შპს „აჭარმშენტრანსის“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/400
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/400

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 18 აპრილი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

1. მეურვე − სსიპ −აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი−ლელა ხაციკიდუ.

2. მოვალე − შპს „აჭარმშენტრანსის“ დირექტორი ზვიად ბოლქვაძე;

3. კრედიტორები − სსიპ −შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, შპს „დისკო“, ფარიდა სამსონია.

 

    სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

    ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

   ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა, ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

   კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.

   სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,აჭარმშენტრანსის“ (ს/ნ 245549429) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება;

2. შპს ,,აჭარმშენტრანსის“ (ს/ნ 245549429) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს ,,აჭარმშენტრანსის“ (ს/ნ 245549429) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები;

4. შპს „აჭარმშენტრანსის“ (ს/ნ 245549429) გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;

6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 კრების თავმჯდომარე                                           გენადი მაკარიძე

 კრების მდივანი                                                      ნოდარ გიორგიძე