ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2017 წლის 13 აპრილი დაბა ხარაგაული |
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. გაეწიოს მატერიალური დახმარება:
ა) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, დაფინანსდეს 70%-ით, არაუმეტეს 700 ლარისა;
ბ) როდესაც ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარზე მეტია, დაფინანსდეს 1000 (ერთი ათასი) ლარით;
გ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) - დახმარება განისაზღვროს 1500 ლარამდე;
დ) სამედიცინო გამოკვლევებისთვის ღირებულების 50%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, დაფინანსდეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
ე) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებს, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დასაფინანსებლად, პაციენტის მიერ გადასხდელი თანხის - სოციალურად დაუცველთათვის ღირებულების 30%, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის - 70%;
ვ) მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას:
ვ.ა) აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდის მკურნალობისას;
ვ.ბ) ეპილეფსიის;
ვ.გ) პარკინსონის;
ვ.დ) ბრონქიალური ასთმის;
ვ.ე) შაქრიანი დიაბეტის;
ვ.ვ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას.
ზ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად - წელიწადში 1000 ლარის ოდენობით;
თ) 100 წელს მიღწეულ და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით;
ი) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან/და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისთვის - 250 ლარი;
კ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 35000 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის - 200 ლარი;
ლ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება;
მ) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციართა ფინანსური დახმარება - ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულთათვის - წელიწადში 600 ლარის ოდენობით;
ნ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთჯერ - 100 ლარი;
ო) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომრის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად - წელიწადში 2000 ლარი;
პ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს - ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად;
ჟ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება, რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს - არაუმეტეს 200 ლარისა.“.
2.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მატერიალური დახმარების მიღების მსურველმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრაციის ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში გამგეობაში დამატებით უნდა წარმოადგინოს განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.04.2017. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.128.016287.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №14, 13.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016287 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3641892/