⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2017
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 944 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2017 მიღება
01.05.2017 ძალაში შესვლა
27.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2017 წლის 27 აპრილი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №33 დადგენილება  „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახური 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე. 2. სამსახური წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი – გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 3🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დ.აღმაშენებლის ქ. №127. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები 1.  სამსახურის ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება; დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა; ე) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთათვისაც სოციალური დახმარების გაწევა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ვ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში; ზ) საჭიროების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობისათვის თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; თ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ი) სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეთა აღრიცხვა; კ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტინგენტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობის პერიოდულად შესწავლა; მ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; პ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ცალკეულ დავალებათა შესრულება. მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; გ)  სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები; დ)  განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, გამგებლის გადაწყვეტილებით. 3.  სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის  დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; გ) უზრუნველყოფს  მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის  დაცვას; დ) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად  ატარებს  თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ექსპერტებს; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) მოქმედი კანონმდებლობისა და გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.  მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ) წარუდგონოს სამსახურის უფროსს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; დ) ისარგებლოს მუშაობისათვის  საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3.  მოსამსახურე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.