1. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობას;
დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ;
ე) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას;
ვ) საჯარო დაწესებულების მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს.
2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაცია