“საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №513
2004 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 1-ლი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) აპარატის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;
დ) საბიუჯეტო ოფისის უფროსი;
ე) მანდატურთუხუცესი.
მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე;
ბ) კომიტეტის აპარატის უფროსი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
დ) მთავარი ბუღალტერი;
ე) საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოადგილე;
ვ) სასწავლო ცენტრის უფროსი;
ზ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;
თ) სამდივნოს უფროსი;
ი) განყოფილების უფროსი.“.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.11.2004.
- როდის იქნა მიღებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №513. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.003.
- სად არის “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №513, 16.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36502/