⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.08.2010)
გაუქმებულია:

საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 15.11.2004
ძალის დაკარგვა 26.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №507
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.08.002.003.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 133, 18/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,536 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2004 მიღება
26.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №507 2004 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 3. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია). მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I უნივერსიტეტის სტატუსი, ავტონომიურობა     მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. საქართველოს სუბტროპიკული მურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ საქმიანობას. 3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. 4. უნივერსიტეტს აქვს ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და კომერციულ ბანკში, შტამპი, ბეჭედი და ემბლემა. ბეჭედზე ასახულია მისი სრული სახელწოდება ქართულ ენაზე. 5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში დებს გარიგებებს. 6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. 7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩლედ ან მოპასუხედ. 8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 4616. ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №21.     მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის ავტონომიურობა 1. უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 2. უნივერსიტეტი: ა) შეიმუშავებს და განიხილავს წინადადებებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ბ) აყალიბებს სტრუქტურას, თავის შემადგენლობაში დადგენილი წესებით ქმნის და აუქმებს ფილიალებს, ფაკულტეტებს, კათედრებს, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს, გიმნაზიებს, მუზეუმებსა და სხვა ქვედანაყოფებს; გ) ახორციელებს სწავლების ფორმების შემოღებასა და გაუქმებას, ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტების, ბაკალავრების, მაგისტრების და ასპირანტების მომზადებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ადგენს უნივერსიტეტში მისაღებ კონტინგენტს, სახელმწიფო დაკვეთის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით (ეს ვრცელდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომელთა განათლების მიღების უფლება ხორციელდება შეთანხმებათა და საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე); ე) ამყარებს კავშირურთიერთობებს სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან) არსებული კანონმდებლობისა და ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ვ) მართავს ქონებას და ფინანსურ სახსრებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, აგრეთვე წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს. თავი II უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი     მუხლი 3🔗. საქმიანობის სფერო უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) საუნივერსიტეტო პროფილის კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება და გადამზადება; ბ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა; გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; დ) საგამომცემლო საქმიანობა; ე) სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება; ვ) მეცნიერების მიღწევების დანერგვის საქმეში სამეცნიერო-მეთოდური დახმარების გაწევა. თავი III უნივერსიტეტის სტრუქტურა სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ფაკულტეტები; ბ) კათედრები; გ) სასწავლო ნაწილი; დ) სამეცნიერო-კვლევითი სექტორი; ე) სამეცნიერო ბიბლიოთეკა; ვ) სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილება; ზ) ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილება; თ) სწავლული მდივნის სამსახური; ი) კადრების განყოფილება; კ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი; ლ) საბუღალტრო-ეკონომიკური სამსახური; მ) კანცელარია; ნ) არქივი. 2. უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში შემავალი ერთეულებია: ა) ინსტიტუტები; ბ) ფილიალები; გ) სასწავლო-სამეცნიერო და კვლევითი მეურნეობები. 3. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 4. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მმართველი ორგანოების სისტემა და მუშაობის წესი განისაზღვრება შესაბამისი წესდებებით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.     მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა 1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. 2. შინაგანაწესით განისაზღვრება უნივერსიტეტში აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა თვითმმართველობის, მათი ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები. სტუდენტთა უფასო და ფასიანი სწავლების ნორმები, სასწავლო რეჟიმი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და მისი განხორციელების ფორმები. 3. შინაგნაწესი არ უნდა შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში. 4. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებული და სხვა), ასევე აფხაზეთის ომში დაღუპულთა შვილებისათვის სწავლისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი – გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება. 5. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შე-თანხმებით.     მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში, უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს.     