საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.04.2017
ძალაში შესვლა 24.04.2017
ძალის დაკარგვა 19.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №70/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430020000.22.022.017324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№70/ნ
2017 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას რეორგანიზაციის გზით გამოეყოს და შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ თანდართული წესდება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 24 აპრილს.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ (შემდგომში – საზოგადოებრივი კოლეჯი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. საზოგადოებრივი კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
3. საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. საზოგადოებრივი კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქუჩა №1ა.
მუხლი 2🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნები და ამოცანები
1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია:
ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე, მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
2. თავისი მიზნის მისაღწევად საზოგადოებრივი კოლეჯი:
ა) უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;
ე) ზრუნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
ზ) თანამშრომლობს საქართველოს პროფესიულ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
ი) ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს;
კ) ახორციელებს არასაბიუჯეტო მოკლევადიან ტრენინგკურსებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვა
მუხლი 3🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოები და საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურა
საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოებია – საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 4🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი.
3. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის უფლება-მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
მუხლი 5🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის ფუნქციები
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი):
ა) ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვას;
ბ) წარმოადგენს საზოგადოებრივ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს, ბიუჯეტსა და საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს;
ზ) არაუგვიანეს 31 დეკემბრისა აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა ისეთი გარიგებების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტის 5%-ს;
ი) წარმართავს და ზედამხედველობს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და საწარმოო პრაქტიკას;
კ) ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად დაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო
1. საზოგადოებრივი კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს და სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას;
დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამოქმედო გეგმას;
ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.
5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა საჯარო კოლეჯთან გაერთიანება/მიერთება ან კოლეჯის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:
ბ.ა) საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;
ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;
გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ საზოგადოებრივ კოლეჯში;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;
ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;
ვ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა ძალაში;
ზ) პირი სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებადაა ცნობილი;
თ) გარდაიცვალა.
მუხლი 8🔗.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 9🔗.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;
გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი;
ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.
5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა
1. სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აცხადებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას.
2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, სამინისტრო შეარჩევს საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗.
სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა
1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს საზოგადოებრივ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით.
2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს დირექტორი.
3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე.
5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი მხოლოდ მშობელს.
6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;
ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.
7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.
მუხლი 12🔗.
საარჩევნო კომისია
1. პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი;
ბ) დირექტორი ან მისი ნათესავი;
გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.
3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი III
საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები. საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 13🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. საზოგადოებრივი კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. საზოგადოებრივი კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14🔗.
საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, საზოგადოებრივი კოლეჯის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. საზოგადოებრივ კოლეჯს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საზოგადოებრივი კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) ვაუჩერული დაფინანსება/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება;
ბ) მიზნობრივი პროგრამული დაფიანსება;
გ) პროგრამული დაფინანსება;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი გრანტი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
თავი IV
საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 16🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
თავი V
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 17🔗.
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 18🔗.
გარდამავალი დებულებები
1. საზოგადოებრივი კოლეჯი წარმოადგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფლებამონაცვლეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და სსიპ – პროფესიული კოლეჯის „აიტის“ სამართალმემკვიდრეობის ნაწილში.
2. ამ წესდების ძალაში შესვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამეთვალყურეო საბჭოს.
3. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებას ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი.
4. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
5. საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.