საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№728
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №728

2017 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

 

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში − დეპარტამენტი), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ 9-კმ 15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა დეპარტამენტმა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება დეპარტამენტმა განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი