ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2017
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.150.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2017
matsne.gov.ge 732 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2018 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.12.2017 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.11.2017 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2017 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2017 წლის 10 აპრილი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.   მუხლი 2🔗 „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №49 დადგენილება (ვებგვერდი, 29.03.2012 წელი; სარეგ. კოდი: 010260020.35.150.016027) გამოცხადდეს ძალადაკარგულად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სამსახური, რომელიც მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა  შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისა და  საჯარო  მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; ბ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის სფერო და შესასრულებელ სამუშაოთა აღწერილობა განსაზღვრულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებით, ამ დებულებით. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში მისი  დავალებით სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15, მე-16, მე-17 მუხლებით და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვას, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას; ბ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავებას; გ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს; ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სარგებლობაში არსებული ქონების მონიტორინგს; ვ) საკრებულოს, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს,  დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას; ზ) საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და  მასალებით; თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗.  შესყიდვების განყოფილების ფუნქციები 1. შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას; დ)მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; თ) განყოფილებაში შტატით გათვალისწინებულია ერთი საჯარო მოხელე მთავარი სპეციალისტის რანგით, რომლის სამსახურეობრივ მოვალეობაში ძირითადად შედის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების (შესყიდვების გეგმის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადების პროცესში მონაწილეობა), სამსახურის და განყოფილების უფროსების სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 5🔗. სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების ფუნქციები 1. სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებას და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; დ) საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ტექნიკით და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ)  საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; თ) განყოფილებაში შტატით გათვალისწინებულია ორი საჯარო მოხელე: ერთი უფროსი სპეციალისტის, ერთი კი წამყვანი სპეციალისტის რანგით. მუხლი 6🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.