,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№494
სარეგისტრაციო კოდი
120.320.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 08/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №494

2004 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული   ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დაწესებული დანამატების ნუსხა (დანართი №1) და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების ნუსხა (დანართი 2).“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველო შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე დაწესებული დანამატების ნუსხა

 (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი

კოდი

დანამატის ოდენობა

1.

პოლკოვნიკი

O-8

610

2.

ვიცე-პოლკოვნიკი

O-7

590

3.

ვიცე-პოლკოვნიკი

O-6

540

4.

მაიორი

O-5

410

5.

კაპიტანი

O-4

400

6.

უფროსი ლეიტენანტი

O-3

390

7.

მთავარი სერჟანტი

S-8

385

8.

ბრიგადის სერჟანტი

S-7

380

9.

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

370

10.

მასტერ სერჟანტი

S-5

360

11.

უფროსი სერჟანტი

S-4

350

12.

სერჟანტი

S-3

340

13.

უმცროსი სერჟანტი

S-2

335

14.

კაპრალი (სპეციალისტი)

S-1

330

 

შენიშვნა: ვიცე-პოლკოვნიკების წოდებრივი ზღვრის საშტატო ერთეულებზე თანამდებობრივი სარგოს დანამატი განისაზღვროს შესაბამისი თანამდებობის რანგის გათვალისწინებით.”.

2. ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

მ. სააკაშვილი