სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019906
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების
განსაზღვრის შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოლოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №197
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ –
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ –
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად.
მუხლი 2🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:
1. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი.
2. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის დანიშვნა.
მუხლი 3🔗
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წარმოადგენს სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობებში.
მუხლი 4🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი პროექტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება (მათ შორის, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კონკურსის წესით დანიშნულ თანამშრომელთა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ გადაყვანის/გადანიშვნის ღონისძიებების კოორდინაცია).
მუხლი 5🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №314 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება, გარდა პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი