„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესისა და იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2017 წლის 20 აპრილი ქ. ზუგდიდი |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესისა და იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.170.016232) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა.ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2 .არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.“; ა.ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფარმოს ხელშეკრულება.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დანართი №2 დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
შენიშვნა: ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაირიცხება.“. |
|