`სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ”
მიღების თარიღი 25.11.2004
ძალის დაკარგვა 23.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №534
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 30/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 26.03.2001
დოკუმენტის ტექსტი
`სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:354.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:276.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 43.35pt 45.0pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №534
2004 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ
სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის, საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გარანტირებული დახურული კავშირებით, აგრეთვე ამ კავშირების ქსელის გამოყენებით ეროვნული უშიშროებისათვის საჭირო ინფორმაციის მიღების, დამუშავების, ოპერატიული მართვის ეფექტურობის ამაღლებისათვის, სახელისუფლებო კავშირების სისტემის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების თანდართული დებულება, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხებით (დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №114 ბრძანებულება „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ” (სსმ III, 2001 წ., №29, მუხ. 250).
3. განესაზღვროს სახელისუფლებო კავშირის სისტემის სტატუსი სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს კუთვნილ „დეფინიტის“ ბაზაზე შექმნილ სპეციალურ საკომუნიკაციო სისტემას.
4. 2005 წლის 31 მარტამდე მოხდეს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხებით განსაზღვრული აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემაში ჩართვის პროცესის დასრულება.
5. ყველა ორგანოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, რომლებიც ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისათვის (როგორც ხმოვანი, ასევე მონაცემთა გადაცემა) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა. 2005 წლის 1 მაისიდან აიკრძალოს ყველა ამ ორგანიზაციაში საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისათვის სხვა სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის სისტემების გამოყენება.
6. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი), თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლებო კავშირის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე), თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების პრიორიტეტული უზრუნველყოფა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების საწარმოებიდან. იმ ობიექტების პრივატიზებისას, რომლებიც გამოიყენება სპეციალური კავშირების განხორციელებისას სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ფუნქციონირების უზრუნველმყოფ ორგანიზაციასთან შეთანხმებით უზრუნველყოს სპეციალური კავშირების განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მყიდველის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება.
8. ეთხოვოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (დ. ქიტოშვილი) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ნებართვის პრიორიტეტულად გაცემა, მის ფუნქციონირებაში სრული ხელშეწყობა, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ინტერესების გათვალისწინება ლიცენზიების გაცემისას და ამ ინტერესების განუხრელი დაცვა საკომუნიკაციო სფეროში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანიზაციის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი სახის ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრა სპეციალური კავშირების განხორციელებისათვის.
9. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
წინამდებარე დებულება არეგულირებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მოწყობის, ფუნქციონირების, გამოყენებისა და განვითარების წესებს.
თავი II
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა
მუხლი 2🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა
1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა არის სპეციალური საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების ერთიანი დახურული ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, სახელისუფლებო დაწესებულებებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის, სარეჟიმო და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს სპეციალური კავშირებით, ამ კავშირების საშუალებით სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების (ფაქსი, მონაცემთა გადაცემა, ინტერნეტი) დაცულობას, საიმედოობას და ოპერატიულობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე მის საზღვრებს გარეთ.
მუხლი 3🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ამოცანები
1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ძირითადი ამოცანაა:
ა) უზრუნველყოს ქვეყნის ყველა სახელისუფლებო დაწესებულებაში და ყველა იმ ორგანიზაციაში და ორგანოში, რომლებიც ახორციელებენ საქმისწარმოებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც საიდუმლო, ასევე ღია ინფორმაციების მიმოცვლის ოპერატიულობა, დაცულობა და საიმედოობა;
ბ) ქვეყანაში მომხდარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ კავშირის დახურული არხებით ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციების ოპერატიულად მიღების, გადაცემის, დამუშავების და ადრესატებამდე დაყვანის უზრუნველყოფა;
გ) ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დადგომის შემთხვევაში უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის მართვის კოორდინაციაში ხელშეწყობა.
2. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ამოცანებია:
ა) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მუდმივი და/ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
ბ) ყველა იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებთან კავშირი, რომლებსაც იყენებენ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელისუფლებო დაწესებულებების, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და წარმომადგენლობების, დახურული გარანტირებული კავშირით უზრუნველყოფა;
დ) სპეციალური კავშირების სისტემის აბონენტების საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით, მონაცემთა გადაცემის სერვისითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა;
ე) მართვის პუნქტებთან და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან გარანტირებული კავშირის უზრუნველყოფა;
ვ) საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის – საქართველოს პრეზიდენტის გარანტირებული კავშირით უზრუნველყოფა.
3. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემით საქართველოს პრეზიდენტისა და იმ პირების უზრუნველყოფა, რომელთა დაცვასაც ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ხდება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მართვა
1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო.
2. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ფუნქციონირებას და მართვას უზრუნველყოფს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“.
3. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის გამოყენების წესს განსაზღვრავს წინამდებარე დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 5🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის სტატუსი და დაფინანსების წყაროები
1. სპეციალური სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების სისტემებს სახელისუფლებო კავშირების სტატუსი განესაზღვრებათ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სტატუსის მქონე სისტემის გამოყენება სხვა დანიშნულებით აკრძალულია.
3. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.
4. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ფინანსების ხარჯვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების მიზნებისათვის. აღნიშნული თანხების სხვა დანიშნულებით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 6🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მოწყობა და ფუნქციონირება
1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა ფუნქციონირებს კავშირის სპეციალური კვანძების, სახელმწიფო და კერძო საკუთრების ჩვეულებრივი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და არასაკაბელო ქსელებისა და არხების, ხოლო საველე პირობებში შესაბამისად მოწყობილი კავშირის არხების მეშვეობით.
2. სპეციალური კავშირების სადგურების მოწყობა, სააბონენტო, შემაერთებელი ხაზების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების დადგმა (გარდა უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტებისა) ხორციელდება იმ სამინისტროების, უწყებებისა და დაწესებულებების ხარჯზე, რომლებშიც მონტაჟდება სახელისუფლებო კავშირები.
3. სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით გამოიყენება სახელმწიფო და კერძო სექტორის შესაძლებლობები.
მუხლი 7🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა
1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმყოფება სახელმწიფოს დაცვის ქვეშ.
2. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა იმ ორგანოებისა ან თანამდებობის პირებისა, რომელთა ასეთი უფლებამოსილება გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
3. საჯარო დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უზრუნველყოფენ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მომსახურე თანამშრომლების შეუფერხებელ დაშვებას და შესასრულებელ სამუშაოებში ხელშეწყობას ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც გამოიყენება სპეციალური კავშირის განხორციელებისათვის, ექსტრემალური სახელისუფლებო კავშირებისათვის იმ ქსელების, არხებისა და რადიოსიხშირეების უპირატეს და შეუფერხებელ გამოყოფას, რომლებიც მათ სარგებლობაშია.
4. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების განხორციელებაში ხელის შეშლა, აპარატურის, ტექნიკის და საკაბელო მეურნეობის დაზიანება, მოშლა, გაფუჭება ან განადგურება ისჯება მოქმედი კანონმდებლობით.
თავი III
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის გამოყენება
მუხლი 9🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემაში გამოყენებული აპარატურა
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემისათვის გამოიყენება მხოლოდ ის სატელეფონო და სხვა სპეციალური მოწყობილობა, რომლებიც შესაბამისად შემოწმებულია და დადგენილი წესით ნებადართულია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
მუხლი 10🔗. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის აბონენტები
1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემაში გამოიყენება უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის უზრუნველყოფა:
ა) უმაღლესი კატეგორიის აბონენტები სარგებლობენ უზრუნველყოფის უმაღლესი პრიორიტეტით. ამ კატეგორიის აბონენტთა სპეციალური კავშირით უზრუნველყოფა ხდება როგორც მათ მუდმივ, ისე დროებით საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას. უმაღლესი კატეგორიის აბონენტის მოთხოვნისას დაკავშირება ხდება დაუყოვნებლივ, საჭიროების შემთხვევაში მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვით;
ბ) პირველი კატეგორიის აბონენტთა სპეციალური კავშირით უზრუნველყოფა ხდება მათი მუდმივი სამუშაო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილებზე, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი კატეგორიის აბონენტები სარგებლობენ რიგგარეშე დაკავშირების უფლებით, მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვის გარეშე;
გ) მეორე კატეგორიის აბონენტების სპეციალური კავშირით უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ მათ მუდმივ სამუშაო ადგილზე.
2. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სპეციალური კავშირების სისტემის უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხების ცვლილებათა პროექტს.
დანართი №1
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების უმაღლესი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
№
თანამდებობა
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი
დანართი №2
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
№
თანამდებობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
საქართველოს მინისტრი
საქართველოს მინისტრის მოადგილე
საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული
საქართველოს გენერალური პროკურორი
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსი
„სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ უფროსი
„სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ უფროსის მოადგილე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი (სახელმწიფო უშიშროების მინისტრის გადაწყვეტილებით)
ქალაქ თბილისის მერი
ქალაქ თბილისის პრემიერი
შენიშვნა: ჩამონათვალს არ აქვს რანგირების დატვირთვა.
დანართი №3
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
№
თანამდებობა
საქართველოს პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები
საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსები
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი)
სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი)
უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამდებობის პირები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი)
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში
საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე
შენიშვნა: ჩამონათვალს არ აქვს რანგირების დატვირთვა.