აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა შპს „საქართველო-ავსტირიის ერთობლივი საწარმო მეტეხის“ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩენილი ქონების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ პ ს „სა ქ ა რ თ ვ ე ლ ო -ა ვ ს ტ რიის ე რ თ ობ ლ ივი ს ა წ ა რ მ ო „მ ეტ ე ხ ის“ განცხადება

გაცნობებთ, რომ „შპს საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო „მეტეხის“ (ს/კ202889865) მიმართ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობს საქმის წარმოება, რომელიც დასრულდა მოვალის გაკოტრებით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შპს „საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო მეტეხის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ე.ს გუდაურის“ (ს/კ 241492069) 20.7 %-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორია შპს „საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო „მეტეხი“.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოაჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ            ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით       რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ მოთხოვნა შპს „საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო „მეტეხის“ მიმართ, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მომართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოთ ზემოაღნიშნული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ნათია სახოკია