შპს „გზაარამადნეულის” კრედიტორთა კრების გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/38066-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/38066-16        

 

ამონაწერი

2017 წლის 25 აპრილის კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

 

განმცხადებელი (კრედიტორი) – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმომადგენლები: სანდრო ვაშაყმაძე

მოვალე – შპს ,,გზაარამადნეული” (ს.კ 209442110)

დირექტორი – შპს,,რეაბილიტაცია”

წარმომადგენელი – ამირან დადვანი

 

კრედიტორი: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე ბარავკოვი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

 

დღის წესრიგი – მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა

 

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტარტამენტის განცხადება შპს ,,გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 14 თებერვალს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,გზაარამადნეულის” წარმომადგენელთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 02 მარტს 15:00 სთ-ზე.

2017 წლის 02 მარტს 15:00 სთ-ზე მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მოვალის და კრედიტორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მომრიგებელი საბჭოს წევრების კანდიდატურები, შესაბამისად კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 28 მარტს 15:00 სთ-ზე.

2017 წლის 28 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მხარებმა კვლავ ითხოვეს დამატებითი ვადის მიცემა მომრიგებელი საბჭოს წევრების კანდიდატურების წარმოსადგენად.
     2017 წლის 24 აპრილს 15:00 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს პირველ წევრად დანიშნული იქნა ლევან გოგოხია, თუმცა კრედიტორების მიერ კვლავ ვერ იქნა დასახელებული მომრიგებელი საბჭოს წევრის მეორე კანდიდატურა, შესაბამისად კრედიტორთა პირველი კრება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს სხვა დროისათვის.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 18 მაისს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში";

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლეთამარ ბურჯანაძე