მუხლი 8🔗. სადისერტაციო საბჭოები 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო ხარისხების დაცვისა და მინიჭებისათვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებენ სადისერტაციო საბჭოები. სადისერტაციო საბჭოები მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პროფესორისა და დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებისათვის უნივერსიტეტთან იქმნება პროფესორთა საბჭო. თავი IV უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის მუშაკები     მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის მართვა უნივერსიტეტის მართვას ახორციელებენ: ა) სამეცნიერო საბჭო; ბ) რექტორი; გ) რექტორატი; დ) დეკანატები.     მუხლი 10🔗. სამეცნიერო საბჭო 1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პრორექტორები, კათედრის გამგეები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები და სტუდენტები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან შესაბამისი სტუდენტური ორგანიზაციებიდან და რომელთა რაოდენობასაც განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო. 3. სამეცნიერო საბჭო: ა) წარმართავს უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) განიხილავს უნივერსიტეტის პრორექტორების, ინსტიტუტების, ფილიალებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს რექტორის წარდგინებით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; გ) ირჩევს რექტორს და პროფესორებს; დ) წარადგენს და გამოიწვევს თავის წარმომადგენლებს დაწესებულების სამეურვეო საბჭოში, ისმენს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენლების ანგარიშებს; ე) განიხილავს უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, აფასებს მას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს რექტორს; ვ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიოს ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის გამოჩენილი სპეციალისტები, ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები; ზ) ასრულებს ამ წესდებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილ სხვა ფუნქციებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე ღია კენჭისყრით, ხმის უბრალო უმრავლესობით; ი) ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევას აწყობს ფარული კენჭისყრით. 4. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რექტორი. 5. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.     მუხლი 11🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც წარმართავს უნივერსიტეტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით. 3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს სამეცნიერო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები. მისი პედაგოგიური მუშაობის მიმართულება უნდა ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პროფილს. 4. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რექტორის არჩევნებს ნიშნავს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 თვისა. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე არჩეულ უნდა იქნეს რექტორის არჩევნების საორგანიზაციო კომისია, რომელიც წარმართავს რექტორის არჩევის პროცესს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება საორგანიზაციო კომისიაში გრძელდება კონკურსის გამოცხადების დღიდან ერთი თვის განმავლობაში. საორგანიზაციო კომისიას ღია კენჭისყრის წესით გამოაქვს დასკვნა კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ. 5. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. რექტორობის კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მან მოიპოვა სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა ნახევარზე მეტი. 6. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, საბჭოს იმავე სხდომაზე ჩატარდება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა მიიღეს. თუ კენჭს იყრიდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათ ვერ მიიღეს არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას განსაზღვრავს საორგანიზაციო კომისია. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო რექტორის არჩევნების შესახებ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით, ერთ კვირაში დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს. 8. რექტორი პასუხისმგებელია უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის. 9. რექტორი უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს ან სამსახურიდან გაათავისუფლოს ნებისმიერი მუშაკი; ბ) შეიმუშაოს საუნივერსიტეტო მმართველობის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება; გ) განსაზღვროს სოციალური განვითარების ფონდის გამოყენების მიმართულება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგოს უნივერსიტეტის ქონება, გახსნას ან დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში; ე) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია; ვ) უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები; ზ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან; თ) განახორციელოს ამ წესდებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 10. რექტორი სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისა და სტუდენტისათვის; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას, დააფუძნოს, დაარსოს ინსტიტუტები, ფილიალები, კოლეჯები, შემოიღოს სპეციალობები. 11. რექტორი, შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანო-ბისათვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის ზუსტად წარმოებისათვის. 12. რექტორს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 13. რექტორის მატერიალური სტიმულირების წესი და გარანტიები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანატი 1. უნივერსიტეტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ინსტიტუტებისა და ფილიალების დირექტორები, დეკანები, აგრეთვე ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები. 2. უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს რექტორი. 3. პრორექტორების რაოდენობა და ფუნქციები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით. პრორექტორობის კანდიდატებს რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოდ ფორმდება რექტორის ბრძანებით. 4. დეკანის არჩევა ხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ ალტერნატიული პრინციპით, კონკურსის წესით და სასწავლო ციკლის ვადით. დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა 10 წლის სტაჟი. ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. 5. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით ბრძანებით ნიშნავს რექტორი. 6. უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებებით. ისინი ანგარიშვალდებული არიან უნივერსიტეტის რექტორატისა და სამეცნიერო საბჭოს წინაშე. 7. უნივერსიტეტის რექტორატი შეიმუშავებს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს. 8. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს სტიპენდიები, სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები. 9. სასწავლო პროცესის ორგანიზაციას ახორციელებენ ინსტიტუტები, ფილიალები, ფაკულტეტების დეკანატები, კათედრები და სასწავლო ნაწილი, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს და მათი საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პრორექტორი სასწავლო მუშაობის დარგში. 10. სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-ექსპერიმენტულ მუშაობას ახორციელებენ: სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, კათედრები, სამეცნიერო ლაბორატორიები, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში. სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები შეიძლება შეიქმნას კათედრასთან, იყოს საფაკულტეტო, საინსტიტუტო ან საუნივერსიტეტო. 11. დაუსწრებელი სწავლების სასწავლო პროცესის ორგანიზაციას ახორციელებენ დაუსწრებელი სწავლების დეკანები, მათი მოადგილეები, მეთოდისტები, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს და მათი საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პრორექტორი დაუსწრებელი სწავლების დარგში. 12. კაპიტალურ მშენებლობასა და შეკეთებას, ქონების, სისუფთავისა და დისციპლინის დაცვას უზრუნველყოფს სამეურნეო სამსახური და პრორექტორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში.     მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო 1. უნივერსიტეტში ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და რაციონალურად განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუ ის დაინტერესებულია უნივერსიტეტის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს საბჭოს წევრი. 2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 3. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერ. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით. 4. ანალოგიური საბჭო შეიძლება შეიქმნას უნივერსიტეტის ინსტიტუტებსა და ფილიალებში. 5. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს უნივერსიტეტის მართვის სტრატეგიული გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; ბ) განიხილოს უნივერსიტეტის საკადრო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგიოს სტრატეგიაში ცვლილებების შე-ტანის წინადადებები; გ) განიხილოს მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმა, წარმოადგინოს გეგმაში ცვლილებების შეტანის წინადადებები; დ) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები; ე) მონიტორინგი გაუწიოს უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას.     მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები 1. უნივერსიტეტის თანამშრომელთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით, უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. უნივერსიტეტის თანამშრომლებს უფლება აქვთ შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მართვაში. 3. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი ვალდებულია: ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები; ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები. 4. პროფესორ-მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი, ასისტენტი (ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა არჩევითია). 5. სტუდენტთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სხვა საუნივერსიტეტო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, რექტორის ბრძანებებით. 6. უნივერსიტეტის სტუდენტად მიიღება პირი, რომელსაც აქვს ზოგადი საშუალო ან საშუალო-პროფესიული განათლება (ან უცხო ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატი) და წარმატებით ჩააბარებს საკონკურსო გამოცდებს. აბიტურიენტთა მიღებას აწარმოებს უნივერსიტეტის მიმღები კომისია. 7. უნივერსიტეტში შეიძლება შეიქმნას „სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირი“ – დემოკრატიულ საწყისებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანო, რომელსაც აქვს სამოქმედო ინდივიდუალური წესდება. 8. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს შეუძლია მიიღოს უმაღლესისშემდგომი განათლება, მეორე სპეციალობა (საფასურის გადახდით), შესაბამისი კვალიფიკაცია, დიპლომი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება. თავი V უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი     მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ქონება 1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის ქონებისა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 16🔗. დაფინანსება 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროა: ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები; გ) შემოწირულობები, გრანტები; დ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. 3. უნივერსიტეტის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნისათვის აკრძალულია.     მუხლი 17🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება 1. უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. 2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს უნივერსიტეტის მიერ შემდეგი მოქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. თავი VI უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 19🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი, არსებული წესების დაცვით, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 20🔗. რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.