„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №177 |
|
2017 წლის 26 აპრილი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. „დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური შემდეგი საქმიანობის ტიპების მიხედვით:
1. ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელებისა და ლუდის რეალიაზაცია – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით;
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტების წინ, საზკვების დანიშნულების საქონლის რეალიზაცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩდრილობელი ქოლგები და პირველ კლასს დაქვემდებარებული დროებითი შენობა-ნაგებობა ღია ტიპის კაფე-ბარებისათვის, რომლის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 60.0 კვადრატულ მეტრს და სიმაღლე 5.0 მეტრს, შედგენილი უნდა იყოს ანაკრები ელემენტებისგან და წარმოადგენდეს ასაწყობ- დასაშლელ ან/და მობილურ სისტემას, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ უნდა გააჩნდეს მიწისქვეშა სათავსები. დროებითი შენობა-ნაგებობა უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ტიპის მოცულობას) – დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით;
3. ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატების, ატრაქციონების, სხვა აპარატებისა და პავილიონების ფუნქციონირებისათვის (პრესისათვის, ტურისტული სუვენირებისათვის, თამბაქოსათვის, ყვავილებისათვის და სხვა. გარდა სასურსათო პროდუქტისა) – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით. ამასთან, პავილიონის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 6 კვადრატულ მეტრს.“.
2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ორი წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, გარდა პავილიონების ფუნქციონირებისათვის და პირველ კლასს დაქვემდებარებული დროებითი შენობა-ნაგებობის ღია ტიპის კაფე-ბარების განთავსებისათვის, რომელზეც შესაძლებელია გაიცეს გარე ვაჭრობის უფლება, ათი წლის ვადით ან სეზონურად.“.
3. დადგენილების დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა – ნაგებობას და, შესაბამისად, არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი, ამასთან, პავილიონი პრესის, ტურისტული სუვენირების, თამბაქოს, ყვავილებისა და მსგავსი დანიშნულების ნივთების რეალიზაციისათვის, გარდა სასურსათო პროდუქტისა), თუმცა, აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.“.
|