„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2017 წლის 10 აპრილი ქ. დუშეთი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200 (ორასი) ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარი.
2. ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ:
ა) მოქალაქეებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და ფიქსირდებიან სოციალურად დაუცველების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 65000-ზე მეტი ქულა;
ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
დ) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს – 300 ( სამასი) ლარი;
ე) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა – 200 (ორასი) ლარი;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი – 200 (ორასი) ლარი;
ზ) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარი;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს – 300 (სამასი) ლარი;
ი) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 100 (ასი) ლარი;
კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი) – 100 (ასი) ლარი – (2 ივლისს);
ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს – 100 (ასი) ლარი – (8 აგვისტოს).
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი) ლარამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე;
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ).
5. გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტი) ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;
ე) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულმა პირებმა დამატებით გამგეობაში უნდა წარადგინონ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა გამგეობაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2017. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 280070120.35.152.016290.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 10.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 280070120.35.152.016290 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3637090/