ორგანიზებულ აუქციონზე ______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, საკადასტრო/სარეგისტრაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე ___________________________________________________________________
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი ___________________________________________________________ ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასის __________________________________ ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში - „შემძენი“) სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
და მას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №___ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. ქონების შემძენმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი _____________________________ ლარი
(ციფრებით, სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს წინამდებარე ოქმის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
№__________________________________;
მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში;
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
მიმღები ბანკის კოდი_____________________________________;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი______________________________________________;
გადახდის დანიშნულება შემოსულობა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ქონების სრული ღირებულების გადახდა) შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
5. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება.
6. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს.
9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და აწერს ხელს.
10. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
------------------------------------------- ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული პირი
------------------------------------------ ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
დანართი №3
პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
ო ქ მ ი №____
ქ. ყვარელი „____“ „_________________“ „201_ წ “
წინამდებარე ოქმი შედგა მასზედ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №____ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ორგანიზებულ აუქციონზე _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, საკადასტრო/სარეგისტრაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე _____________________________________________________________________
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი _____________________________________________________ ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასის
____________________________________________________________________________ ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა
_________________________________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში _ შემძენი) სახელი, გვარი / იურიდიული პირის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
და მას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №___ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
1. აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი ____________________________________________ ლარი
(ციფრებით და სიტყვიერად)
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
სრულად უნდა გადაუხადოს წინამდებარე ოქმის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო
ანგარიშზე №__________________________
მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში;
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
მიმღები ბანკის კოდი_______________________________;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი______________________________;
გადახდის დანიშნულება - შემოსულობა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან;
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა.
1. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა პატრონობასა და დაცვაზე.
3. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
4. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, საჯარო აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე საჯარო აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%ს.
6. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
7. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
8. თუ მყიდველი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება.
9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
10. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს.
13. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და აწერს ხელს.
14. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
--------------------------------------- ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული პირი -------------------------------------- ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
დანართი №4
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
(მცირე სახელმწიფო გერბი)
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№_______
ეძლევა_____________________________________________________________________________
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში
____________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი _________________________________________________________________________
( კვ.მ)
მიწათსარგებლობის საფუძველი_____________________________________________________________
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი ____________________________
№__________
მოწმობა შედგენილია სამ თანაბარ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი გადაეცემა _____________________________________________________________________________________
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20___ წლის „_____“ „___________________“
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი:_________________________________________
(ხელმოწერა)
სახელი, გვარი
დანართი №5
მ ო ნ ა წ ი ლ ი ს ბ ი ლ ე თ ი
მონაწილის ბილეთი №______
აუქციონატორის დასახელება_______________________________________________________
მონაწილე ______________________________________________________________________
საპრივატიზებო ობიექტის დასახელება _____________________________________________
_____________________
________________________________________________________________________________
საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, ადგილი, მისამართი
___________________________________________________________________________
ბილეთის ფასი_________________________________________________________ ლარი
ლოტის №_____________.