„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0417/18-1
2017 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 117 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 144.
3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და მოძრაობა ალ-ქაიდასთან, ნომერი 152 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი №1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი (ები, ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყოფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 117 | სახელები : 1. რადი (RADI) 2. აბდ ელ სამი (ABDELSAMIE) 3. აბუ ელ იაზიდი (ABOUELYAZID) 4. ელ აიაში (ELAYASHI)
დაბ . თარიღი : 02.01.72 დაბ . ადგილი : ელ გარბიას სახალიფო, ეგვიპტე (ElGharbia,GovernorateEgypt) ეროვნება / მოქალაქეობა : ეგვიპტელი | მერა`ი (Mera’i) | პასპორტის მონაცემები :
პირადი ნომერი :
| ჩილეას ქ. 40, მილანი, იტალია (ViaCilea 40, Milan, Italy (Domicile). | 12.11.03 (ცვლილებები 09.09.05 21.12.07 16.05.11 29.03.17)
| 2006 წლის 21 სექტემბერს მილანის პირველი ინსტანციის სასამართლოს (courtofFirstInstanceofMilan) მიერ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელს იხდის იტალიაში.
სასჯელის ვადა იწურება 2012 წლის 6 იანვარს.
სასჯელის მოხდის შემდეგ ექვემდებარება გაძევებას იტალიიდან. უშიშროების საბჭოს 1822 (2008) რეზოლუციის შესაბამისად საქმის გადასინჯვა დასრულებული იქნა 2010 წლის 21 ივნისს. ინტერპოლის სპეციალური განცხადების ვებ ლინკი: https://www.interpol.int/en/notice/search/un/1418994 |
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი № 2
იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან
| № | ორგანიზაციის დასახელება | დასახელების სხვა ვარიანტები | მისამართი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 152 | MUJAHIDIN INDONESIAN TIMUR (MIT) | ა) Mujahidin of Eastern Indonesia ბ) East Indonesia Mujahideen გ) Mujahidin Indonesia Timor დ) Mujahidin Indonesia Barat (MIB) ე) Indonesia of western Indonesia | ინდონეზია ( Indonesia) | 29.09.2015 (ცვლილება 30.03.17) | ტერორისტული დაჯგუფება დაკავშირებული ერაყში და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL)-თან, ირიცხება ალ-ქაიდას ორგანიზაციაში ერაყში (Al-Qaida in Iraq) (იურიდიული პირების სიაში № 83), JEMAAH ISLAMIYAH (JI)-ში (იურიდიული პირების სიაში №85) და JEMMAH ANSHORUT TAUHID (JAT)-ში (იურიდიული პირების სიაში №131). საქმიანობს jawa-სა და Sulawesi-ში, ინდონეზიაში და ასევე აქტიურია ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინციებში. ლიდერი იყო აბუ ვარდაჰ (Abu Wardah), ფსევდონიმი სანტოსო (შანტოსო), (გარდაცვლილი)
ინტერპოლის სპეციალური განცხადების ვებლინკი: https://www.interpol.int/en/notice/search/une/5919482
|