სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ 75 %-ზე მეტი აქციების მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 237074633) 75 %-ზე მეტი აქციების მფლობელი აქციონერის
გადაწყვეტილება №1/2017
2017 წლის 7აპრილი
ქ. ოზურგეთი
მე, ავთანდილ ღლოტი (პირადი ნომერი 33001007907) სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ 28321 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის (მთელი განთავსებული აქციების 93.21945%) მფლობელი, ვმოქმედებ რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებებს:
1. სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ ერთი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ღირებულება 1 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2 ლარით. 1 აშშ დოლარის ღირებულების ჩვეულებრივი სახელობითი აქცია გადაიცვალოს 2 ლარი ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივ სახელობით აქციაზე;
2. სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ საწესდებო კაპიტალი დაიყოს 30381 ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციად;
3. სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ საწესდებო კაპიტალი, ნაცვლად 30381 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 60762 ლარით. ძველ და ახალ საწესდებო კაპიტალს შორის სხვაობის აღრიცხვა მოხდეს რეზერვის სახით;
4. მიღებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ წესდების ახალი რედაქცია (წესდება შეგიძლიათ იხილოთ საჯარო რეესტრის საიტზე).
5. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რიცხვი განისაზღვროს სამით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ ავთანდილ ღლონტი (პირადი ნომერი 33001007907), დათო ლომჯარია (პირადი ნომერი 33001015446) და ნუგზარ აბაშმაძე (პირადი ნომერი 33001029818).
7. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სახელფასო ფონდი განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარით.
8. ამ გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ სათანადო შეტყობინება დაეგზავნოს სააქციო საზოგადოება „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ სხვა აქციონერებს.
ავთანდილ ღლონტი (პირადი ნომერი 33001007907)