სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-689/ო
201 7 წლის 18 აპრილი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს ,,med care“-ზე (მის: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,med care“-ს ხელმძღვანელის რ. ლობჯანიძის განცხადებები: №23634, 07.03.2017; №25054, 10.03.2017წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-395-87, 11.04.2017წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №2, 18.04.2017წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე