შპს „ევრო-ფუდის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3243-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3243-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2017 წლის 7 აპრილი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე − თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი : შპს „ევრო-ფუდი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205184003)

წარმომადგენელი : გიორგი გვენეტაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ევრო-ფუდის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ,

გამოარკვია:

2017 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ევრო-ფუდის“ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ და მოითხოვა შპს „ევრო-ფუდის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან, შპს „ევრო-ფუდს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „ევრო-ფუდის“ წარმომადგენელს გიორგი გვენეტაძეს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა სასამართლოს წარმოუდგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შპს „ევრო-ფუდის“ ანგარიშწორების შესახებ.

2017 წლის 8 თებერვალს შპს „ევრო-ფუდის“ წარმომადგენლის მიერ შევსებულ იქნა ხარვეზი და სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ევრო-ფუდს“ (ს.ნ: 205184003) უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშწორების ანგარიშები, კერძოდ: სილქ როუდ ბანკი − 02.0.2011 დახურული; ტაოპრივატბანკი − 15.05.2016 დახურული; საქართველოს ბანკი − მოქმედი − საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 08.02.2017 ინფორმაციით - ანგარიში ნული. თიბისი ბანკი − მოქმედი − ანგარიში ნული, ბანკი ქართული − მოქმედი − ანგარიში ნული.

 2017 წლის 10 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ტომარას“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა 2017 წლის 16 თებერვლას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 17 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა ვასილ ტიტვინიძემ და ითხოვა შპს „ევრო-ფუდის“ (ს/კ 205184003)მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიას 2017 წლის 22 მარტს განცხადებით მომართა განმცხადებლის სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა ვასილ ტიტვინიძემ და მოითხოვა სს „თიბისი ბანკის“ მიერ წარმოდგენილი შპს „ევრო ფუდის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლის ვასილ ტიტვინიძის განცხადება, შპს „ევრო-ფუდის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმე №2/7445-17 დარჩა განუხილველი;

ზ/ხსენებული გარემოებების გათვალისიწნებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ევრო ფუდის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ევრო-ფუდი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს შპს „ევრო-ფუდის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დაადგინა :

   1. შპს „ევრო-ფუდი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 211343982) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ევრო-ფუდის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                                                                                      თამარ ბურჯანაძე