საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებითა და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ქსანი-სტეფანწმინდის“ დამაკავშირებელი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მეხუთე (კმ 80-კმ 95) სექციის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №757
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებითა და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ქსანი-სტეფანწმინდის“ დამაკავშირებელი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მეხუთე (კმ 80-კმ 95)სექციის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებისა („საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა“) და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულების („ქსანი-სტეფანწმინდის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი“) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 20 თებერვლის №2036-IIს და 2016 წლის 19 თებერვლის №4777-IIს დადგენილებებით) „ქსანი-სტეფანწმინდის“ 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ასახულია KfW-სთან შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტში.
2. შეთანხმებულ იქნეს „ქსანი-სტეფანწმინდის“ 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მეხუთე (კმ 80-კმ 95) სექციის განსახლების სამოქმედო გეგმა (RAP).
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, KfW-სთან შეთანხმებული განსახლების პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად:
ა) მოახდინოს „ქსანი-სტეფანწმინდის“ 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,მეხუთე (კმ 80-კმ 95)სექციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან პროექტის მიზნებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთებისა და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა;
ბ) უზრუნველყოს ასაშენებელი „ქსანი-სტეფანწმინდის“ 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ანძის პოლიგონების განთავსებისათვის საჭირო, სახელმწიფო და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და დასარეგისტრირებელი ქონების იდენტიფიცირება, დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ამ დოკუმენტაციის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე უწყებისათვის წარდგენა.
4. ეთხოვოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს:
ა) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ ქონების, რომელიც რეგისტრირებულია მის საკუთრებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მისი გადაცემის საკითხის განხილვა;
ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება „ქსანი-სტეფანწმინდის“ 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მეხუთე (კმ 80-კმ 95) სექციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობის სარგებლობაში, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მოსახლეობის მიერ აღნიშნული ქონების სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით.
5. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებისა და ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.
6. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართვისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი