პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019924
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 27.10.2015
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „„პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზ"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №215
2017 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებები და იერარქიულ რანგებში განაწილების წესი, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საჯარო დაწესებულებებს დაევალოთ, 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართით გათვალისწინებული ფაქტორებიდან აუცილებელი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება არ ვრცელდება საჯარო სამსახურში 2017 წლის პირველ ივლისამდე დაკავებულ თანამდებობებზე, თუკი ისინი აწესებენ დამატებით შეზღუდვებს.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებები და იერარქიულ რანგებში განაწილების წესი, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის“ (შემდგომში − წესი) მიზანია, საჯარო სამსახურში პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში − მოხელე) თანამდებობების ერთიანი რანგირების სისტემის ჩამოყალიბება და ამ სისტემაში მოხელის თითოეული თანამდებობის ადგილის განსაზღვრა.
2. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამსახურში მოხელეთა თანამდებობების დასახელებებს, იერარქიულ რანგებში განაწილების უნიფიცირებულ წესსა და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიულ ჩამონათვალს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოხელის რანგი − კომპეტენციის შინაარსი და უფლებამოსილების დონე;
ბ) მოხელის თანამდებობა − 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა;
გ) საჯარო დაწესებულება − 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული − საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ორგანიზაციული მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს;
ე) მეორადი სტრუქტურული ერთეული − საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ქვეშ არსებული ქვემიმართულების ორგანიზაციული მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. მოხელის თანამდებობათა რანგები
1. საჯარო სამსახურში მოხელის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება ოთხ იერარქიულ რანგში:
ა) პირველი რანგი − მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი − საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი − უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი − უმცროსი სპეციალისტის დონე.
2. პირველი რანგი ანუ მაღალი მმართველობითი დონე გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ზედამხედველობისა და კოორდინაციის განხორციელების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
3. მეორე რანგი ანუ საშუალო მმართველობითი დონე გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ქვეშ არსებული ქვემიმართულების ზედამხედველობისა და კოორდინაციის განხორციელების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
4. მესამე რანგი ანუ უფროსი სპეციალისტის დონე გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების/ქვემიმართულების ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
5. მეოთხე რანგი ანუ უმცროსი სპეციალისტის დონე გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების/ქვემიმართულების ფუნქციების შესასრულებლად მომზადების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
მუხლი 4🔗. მოხელის თანამდებობათა რანგებში განაწილების ფაქტორები
საჯარო სამსახურში არსებული მოხელის თანამდებობის ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში განაწილება ეფუძნება თითოეული თანამდებობის მნიშვნელობის შეფასებას შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) აუცილებელი კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.
მუხლი 5🔗. მოხელის თანამდებობათა დასახელებები და რანგირება
1. პირველ რანგს ანუ მაღალ მმართველობით დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა.
2. მეორე რანგს ანუ საშუალო მმართველობით დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილისა და საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა.
3. მესამე რანგს ანუ უფროსი სპეციალისტის დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
4. მეოთხე რანგს ანუ უმცროსი სპეციალისტის დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისა და მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
5. პირველი და მეორე რანგისათვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებისგან განსხვავებული თანამდებობის მიკუთვნება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗. მოხელის თანამდებობათა იერარქია
საჯარო სამსახურში არსებული მოხელის თანამდებობების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
ბ) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;
გ) საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
დ) საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ე) საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ვ) საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ზ) საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
თ) საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა;
ი) საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
მუხლი 7🔗. მოხელის თანამდებობის იერარქიულ რანგებში განაწილების წესი
1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობისადმი ფუნქციათა ერთობლიობის კუთვნილება დგინდება ამ ფუნქციათა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელის თანამდებობისადმი ფუნქციათა ერთობლიობის კუთვნილება დგინდება ფუნქციათა ერთობლიობისა და ამ წესის დანართით განსაზღვრული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე; როგორც წესი, ფუნქციათა ერთობლიობის მოხელის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილების განმსაზღვრელია ამ წესის დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ფაქტორებისა და ქვეფაქტორების სიჭარბე.
3. ფუნქციათა ერთობლიობის მოხელის თანამდებობისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მათი შესაბამისობის განსაზღვრა ამ წესის დანართით გათვალისწინებულ ფაქტორებსა და ქვეფაქტორებთან, ხორციელდება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლისა და საჭიროების შემთხვევაში, ასევე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიწვეული სპეციალისტების ჩართულობით.
4. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის გადაწყვეტილება ფუნქციათა ერთობლიობის მოხელის თანამდებობისადმი კუთვნილების დადგენასთან დაკავშირებით ფორმდება ოქმით, რომლის საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. ფუნქციათა ერთობლიობის საჯარო სამსახურში არსებული მოხელის თანამდებობებისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების მიხედვით ფუნქციების შეფასების პროცესში, შესაბამისი საჯარო დაწესებულებები თანამშრომლობენ სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროსთან, 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.