მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №693
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).003.023468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2017
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 04.02.2016 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 27.12.2017 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 06.07.2017 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 18.05.2015 მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 15.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №693 2017 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ 1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ  მიმდინარე წლის 31 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებუ­ლი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 4 923 173 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდასამი ათას ას სამოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის: 1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 475 000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 343 610 (სამას ორმოცდასამი ათას ექვსას ათი) ლარისა №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 161 000 (ას სამოცდაერთი ათასი) ლარისა №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.4. დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 106 392 (ას ექვსი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.5. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 333 046 (სამას ოცდაცამეტი ათას ორმოცდაექვსი) ლარისა №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.6. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.7. ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.8. ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 332 500 (სამას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარისა №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.9. ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა №9 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.10. ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.11. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 186 625 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარისა №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.12. ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარისა №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.13. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარისა №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა №14 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.15. გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.16. ქარელის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 1.17. ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 285 000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარისა №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 2.  ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტ(ებ)მა  უზრუნველყონ ამავე განკარგულების დანართებით გათვალისწინებული პროექტების თანადაფინანსებისათვის შესაბამისი სახსრების კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინება შესაბამისი მუნიციპალიტეტ(ებ)ის ბიუჯეტ(ებ)ში, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების 3​1   მუხლის შესაბამისად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების საფუძველზე თანხების გადარიცხვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი