სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12/512
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს ,,ენერგოკავშირის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს პირველი მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2017 წლის 22 მაისს, ორშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.

 

დღის წესრიგი:

1. 2016 წლის წლიური ანგარიში;

2. 2016 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

3. 2016 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

4. აუდიტორის არჩევა.

5. საზოგადოების აქციონრებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

 

 დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ენერგოკავშირის” ოფისში.

  დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება მმართველ ორგანოში 2017 წლის 12 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი, ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

  კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ სს ,,კავკასრეესტრში” მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ: 222-07-18.

 

სს ,,ენერგოკავშირის” გენერალური დირექტორი                 ვაჟა მაისურაძე