შპს ,,გზაარამადნეული” -ის კრედიტორთა პირველი კრების გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/38066-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/38066-16

 

ამონაწერი

2017 წლის 28 მარტის კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი მარიამ ხიდაშელი

 

  განმცხადებელი (კრედიტორი) –საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმომადგენლები: სანდრო ვაშაყმაძე,სალომე კუპრავა

 

მოვალე – შპს ,,გზაარამადნეული” (ს.კ 209442110)

დირექტორი - შპს,,რეაბილიტაცია”

წარმომადგენელი – ამირან დადვანი

 

კრედიტორი: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე ბარავკოვი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

 

დღის წესრიგი – მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა

 

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება შპს „გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 14 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,გზაარამადნეულის” წარმომადგენელთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 2 მარტს 15:00 სთ-ზე.

2017 წლის 2 მარტს 15:00 სთ-ზე მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მოვალის და კრედიტორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მომრიგებელი საბჭოს წევრების კანდიდატურები, შესაბამისად კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 28 მარტს 15:00 სთ-ზე.

2017 წლის 28 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მხარეებმა კვლავ ითხოვეს დამატებითი ვადის მიცემა მომრიგებელი საბჭოს წევრების კანდიდატურების წარმოსადგენად.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                  თამარ ბურჯანაძე