გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2017
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2017 წლის 27 აპრილი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №25 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და უნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება, მისი საქმიანობის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4. სამსახური შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გამგებლის გადაწყვეტილებით.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აგრარული განყოფილება;
ბ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან;
6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, გამგებლის გადაწყვეტილებით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
8. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
9. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. აგრარული განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება;
ე) მონაწილეობა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების საკითხებში;
ვ) მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობის საკითხებში;
ზ) სოფლის მეურნეობის სფეროში თვითმმართველობას დაქვემდებარებული სამსახურების მიერ გატარებულ ღონისძიებათა მიმდინარეობის და გაწეული ღონისძიებების კოორდინაცია;
თ) მონაწილეობა სოფლის მეურნეობის განვითარების, ინვესტიციის მოზიდვისა და დანერგვის საკითხებში;
ი) მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებში;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლი;
ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის ბრენდინგი და პრომოუშენი;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი მიწის მართვა, კონტროლი მიწის გამოყენებასა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ო) გამგებლის სხვა ცალკეული დავალებების შესრულება.
2. მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) წინადადების მომზადება მუნიციპალური საწარმოების და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაცია და მათი შემდგომი ზრდისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
გ) სათანადო დელეგირების არსებობის შემთხვევაში, საწარმოს დამფუძნებლისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული (პარტნიორის/აუქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, პარტნიორთა /აუქციონერთა კრებებზე რწმუნებული პირის მეშვეობით საწარმოთა მართვაში მონაწილების მიღება;
დ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველ ერთეულისთვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას. გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ქონების მოძრაობის ზედამხედველობა, მათი სარგებლობის უფლებით გადაცემასთან, განკარგვასთან და გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა;
ვ) ადგილობრივი ქონების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი და ექსპლუატაციის შეფასება;
ზ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენა;
თ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ წინადადებების შემუშავება;
ი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკუთრების დადგენილი დოკუმენტების შენახვის ორგანიზება;
კ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში და/ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარების ხელშეწყობა;
მ) ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ნ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ო) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა რეგისტრაციისთვის წარდგენა, მართვისა და ეფექტიანი გამოყნების უზრუნველყოფა;
პ) გამგებლის სხვა, ცალკეული დავალებების შესრულება.
3. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ადგილობრივ გადასახადებთან, მოსაკრებლებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ქონების საპრივატიზებო ნუსხის შედგენა, სათანადო წინადადებების და პროექტების მომზადება და გამგებლისთვის წარდგენა, წინადადებების შემუშავება მუნიციპალური ქონების საპრივატიზაციო და საიჯარო ნუსხაში ჩასასმელად;
გ) საპრივატიზაციო და საიჯარო ნუსხაში ჩასმული ქონების კანონის შესაბამისად აუქციონზე გატანა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელება.
დ) საჯარო აუქციონების ორგანიზება და ამ პროცედურის სამართლებრივად გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემისას მხარეების მიერ ხელშეკრულების მომზადება და პირობების შესრულებაზე მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულაციის საკითხებზე;
ზ) სატენდერო წინადადებების მომზადება და პროექტის სახით წარდგენა;
თ) წინადადების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გაუქმების, მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხზე, დაწესებული მოსაკრებლის, მოსაკრებელს დაქვემდებარებული პირების მიერ გადახდის მონიტორინგი;
ი) წინადადების მომზადება ადგილობრივი გადასახდებისა და მოსაკრებლების ადგილობრივი საკრედიტო პოლიტიკის საკითხზე;
კ) მუნიციპალიტეტის გასხვისებული ქონების შესახებ ანგარიშის შედგენა;
ლ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებასთან დაკავშირებული დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება;
მ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის შეფასება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო მასალების გაანგარიშება და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ეფექტურობის ანალიზი;
ნ) განახორციელოს რეგიონალური პროექტების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
გ) უზრუნველყოს ქალაქებთან/რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ე) უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს –
განყოფილებებს და მოსამსახურეთა შორის;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით პერიოდულად ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) განსაზღვრავს სამსახურის და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფების –
განყოფილებების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ვ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგონონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. სამსახურის მოხელე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.