საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-69
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება
№2-69
2017 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახური (შემდეგში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;
ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ აგრარულ სექტორში შესაბამისი პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) დონორი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების მართვის ხელშეწყობა და მათი მონიტორინგი, საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დონორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ე) დონორი ორგანიზაციების მიერ აგრარულ სექტორში განსახორციელებელი პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სოფლის მეურნეობის სამინისტროში დონორთა დაფინანსებით მიმდინარე საინვესტიციო პროექტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის პირველი კომპონენტის – ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების განვითარება და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის“ პროექტის განხორციელება/მართვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი პროცედურების მიხედვით (პროგრამული, ფინანსური მართვა/ანგარიშგება და შესყიდვები);
ზ) საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დონორი ორგანიზაციებიდან თანხების გამოთხოვა/შევსება, პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ხელშეკრულებების გაფორმება, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებისათვის თანხების გადარიცხვის უზრუნველყოფა;
თ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო დაქირავებული ინდივიდუალური კონსულტანტების საქმიანობის ზედამხედველობა/კოორდინაცია;
ი) საინვესტიციო პროექტებისათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა;
კ) საინვესტიციო პროექტების წლიური ბიუჯეტებისა და გეგმების მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) საინვესტიციო პროექტების ადმინისტრირება ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით;
მ) დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის ყოველკვარტალური და ყოველწლიური გეგმების შედგენა და დონორებთან წარდგენა;
ნ) დონორთა მოთხოვნების შესაბამისი კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა დონორი ორგანიზაციებისთვის;
ო) მონიტორინგი დონორებთან შეთანხმებული ინდიკატორების მეშვეობით;
პ) დონორთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმილი პროექტების მომზადების მიზნით;
ჟ) დონორი ორგანიზაციების საზედამხედველო მისიების მომზადება;
რ) საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ს) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება უფროსის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტისაგან.
2. სამსახურის უფროსს, უფროს სპეციალისტს და სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოხელეთა ანგარიშს, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი.