საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობებია:

ა) გამოაცხადოს კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება;

გ) აღმოფხვრას ბიუროს მიერ დადგენილი ხარვეზი კონკურსის შესახებ შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში;

დ) ასახოს კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში;

ე) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა  გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ბიუროსა და კანდიდატებს;

ვ) განახორციელოს ღია ან/და დახურულ კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობებ