ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2017
ძალის დაკარგვა 28.04.2025
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2017 მიღება
28.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2017 წლის 28 აპრილი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.თ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად . 2. საბჭო იქმნება საკრებულოს განკარგულებით,   საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტუტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით,“ ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ)  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარდგენა; გ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; დ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ე) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად, გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 2.  საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა მასთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ბაღდათის მუნიციპალიტეტი; დ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭოს შემადგენლობაში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40% -ზე ნაკლები. 4. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა წევრებისაგან (მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები). 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას 3 თვეში  ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან/და საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი განცხადებით. 3. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერული თანასწორობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  მუშაობის საკითხებში. 4. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს სხდომის მოწვევის თარიღსა და დროს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 6. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 9. სხდომაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს წერილობით საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. 10. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში. 11. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებები, სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ სხდომის ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილონ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, წინადადებები და რეკომენდაციები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობონ საბჭოს. 12. საბჭოს თითოეულ წევრს სხდომაზე კენჭისყრის დროს აქვს ერთი ხმის უფლება. 13. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 14. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 15.საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერული თანასწორობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში.