საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№643
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 

განკარგულება №643

 

2017 წლის 31 მარტი

 

ქ. თბილისი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

  „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს წინასწარი თანხმობა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (CPV34100000) (10 ერთეული ახალი რეანიმობილი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 35 04) ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი