გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2017
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2017 წლის 27 აპრილი
ქ.გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №38 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება, მისი საქმიანობის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ( შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4.სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კიდექსი“, სხვა კანონებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გამგებლის გადაწყვეტილებით.
4. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ე) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან.
6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, გამგებლის გადაწყვეტილებით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
8. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
9. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) გამგეობის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება;
ბ) გამგებლის დავალებების შესაბამისად გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება;
გ) გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება;
დ) ერთიანი საქმისწარმოება. სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი შესაბამისი ადრესატისათვის გადაგზავნა;
ე) კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება;
ვ) გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ზ) გამგეობის საარქივო დოკუმენტების დაცვა;
თ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა;
ი) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათების/ ან გამგეობის თანამდებობის პირების დავალების საფუძველზე წერილების მომზადება და მათი ადრესატებისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა;
კ) გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვა;
ლ) გამგებლის ცალკეულ დავალებების შესრულება;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია:
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
გ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, მათი სათანადო წესით რეგისტრაცია;
ე) მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) მუნიციპალიტეტის, ასევე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და დაწესებულებებში;
ზ) საკრებულოში განსახილველი, გამგებლის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა. შ.);
ი) სათანადო ღონისძიებების გატარება გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
კ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეული საკითხების განხილვა, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხის დადგენა;
მ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა;
ნ) გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქყვეყნება;
ბ) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა, გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;
ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, გამგეობის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
თ) ინფორმაციისა და წინადადებების მიღება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან გამგეობაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, აგრეთვე გამგეობის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესახებ;
ი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადება;
კ) ცხელი ხაზის ფუნქციონირება;
ლ) შეხვედრების ორგანიზება.
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ნ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება გამგებლის დავალებით.
4. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საკადრო საქმისწარმოება, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;
გ) თანამშრომელთა შეფასება, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი ;
დ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ზ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა - შერჩევა;
თ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება;
ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა და ანალიზი;
კ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება;
ო) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება გამგებლის დავალებით.
5. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციებია:
ა) გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაცია;
ბ) მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და გამგებლისათვის წარდგენა;
გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ე) წარმომადგენლებისა და განყოფილების მოხეელებისათვის საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გასაცემად რეკომენდაციის გაწევა;
ვ) სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვების უზრუნველყოფა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობა;
თ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობა, წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზების გაწევა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვაში; ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და გამგებლისთვის მათი მიწოდების განხორციელება;
ი) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებზე და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
კ) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ლ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;
მ) ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებაში მონაწილეობა;
ნ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის წარდგენა;
ო) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება გამგებლის დავალებით.
6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციული შენობის შენახვის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება, სანიტარიული ნორმების დაცვა;
გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
ე) გამგეობის საოფისე ინვენტარით მომარაგება;
ვ) გამგეობის ინვენტარის, ტექნიკისა და აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვა;
ზ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება გამგებლის დავალებით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით პერიოდულად ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს;
დ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
ე) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ვ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ზ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;
ი) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს.
კ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას.
ლ) ესწრება თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს საჭიროების შემთხვევაში;
მ) მოქმედი კანონმდებლობისა და გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ნ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ო) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ჟ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ასევე ამოწმებს სამივლინებო ფურცლებს;
რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
ს) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 5🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ზ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგინოს სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.