1. საჯარო მოსამსახურე უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ მიწოდებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. საჯარო მოსამსახურე საჯარო ინფორმაციის გაცემისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და ინფორმაციის საჯაროობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებს.

3. საჯარო მოსამსახურე პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას იცავს ბალანსს ინფორმაციის საჯაროობასა და საჯარო ინტერესს შორის.

4. საჯარო მოსამსახურე, საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოქმედებს კეთილსინდისიერად და ბოროტად არ იყენებს ინფორმაციის მიწოდებისათვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

5. საჯარო მოსამსახურე მზად არის, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მისი სამსახურებრივი საქმიანობის მიზნებისა და საფუძვლების შესახებ, ასევე იყოს ღია მისი  ქცევისა და გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლისათვი