გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2017
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016322
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 19.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2017 წლის 27 აპრილი
ქ.გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №26 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება, მისი საქმიანობის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კიდექსი“, სხვა კანონებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გამგებლის გადაწყვეტილებით.
4. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ინსპექტირების განყოფილება.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან.
6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, გამგებლის გადაწყვეტილებით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
8. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
9. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
გ) კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;
დ) კონტროლი მშენებარე საცხოვრებელ, კომერციულ და არაკომერციულ შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
ე) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ვ) კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის გატანაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით, განსაზღვრულ ვადებში და ხარისხიან შესრულებაზე;
ზ) უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
თ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ი) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სარეკლამო ატრიბუტების, თვითნებური შესრულების ფაქტების გამოვლენა შენობათა ფასადებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის , სადემონტაჟო და კანონით მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
ლ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყლის სისტემებზე უნებართვო მიერთებაზე კონტროლი, ამგვარი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ნ) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
პ) დადგენილი წესით მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების სრული აღრიცხვა, მოსაკრებელს დაქვემდებარებული პირების მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი მოსაკრებლის გადახდის კონტროლი;
ჟ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავების და გატანის წესების დაცვაზე კონტროლი;
რ) მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, შესაბამისი ნებართვების არქონა, ან/და არსებული წესის დარღვევით შესრულების ფაქტების გამოვლენა;
ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა“ და სხვა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ტ) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
უ) უზრუნველყოს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ფ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება;
ქ) მუნიციპალიტეტსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელი ფარული სამუშაოების ინსპექტირებას, ასევე ფორმა №2-ისა და ფორმა №3-ის მიღებას;
ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
განყოფილებების ფუნქციები
1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება:
ა) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გაფორმებულ ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს;
ბ) კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელი ფარული სამუშაოების ინსპექტირებას, ასევე ფორმა №2-ისა და ფორმა №3-ის მიღებას;
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს დარღვევის შესახებ აქტს;
დ) წერილობით განუსაზღვრავს დამრღვევ პირს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებს.
ე) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარადგენს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და განსახილველად წარადგენს წინადადებებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს და ექსპერტებს;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. ინსპექტირების განყოფილება უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვისა და შესრულებაზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა (მითითება), დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) განახორციელოს კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;
დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ე) განახორციელოს უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, ასევე მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებები;
ვ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ზ) მოახდინოს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება. შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი;
თ) უზრუნველყოფს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას;
ი) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
კ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგლამენტის შესრულებაზე ზედამხედველობა;
ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით, ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
ნ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ო) განახორციელოს სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავებისა და გატანისათვის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
პ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარმოადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;
რ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე;
ტ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევების გამოსწორების თაობაზე;
უ) განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყლის სისტემებზე უნებართვო მიერთებაზე;
ფ) განახორციელოს კონტროლი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე;
ქ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე;
ღ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ყ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ფუნქციების გადანაწილებას;
გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის ფუნქციების გადანაწილებას;
დ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას;
ე) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციური სპეციალისტებსა და ექსპერტებს;
ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების მიცემის, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
თ) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
კ) მოქმედი კანონმდებლობისა და გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეები არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგინოს სამსახურის უფროსს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.