ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2017
ძალის დაკარგვა 27.04.2017
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის და
ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2017 წლის 27 აპრილი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი არეგულირებს ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
მუხლი 2🔗
1. ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება განხორცილდეს ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ დამტკიცებული სუბსიდიის ფარგლებში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრების დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ა(ა)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ სპორტსმენების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს ვანის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 4🔗
რეგიონულ და რესპუბლიკურ სასპორტო ღონისძიებებში მონაწილე სპორტსმენთა კვების დღიური ნორმა განისაზღვროს 15(თხუთმეტი) ლარით, მათ შორის:
1. საუზმე –
4 (ოთხი) ლარი;
2. სადილი –
7 (შვიდი) ლარი;
3. ვახშამი –
4 (ოთხი) ლარი.
მუხლი 5🔗
წინამდებარე დანართით განსაზღვრულ ღონისძიებებში სპორტსმენების კვებისათვის გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ა(ი)იპ ,,ვანის სასპორტო დაწესებულების გაერთიანების“ ბუღალტერიაში (ან შესაბამის, ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში) წარმოადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.