⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2024)
გაუქმებულია:

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2017
ძალის დაკარგვა 06.02.2024
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 798 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2017 მიღება
06.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2017 წლის 10 აპრილი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. /თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 1. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შესრულებას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ანხორციელებს: საქართველოს  მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლი. 3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მიზნობრივი ტრანსფერიდან. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. თავი II სამსახურის ამოცანები და უფლება-მოვალეობანი მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: 1. უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება. 2. უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა . 3. გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება. 4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: 1. ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; 2. 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა. 3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება. 4. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა. 5. სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი. 6. მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა. 7. სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობანი სამსახურის მოვალეობებია: 1. აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა. 2. სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხების წესების დარღვევის ფაქტზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს. 3. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. 4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსისა და ოთხი საჯარო მოხელისაგან. 2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურის საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 4. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობებით. 5. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდების სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარსადგენად ამზადებს აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში აღრიცხვას და გაწვევას; დ.ბ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოში; ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხასა და სამსახურის ხარჯებში დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს; ზ) უფლებამოსილია თავის კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი: 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, შესაბამისი საბუთების წარმოების, პირადი საქმეების შექმნის, მათი წარმოების, წვევამდელთა სავალდებულო სამსახურში გაწვევის, რეზერვისტთა საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის სამუშაოები, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე და იქიდან დათხოვნილი რეზერვისტების სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანა, მოხსნა, ოფიცერთა კარტოთეკის წარმოება; რეზერვისტთა აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა, სამხედრო ბილეთების გაცემა, რეზერვისტთა კარტოთეკის წარმოება, ქალ რეზერვისტთა აღრიცხვაზე აყვანა; ზღვრული ასაკის წვევამდელთა თადარიგში ჩარიცხვა; შემოსული და გასული დოკუმენტაციის, მოქალაქეთა განცხადებების, დოკუმენტების აღრიცხვა-დამისამართება; ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოში წარსადგენად; გ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დადგენილი წესით. 3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.