ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.114.016336
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 12 აპრილი

დაბა ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილების დანართში  (www.matsne.gov.ge; 06/02/2017,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250000.35.114.016327).
მუხლი 2
1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1.საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობა:

ა) აპარატის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე.“.

2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს საკრებულოს აპარატის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს;

3. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დადგენილების დანართის მე-5 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობის  შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

გ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

დ) უფლებამოსილია განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თავის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. დადგენილების დანართის მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. საკრებულოს აპარატის განყოფილებებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) საორგანიზაციო, საკადრო  და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) საოქმო და სამდივნო  მომსახურების განყოფილება.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.04.2017.
როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 12.04.2017. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.114.016336.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №10, 12.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016336 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3639865/