საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №76 6
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს უფლება, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისათვის განსაზღვრული ღონისძიებებისათვის, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებისა და სპეციალური ანგარიშების საზოგადოების ფართო წრეებისათვის გასაცნობად საჭირო სასტუმროს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი